"ტორპედო": კობიაშვილის მხრიდან იყო ფინანსური დახმარება, რითაც ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი დაურიგდათ, მაგრამ...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" "ფეისბუქზე" კლუბში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადება გაავრცელა.

კლუბის წერს, რომ მათ მხარში უდგანან ფეხბურთის ფედერაცია და სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. გთავაზობთ კლუბის განცხადებას უცვლელად:

"კლუბში შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს.

"ტორპედოში" ფინანსურმა პრობლემამ თავი თვეების წინ იჩინა, რის გამოც ფეხბურთელთა დიდმა ნაწილმა კლუბი დატოვა. მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები, გუნდმა გააგრძელა ჩემპიონატში ასპარეზობა. მიუხედავად არაერთი პრობლემისა, ყოველთვის თავის ინტერესზე მაღლა გულშემატკივრისას აყენებდა... დრო გადიოდა, პრობლემები - რჩებოდა!

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის
ფედერაცია აქტიურადაა ჩართული "ტორპედოს" ყოველდღიურობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლუბი დღემდე კერძო მფლობელობაშია და ფეხბურთის ფედერაცია არაა ვალდებული, ფინანსურად დაგვეხმაროს, მათგან "ტორპედო" დახმარებას ყოველდღე გრძნობს.

თამაშიდან თამაშამდე, იქნება ეს ტრანსპორტირება, სასტუმროში დაბინავება თუ სხვა, სფფ "ტორპედოს" ეხმარება. გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მხრიდან იყო ფინანსური დახმარებაც, რითაც ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი დაურიგდათ, მაგრამ... არაა ფეხბურთის ფედერაცია ის, ვინც "ტორპედო" მთელი წელი უნდა აფინანსოს და ეს კარგად გვესმის!

