"ტორპედო": კობიაშვილის მხრიდან იყო ფინანსური დახმარება, რითაც ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი დაურიგდათ, მაგრამ...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" "ფეისბუქზე" კლუბში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადება გაავრცელა.

კლუბის წერს, რომ მათ მხარში უდგანან ფეხბურთის ფედერაცია და სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. გთავაზობთ კლუბის განცხადებას უცვლელად:

"კლუბში შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს.

"ტორპედოში" ფინანსურმა პრობლემამ თავი თვეების წინ იჩინა, რის გამოც ფეხბურთელთა დიდმა ნაწილმა კლუბი დატოვა. მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები, გუნდმა გააგრძელა ჩემპიონატში ასპარეზობა. მიუხედავად არაერთი პრობლემისა, ყოველთვის თავის ინტერესზე მაღლა გულშემატკივრისას აყენებდა... დრო გადიოდა, პრობლემები - რჩებოდა!

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის
ფედერაცია აქტიურადაა ჩართული "ტორპედოს" ყოველდღიურობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლუბი დღემდე კერძო მფლობელობაშია და ფეხბურთის ფედერაცია არაა ვალდებული, ფინანსურად დაგვეხმაროს, მათგან "ტორპედო" დახმარებას ყოველდღე გრძნობს.

თამაშიდან თამაშამდე, იქნება ეს ტრანსპორტირება, სასტუმროში დაბინავება თუ სხვა, სფფ "ტორპედოს" ეხმარება. გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მხრიდან იყო ფინანსური დახმარებაც, რითაც ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი დაურიგდათ, მაგრამ... არაა ფეხბურთის ფედერაცია ის, ვინც "ტორპედო" მთელი წელი უნდა აფინანსოს და ეს კარგად გვესმის!

დღეს კლუბი ახალი ინვესტორის ძიებაშია. ინვესტორის ძიების პროცესში აქტიურადაა ჩართული ქუთაისის მერია. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში მოიძებნება ადამიანი, ვისაც ფეხბურთი უყვარს და "ტორპედოს" ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს. სხვა შემთხვევაში, არათუ წარმატება, არამედ არსებობაც წარმოუდგენელია...!", - წერია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
შავბნელმა ღრუბლებმა დიდი ხანია მოიყარა ტორპედოს თავზე მე გავრისკავ და ვიტყვი ეს ნაწილობრივ მიზანმინართული ქმედებას უფრო გავს ვიდრე ერთი თაღლითი ინვესტორის მთლიანობაში განაფუჭებ საქმეს რომელმაც კლუბი კატასტროფის წინაშე დააყენა ყველაზე დაუფასებელი ქალაქი და კლუბი პლანეტაზე ალბათ რამოდენიმე იქნება და მათ შორის უდაოდ არის ტორპედო ქუთაისი ფაქტია ეს კლუბი როდესაც ძლიერდება და რაც შარშან იყო და ერთი თავით რომ აღემატებოდა თუ კიდევ მეტით არა ლიგაში დანნარჩენ კლუბებს და ვფიქრობ დამოუკიდებელ საქართველოს პირობებში ასეთი ძლიერი დაბალანსებული შემადგენლობის მქონე კლუბი ქვეყანას არ ყოლია და წელს ევროპალიგის ჯგუფში შესვლის უმთავრესი კანდიდატი ყოველგვარი გადამეტების გარეშე იყო უცებ ბრახ და ვიგებთ გუნდი იშლება ეს ბევრს არ აწყობს ძლიერი ტორპედო და ბევრი ორგანულად ვერ იტანს ამ კლუბს განსაკუთრებით დედაქალაქში და მიზეზმა იპოვა გამოსავალი და ვუყურებთ ამ საცოდაობას როგორც დამდგარ აქტს რაც ეხლა ტორპედოს თავს ხდება ალბათ გულშემატკივრებიც ვერ გამოდგენ ისეთი რადიკალურები რომ თავის თავზე გადახტომა მოეხერხებინათ და მათი საყვარელი კლუბის მიმართ ერთი შეხედვიდ დაუშვებელი მაგრამ საჭირო ქმედება ჩაედინათ ყველაფერმა მოიყარა თავი და შედრგსაც ვხედავთ რომელსაც პირობას ვდებ ამ გუნდის დაშლა და ქვედა ლიგებში იძულებით გადაყვანა ისედაც დაუძლურებულ ქართულ გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანს და მას ფაქტიურად გააბანკროტებს უმაღლესი ლიგა ტორპედოს გარეშე იგივეა არგენტის ჩემპიონატი რივერის ან ბოკას გარეშე
Dionis
16:56 10-10-2019
10
nagdad ar mexumreba bichebo, chemi chempionta liga da saertos pegburti ickeba torpedoti da mtavrdeba torpedoti, ase rom ranairat davcer amas arcebiti mnichvneloba naklebat akvs mtavaria axla kutaischi pegburti ar mokvdes.
KUTAISELI
16:26 10-10-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული