ხელის მოწერა დარჩა - კახა ჩხეტიანი ორშაბათიდან "დინამოს" ჩაიბარებს

AutoSharing Option
სამ წლიანი მუშაობის შემდეგ კახა ჩხეტიანმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა. მიუხედავად იმისა რომ ჩხეტიანს ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ "ტორპედოში" სიტუაცია შეიცვლებოდა და შეძლებდა გუნდის კვლავ გაძღოლას, ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ჩვენი ინფორმაციით გადაწყვეტილი ამბავია, რომ კახა ჩხეტიანი თბილისის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას, რადგან ორივე მხარე თანამშრომლობაზე თანახმაა და ხელის მოწერაღა დარჩა. კლუბი კი დიდი ალბათობით კახა ჩხეტიანს ორშაბათს პრესკონფერენციაზე წარადგენს.

ამავდროულად "ტორპედოდან" "დინამოში" შეიძლება მეკარე როინ კვასხვაძეც გადავიდეს.

კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით "ტორპედომ" საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო. ამავდროულად იმერულმა კლუბმა
ევროპა ლიგის პლეი ოფში ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ნამდვილად კარგი მწვრთნელი და რაც ყველაზე მთავარია კარგი ადამიანი.
წარმატებები ბატონ კახის.
ქობულეთელი
21 დეკემბერი 2019 12:25
1
ჩხეტიანი საქართველოს კვალობაზე კარგი მწვრთნელია მაგრამ, ფიფასთან შანსი აქ 0! მაგ კაცს აინტერესებს ფულის კეთება , 250 000-350 000 ევროდ გაყიდოს თუკი ვინმე გაიფაფხურებს გუნდში, ეს ფასი თანამედროვე ფეხბურთში ყველამ ვიცით რო წიწილების ფასია.// თბილისში ხალხის მისვლას რაც შეეხება, ამ ყველაფრის შემყურე , არანაირი სურვილი აღარ აქ ხალხს, მანამ სანამ მართლა არ გამოჩნდა რეალურად რო გუნდი ფეხბურთს თამაშობს!!! ერთადერთი ფეხბურთის ყურების სურვილის ჟინს ხალხი ნაკრების თამაშზე იკლავს,/ რეგინრბში დღესდღეობით ძალიან დაბალი დონის ცხოვრებაა, არაფერი გასართობი და სამუშაო არააა, და ამიტომ როცა სხვა არაფერია , რა უნდა ქნას ხალხმა? 500-700 ადგილიბრივი თუ მივა თავის გუნდის საგულშემატკივროდ , უმეტეს შემთხვევაში არცკი, ეს კიდე არაფერია ფეხბურთისთვის. ( მომავალი წლიდან ახალი სტადიონები დაემატებაა და იმედია ეს მაინც შეძენს ჩვენს ჩემპიონატს რაიმე ხიბლს)
Vasili
21 დეკემბერი 2019 16:43
3
კარგი ვარიანტი ქართველი მწვრთნელებიდან ჩხეტიანი. რახან კახა გადაწყვიტეს ალბათ აქცენტი უფრო ტექნიკურ შემტევ ფეხბურთზე გაკეთდება. წარმატებას ვუსურვებ დინამოს ჩემპიონატშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც.
გურამი
21 დეკემბერი 2019 16:05
0
JER ERTI REGIONI ARAA KUTAISI , MASE TU MOUDGEBIT SAKMES, UZVELESI KALAKIA SAKARTVELOCHI, TBILISI XRIOKI IKO KUTAISCHI RO CXOVREBA DUGDA, MERE MEORE GASARTOBI ARAAO DA IMITO DADIANO STADIONZEO, ESEC TKUILIA, KUTAISCHI GVIKVARS PEGBURTI DA KALAKIS GUNDI KUTAISIS SAXEA, DA VBALECHIKOBT ROGORC CHEGVIZLIA 5OO KACI KIARA 5000 NAKLEBI ARASDROS DADIS, MENANEBA CHXETIANI DINAMOSTVIS, AREKNEBA DAPASEBA , DA RAC KVELAZE CUDIA UGULCHEMATKIVROD MOUCEVS TAMACHI, DA KIDEV TBILISIS DINAMOS CARMATEBEBS MARTO TBILISLEBS NU MIACERT, IS DINAMO SAKARTVELOS NAKREBI IKO DA ZUSTAD REGIONEBIDAN DA SXVADASXVA KALAKEBIDAN CHEKREBILI PEGBURTELEBI TAMACHOBDEN, AM PIPIAS VER ITANT, TIPI KVELAPERZE MIDIS DINAMO CHEMPIONI GAXADOS, BINZUR SAKMESAC AKETEBS, MSAJEBI MISIA, PEGBURTELEBS XELPASEBS AR UGVIANEBS DA MAINC AGINEBT, MASETI STABILURI SPONSORI TORPEDOS RO KOLODA MAKSIMUM EVROPALIGAS ITAMACHEBDA , MAGRAM AR GVACLIAN, GVEBRZVIAN, TAN VER GVCIRAVEN BOLOMDE, KVASXVAZEC MIGKAVT, ERTERTI SAUKETESO MEKARE , SAUKETESO MCVRTNELI, KUTAISS ARAPELI, ITALIAO IZAXIAN DA TVALIT ARAVIS UNAXIA, ASE RO NU CUCUNEBT TBILISLEBI , MAGAR GUNDS DAAKENEBS CHXETO, MARTALIA 6 7 TORPEDOELIS ATANA MOGICEVT MARA CHEDEGEBI GEKNEBAT, DAAPASET CHXETIANI, CHISKO GADAMTIELS MAINC AJOBEBS,