დღეს კლუბი ახალი ინვესტორის ძიებაშია. ინვესტორის ძიების პროცესში აქტიურადაა ჩართული ქუთაისის მერია. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში მოიძებნება ადამიანი, ვისაც ფეხბურთი უყვარს და "ტორპედოს" ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს. სხვა შემთხვევაში, არათუ წარმატება, არამედ არსებობაც წარმოუდგენელია...!", - წერია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
შავბნელმა ღრუბლებმა დიდი ხანია მოიყარა ტორპედოს თავზე მე გავრისკავ და ვიტყვი ეს ნაწილობრივ მიზანმინართული ქმედებას უფრო გავს ვიდრე ერთი თაღლითი ინვესტორის მთლიანობაში განაფუჭებ საქმეს რომელმაც კლუბი კატასტროფის წინაშე დააყენა ყველაზე დაუფასებელი ქალაქი და კლუბი პლანეტაზე ალბათ რამოდენიმე იქნება და მათ შორის უდაოდ არის ტორპედო ქუთაისი ფაქტია ეს კლუბი როდესაც ძლიერდება და რაც შარშან იყო და ერთი თავით რომ აღემატებოდა თუ კიდევ მეტით არა ლიგაში დანნარჩენ კლუბებს და ვფიქრობ დამოუკიდებელ საქართველოს პირობებში ასეთი ძლიერი დაბალანსებული შემადგენლობის მქონე კლუბი ქვეყანას არ ყოლია და წელს ევროპალიგის ჯგუფში შესვლის უმთავრესი კანდიდატი ყოველგვარი გადამეტების გარეშე იყო უცებ ბრახ და ვიგებთ გუნდი იშლება ეს ბევრს არ აწყობს ძლიერი ტორპედო და ბევრი ორგანულად ვერ იტანს ამ კლუბს განსაკუთრებით დედაქალაქში და მიზეზმა იპოვა გამოსავალი და ვუყურებთ ამ საცოდაობას როგორც დამდგარ აქტს რაც ეხლა ტორპედოს თავს ხდება ალბათ გულშემატკივრებიც ვერ გამოდგენ ისეთი რადიკალურები რომ თავის თავზე გადახტომა მოეხერხებინათ და მათი საყვარელი კლუბის მიმართ ერთი შეხედვიდ დაუშვებელი მაგრამ საჭირო ქმედება ჩაედინათ ყველაფერმა მოიყარა თავი და შედრგსაც ვხედავთ რომელსაც პირობას ვდებ ამ გუნდის დაშლა და ქვედა ლიგებში იძულებით გადაყვანა ისედაც დაუძლურებულ ქართულ გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანს და მას ფაქტიურად გააბანკროტებს უმაღლესი ლიგა ტორპედოს გარეშე იგივეა არგენტის ჩემპიონატი რივერის ან ბოკას გარეშე
Dionis
10 ოქტომბერი 2019 16:56
10
კარგია, ძირითადად სწორად წერ. მაგრამ მძიმე და წერტილის დასმა ისწავლე რა. კითხვა შეუძლებელია.
alexandre
11 ოქტომბერი 2019 09:56
1
nagdad ar mexumreba bichebo, chemi chempionta liga da saertos pegburti ickeba torpedoti da mtavrdeba torpedoti, ase rom ranairat davcer amas arcebiti mnichvneloba naklebat akvs mtavaria axla kutaischi pegburti ar mokvdes.
KUTAISELI
10 ოქტომბერი 2019 16:26
7
ისე კლუბი მარტო ბურთის გორება არ არის. ეს არის ორგანიზაცია, სისტემა და იქ მომუშავე ადამიანებს აერთიანებს მიზანი, დაიხარჯნონ კლუბის სადიდებლად. ეს არის გამართული მენეჯმენტი, მოწესრიგებული აღრიცხვა, მარკეტინგული მარავალფეროვნება და უამრავი სხვა. თუ რეალურად არ დადგინდა სად წავიდა ევროტურნირებიდან და სახემწიფოდან მიღებული ფინანსური რესურსები და რასი დაიხარჯა, მაშინ მილიარდი რომ ჩადოს დღეს ვიღაცამ ტორპედოში, ხვალ მაინც კაპიკი არ იქნება. ამიტომ, ჯერ ეს უნდა იქნეს გამოძიებული და მიზეზი უნდა დადგინდეს - თაღლიტობასთან გვაქვს საქმე თუ არასწორ, უვიც მენეჯმენტთან.
თენგაბი
10 ოქტომბერი 2019 19:33
0
ak aris mxolod ertaderti gamosavali, vicit choris doneze ro torpedos kidva unda ert or kompanias arian msurvelebi, magram sanam es vali adevs gunds ar an ver riskaven, laparakia 3 milion larze, da sadgac martalia aravis ar unda sxvisi valis gadaxda , magram tu vinmes akvs gadackvetili da gulit unda am gundis chezena, im 3 milionsac ar unda cheuchindes, arc mcvrtneli, arc pegburtelebi, da arc gulchematkivari ar dagaxalatebt, da mteli kutaisistvis xo gmirebi iknebit, araa kutaisi is kalaki vinmes pativiscema dauvickos, ra tkma unda meriac unda cavides datmobaze da cota pasi daaklos an ragacnairad chetanxmdes investortan, mxolod ase tu gadarcheba kutaisuri gundi, da es unda moxdes uaxloes kvirachi, tore mere gvian ikneba, martla tu vinmes gakvt gadackvetili torpedos chezena, da me vici ro es asea, nu cheuchindebit im damatebit tanxas, kutaiseli xalxi am siketes arasodes dagivickebt.
KUTAISELI
10 ოქტომბერი 2019 15:50
0
Kutaiseli ძალიანაც მინდა შენი კომენტარის წაკითხვა ,მაგრამ მაზოხისტი არა ვარ.ქართული შრიფტით ვერა? ან შენ რამ დაგაწერინა მაგოდენა,თან მასეთი შრიფტით კაცოოოოო
ლ.გიო
10 ოქტომბერი 2019 16:05
3
საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლება პირდაპირ კავშირშია თბილისის და ბათუმის დინამოს, საბურთალოსა და ტორპედოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებასთან.
თენგაბი
10 ოქტომბერი 2019 19:14
3
არჩევნები მაინც იყოს მომდგარი , სამ თვეს კიდე გავიტანდით ფაროსანები გაიღებდნენ მაყუთებს , უდროო დროს დაგვედო ვალები ტოო
Emi
10 ოქტომბერი 2019 16:10
7
ყველგან და ყველაფერში რომ უსამართლობა და შერჩევითი სამართალია იმიტომ ვართ ესეთ დღეში,რაც ჩაჩავამ ჩაიდინა კლუბის წინაშე ამის გამო პასუხი არ უნდა აგოს?მაგრამ რადგან მაფიის წევრია ვინ მოსთხოვს,აბა პასუხს შერჩება ყველაფერი ხახვივით.
ავთო
08 ნოემბერი 2019 16:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული