ხელის მოწერა დარჩა - კახა ჩხეტიანი ორშაბათიდან "დინამოს" ჩაიბარებს

AutoSharing Option
სამ წლიანი მუშაობის შემდეგ კახა ჩხეტიანმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა. მიუხედავად იმისა რომ ჩხეტიანს ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ "ტორპედოში" სიტუაცია შეიცვლებოდა და შეძლებდა გუნდის კვლავ გაძღოლას, ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ჩვენი ინფორმაციით გადაწყვეტილი ამბავია, რომ კახა ჩხეტიანი თბილისის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას, რადგან ორივე მხარე თანამშრომლობაზე თანახმაა და ხელის მოწერაღა დარჩა. კლუბი კი დიდი ალბათობით კახა ჩხეტიანს ორშაბათს პრესკონფერენციაზე წარადგენს.

ამავდროულად "ტორპედოდან" "დინამოში" შეიძლება მეკარე როინ კვასხვაძეც გადავიდეს.

კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით "ტორპედომ" საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო. ამავდროულად იმერულმა კლუბმა
ევროპა ლიგის პლეი ოფში ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
კახა მაგარი კაცია მაგრამ დინამოში თბილისელები ჯობია დამიჯერეთ რა
Bugha
21 დეკემბერი 2019 15:04
10
ბიჯო რა მიკვირს მცვრტნელები ამ პეხბურტელებს სადაც ცავლიან კველგან რა დაკავტ ცოლია ტუ რა კვასხვადზე ლოტი ვის რაჰი ჰირდება მალადეც დინამო ასე გინდა ცარმატებას მიაგციო
kutaisi
21 დეკემბერი 2019 11:30
7
ეტყობა უფლის ნება იყო შენი ტორპედოდან წასვლაც
სახიჩარი
21 დეკემბერი 2019 22:35
4

სიახლეები პოპულარული