KUTAISELI
21 დეკემბერი 2019 19:19
9
არაფერი არაა ცუდი იმაში რომ ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებს დინამო ზრდის დაყიდის ევროპაში იგივე ჩაკვეტაძე კიტეიშვილი ლობჟანიძე კვარაცხელია დავითაშვილი და ხვები კიდე ამ დინამო აკადემიამ გაზარდა რომან ფიფიას აკადემიამ გამოზარდა დღეს რომ ვხედავთ ამ ბიჭებში რაღაც იმედს და მომავალს დინამოს დამსახურებაა და რაც მეტი ქართველი გამოჩნდება და წავა ევროპაში მით უკეთესი რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს ჩვენს ჩემპიონატში სანამ არ გამოჩნდებიან ინვესტორები რომლებიც გუნდებში ჩადებენ ფულს და ყველა გუნდს არ ექნება 5-10 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტი იქამდე დონე ვერ აიწევს ვერანაირად და ვინც არ მიდის და რჩება აქ ბერდება და ვერაფერს ვერ აღწევს კარიერაში ფეხბურთიში კი 30 წლის მერე ბებერი ხარ და იქამდე უნდა მოასწრო და მიაჰწიო რამეს. ნიჭიერი ფეხბურთელი ამ საქართველოს ჩემპიონატში ვერ გაიზდება პირიქით მოუკლებს.
გიორგი
21 დეკემბერი 2019 21:14
1
არა! რას ამბობ! ლიჩნად ერთი სეპარატისტისთვის დინამო უკანასკნელი გუნდია! აპაა! ასეა ეს!
!!!!
22 დეკემბერი 2019 11:18
0
ქუთაისის ტორპედოს უბედურება არის მისი არაკეთილ სინდისიერი კორუმპირებული მფლობელების ბრალი, რომლებმაც თანხები კლუბის განვითარებას კიარ მოახმარეს წაიღეს სახლში უეფამ შარშან 7-8 მილიონი ლარი ტორპედოს ევროტურნიერების შემდეგ პლიუს ფედერაცის დახმარება და ეს თანხა სრულიად საკმარისი იყოო 1-2 წლის განმავლობაში ფეხბურთელების ხელფასების და დავალიანებების დასაფარად და კიდევ სხვა ღონისძიებებისთვის მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა და ამაში არც ფედერაცია დამნაშავე და არც ქუთაისი. ფედერაცის მოვალება არ არის კლუბების შენახვა ყველა კლუბს ჰყავს მესაკუთრე დღეს თითქლის ყველა კლუბი არის კერძო საკუთრება სადაც თანხები მიაქვს მესაკუთრეს რომლის პროფესიონალიზმზე კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული კლუბის წამრატება.
გიორგი
21 დეკემბერი 2019 21:23
0
ჰხეტიანი ტვარა ჰიტცპელდმა ჰაიბარა დინამო ვაი ტკვენ პატრონს
LEKSO KUTAISI
21 დეკემბერი 2019 11:27
11
კეთილი და იღბლიანი იყოს შენი ჩამობრძანება კახა! იმედია ქუთათურები არ გვიწყენენ.
თბილისი
22 დეკემბერი 2019 13:43
0
მე კი მეგონა დინამო გაძლიერდებოდა და ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გააღწევდა,ეხლა რა გამოდის,ჩხეტიანი ჩისკოს შტაბის ნაცვლად და კვასხვაძე პერალესის ნაცვლად და კიდევ დოლიძე,სერიოზული გაძლიერებაა ვერაფერს იტყვი,განსაკუთრებით ჩხეტიანი.
me
22 დეკემბერი 2019 18:07
3
სანდო წყაროსგან გავიგე, რომ ფიფიას და ჩაჩავას ქვეყნის გარეთ რაღაც საერთო ბიზნესი აკავშირებთ. იქნებ ჟურნალისტებმა შეძლოთ და გაიგოთ მართალია ეს თუ არა. თუ სიმართლეა - მაშინ შესაძლოა რაღაც ბინძურ გარიგებასთან გვქონდეს საქმე!
ბასკი
22 დეკემბერი 2019 15:38
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული