ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

რამდენი მლნ ლარი მიიღეს ქართულმა კლუბებმა ფონდისგან 2019 წელს - ორგანიზაცია ანგარიშს აქვეყნებს

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი "ფეისბუქზე" 2019 წელს კლუბების დაფინანსების ანგარიშს აქვეყნებს.

2019 წლის განმავლობაში ფონდმა საქართველოში 78 საფეხბურთო კლუბი საერთო ჯამში 33 969 200 ლარით დააფინანსა. აქედან 19 128 525 ლარი ეროვნული ლიგის 10-მა კლუბმა მიიღო, ეროვნული ლიგა 2-ის 10 კლუბი 8 232 385 ლარით დაფინანსდა, ეროვნული ლიგა 3-ის 10-მა კლუბმა 2 923 827 ლარი, ხოლო ეროვნული ლიგა 4-ის 10-მა კლუბმა 1 823 470 ლარი მიიღო. რეგიონალური ლიგის 38-ე კლუბს 1 860 992 ლარი ერგო.

Sportall.Ge

ამასთან ერთად, ფონდმა ლიგების მიხედვით
დაფინანსების დეტალური ანგარიში წარადგინა, რასაც ფოტოების მეშვეობით ქვემოთ გთავაზობთ.

სანამ ფოტოების დათვალიერებაზე გადახვალთ, გეტყვით, რომ ეროვნული ლიგის 2019 წლის ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" ყველაზე მეტი, 3 062 988 ლარი მიიღო.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