ვინ რამდენს იხდის? - როგორია საშუალო ხელფასი საქართველოს ჩემპიონატში

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა "ფეისბუქზე" ძალიან საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.

კერძოდ კი, 2017 წლის კლუბების საბაზისო დაფინანსების სახელფასო კომპონენტის კვლევა, სადაც ნათლად ასახულია კლუბების სახელფასო პოლიტიკა (ფონდიდან გაცემული სახსრების მიხედვით).

ფონდმა ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მონაცემები გამოაქვეყნა.

დავიწყოთ ეროვნული ლიგით.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ეროვნული ლიგის ყველა კლუბის 342 ფეხბურთელიდან 3000 ლარზე მეტი ხელფასი 85 ფეხბურთელს ჰქონდა. დანარჩენი იხილეთ პირველ ფოტოზე.

გამოსარჩევი ფაქტია, რომ ეროვნულ ლიგაში საშუალოდ ყველაზე მაღალი ხელფასი, 2 925 ლარი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს ჰქონდათ, თუმცა მათ
ეროვნულ ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნეს და პლეი-ოფების მატჩებში დამარცხდნენ. ახლა ეროვნულ ლიგა 2-ში გამოდიან.

ბათუმის "დინამოს" 14 ფეხბურთელი 2017 წელს ხელფასის სახით 3 000 ლარზე მეტს იღებდა. ეს მაჩვენებელიც ყველაზე დიდია. 3000 ლარზე მეტ ხელფასს, როგორც სურათზე ხედავთ, სხვა კლუბებში უფრო ნაკლები ფეხბურთელი იღებდა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "საბურთალოს" საშუალოდ ყველაზე დაბალი ხელფასები აქვს, მაგრამ 2017 წელს სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი დაიკავა.

შეიძლება ცოტა სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ 2017 წელს ეროვნული ლიგის ფეხბურთელების 36 პროცენტს ხელფასი 900 ლარზე ნაკლები ჰქონდა.

საერთო ჯამში კი, ეროვნულ ლიგაში 2017 წელს საშუალო ხელფასი 2 306 ლარი იყო. არ დავიწყებთ იმაზე მსჯელობას, ცოტაა ეს თუ ბევრი, რადგან ამაზე ბევრი ფაქტორი მეტყველებს.

ამ მონაცემებმა ერთი რამ გვიჩვენა: თუ ერთი კლუბი დაბალი სახელფასო ბიუჯეტით მე-4 ადგილს იკავებს, რატომ არ შეუძლია თუნდაც იგივე ბათუმის "დინამოს" უკეთესი შედეგის დადება, როცა მისი სახელფასო ბიუჯეტი ლამის ორჯერ მეტია? პასუხი მენეჯმენტის პრობლემაა, ასევე, ფულის არასწორი ხარჯვა, სელექციის ხარვეზი, სიტუაციის არასწორი შეფასება და ა.შ.

ახლა გადავიდეთ ლიგა 2-ზე.

Sportall.Ge

ეროვნულ ლიგა 2-ში ხელფასები 236 ფეხბურთელზე გაიცა. რა თქმა უნდა, მეორე ლიგაში ხელფასები უფრო დაბალია, უფრო სწორად, ძალიან დაბალია. 33 ფეხბურთელი სულაც 500 ლარზე ნაკლებს იღებდა.

"რუსთავი", რომელიც ამჟამად ეროვნულ ლიგაში ასპარეზობს, ყველაზე დაბალანსებული კლუბის შთაბეჭდილებას ტოვებს, რამაც პრინციპში, გაამართლა კიდეც.

"სიონი" ერთ-ერთია, რომელსაც საშუალოდ ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდა 2017 წელს, მაგრამ ბოლნისელები დღეს ეროვნულ ლიგაში არიან.

საერთოდ, მეორე ლიგაში ხელფასები ძირითადად, მსგავსია.
მკითხველის კომენტარები / 11 /
საშუალო ხელფასი 900 ლარი,როცა ორიგინალი ბუცი 800 ლარამდე ღირს და წელიწადში მინიმუმ 3 წყვილი ჭირდება ფეხბურთელს,ამას მიუმაოთ ის რომ 10 თვიანი კონტრაქტებია პრო-2 და ლიგა-3 ში.რა ქნას ახალგაზრდა ფებურთელმა ჭამა-სმა და ოჯახი რომ ყავს სარჩენი?ვიტამინიზაციაზე აღარ ვამბობ არაფერს.
ავაზა
14:37 31-03-2018
0
დინამო, საბურთალო, სამტრედია, ლოკომოტივში ბევრს აქვს ანაზღაურება 500 ლარზე დაბალი, ეს ალბათ იმითაა გამოწვეულ, რომ თავიანთი სკოლის აღზრდილებს აწინაურებენ ძირითად გუნდში და ამასთანავე სახელფასო სტიმულსაც აძლევენ, რაც ჩემოს აზრით მოსასალმებელია. რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდას უნდა მიეცეს სათამაშო დრო და სხვა კლუბებმაც გააძლიერონ თავიანთი სკოლები და აკადემიები.
Dave
14:56 07-03-2018
1

სიახლეები პოპულარული