ღირსეული საქციელი - ბათუმის "დინამოს" კაპიტანმა ვიცე ჩემპიონის მედალი უსინათლო ფანს გადასცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო/ვიდეო: facebook.com/DinamoBatumi1923
ბათუმის "დინამოს" კაპიტანმა ვაკო თევდორაძემ საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის ვიცე-ჩემპიონის ვერცხლის მედალი კლუბის უსინათლო ფან ზაალ დევაძეს გადასცა.

ბათუმის "დინამოს" ფეისბუქ გვერდის მიხედვით ზაალ დევაძე აჭარული კლუბის ყველა შეხვედრას დაესწრო და მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი დაინახა, ყველა ეპიზოდი იგრძნო.

მსგავსი ფაქტები, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ხდება ქართულ ფეხბურთში და ალბათ, კარგი იქნება თუ ბათუმელებს სხვა გუნდებიც მიბაძავენ და უფრო მეტად დაუახლოვდებიან საკუთარ გულშემატკივრებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მაგარი საქციელია. ეს უსინათლო ფანი კიდე ცალკე აღნიშვნის ღირსია. ასე ეყრება ნამდვილად კარგი გუნდის მშენებლობას საფუძველი და მე როგრიც თბილისის დინამოს გულშემატკივარი წამატებას უსურვებ ბათუმის დინამოს ამ მშენებლობის პროცესში, ჩვენი ჩემპიონატისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი ბათუმის დინამოს და ქუთაისის ტორპედოს არსებობა სხვანაირად არ გამოვა არაფერი.
გიონატ
13:08 06-12-2019
0
ყველაფერი შესანიშნავია, მაგრამ ბათუმის დინამოს ნაცვლად ხომ შესაძლებელია ბათუმი ერქვას გუნდს ამ ლამაზი ქალაქის ლამაზი სახელი.
შაკო
21:59 06-12-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული