ფოტო: gff.ge
ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის "ფეისბუქგვერდმა" 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
ფონდმა კლუბებისთვის საბაზისო და სტიმულირების კალათიდან გადარიცხული თანხების, 2018 წელს გამომუშავებული საპრემიო და საპრიზო თანხების და ასევე სხვა განხორციელებული და დაფინანსებული პროექტების ანგარიში წარადგინა.
ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ეროვნული ლიგის კლუბების ხარჯვისა და მიღებული თანხის განხილვა, ახლა კი ფონდის მიერ საგანმანათლებლო პროექტებისა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილ თანხას შევეხოთ.
ამისთვის ფონდმა 2 496 804 ლარი
გამოჰყო.
საგანმანათლებლო პროექტებზე, საერთო ჯამში, 62 763 ლარი დაიხარჯა, რომელიც შეიცავდა მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსს (A ლიცენზიის კურსი), A და B ლიცენზიის მქონე სპეციალისტების გადამზადებას (A-B-C ლიცენზიის REFRESH კურსი), მოედნის მომვლელთა გადამზადების კურსს (GREENKEEPRE) და ექიმების გადამზადების მოდულს, რომელიც შეიცავდა სასწავლო კურსს საფეხბურთო პრაქტიკაში გადაუდებელი სიტუაციების მართვის შესახებ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2 კლუბების ექიმებისთვის.
მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის კი 2 434 041 ლარი დაიხარჯა. ზემოთ ნაჩვენებ ფოტოზე ნათლად არის ასახული, კონკრეტულად რაში დაიხარჯა თანხები.
მოყვარულთა ლიგა
მთელი საქართველოს მაშტაბით, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ჩემპიონატი მოყვარულ ფეხბურთელთა შორის, რომელშიც მონაწილეობა 400-ზე მეტი გუნდის 8000-დე ფეხბურთელმა მიიღო.
მთელი საქართველოს მაშტაბით, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ჩემპიონატი მოყვარულ ფეხბურთელთა შორის, რომელშიც მონაწილეობა 400-ზე მეტი გუნდის 8000-დე ფეხბურთელმა მიიღო.
საფეხბურთო სკოლების ტექნიკური მხარდაჭერა
97 საფეხბურთო სკოლამ მიიღო თანხა ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის მიხედვით. პროექტი მიზნად ისახავს არსებულ სკოლებში მატერიალური ბაზის განახლებას.
97 საფეხბურთო სკოლამ მიიღო თანხა ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის მიხედვით. პროექტი მიზნად ისახავს არსებულ სკოლებში მატერიალური ბაზის განახლებას.
ქალთა ფეხბურთი
2018 წელს ეროვნულ ჩემპიონატში ქალთა ფეხბურთში მონაწილე 10-ვე კლუბის ტექნიკური მხარდაჭერა მოხდა.
2018 წელს ეროვნულ ჩემპიონატში ქალთა ფეხბურთში მონაწილე 10-ვე კლუბის ტექნიკური მხარდაჭერა მოხდა.
U10-U12 რეგიონალური ტურნირი
მთელი საქართველოს მასშტაბით, 13 რეგიონალური ფედერაციის და ასევე თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. აღნიშნულ ტურნირში 2500-დე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.
მთელი საქართველოს მასშტაბით, 13 რეგიონალური ფედერაციის და ასევე თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. აღნიშნულ ტურნირში 2500-დე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.
U13-U14 რეგიონალური რეგულარული ტურნირი
6 თვის განმავლობაში მიმდინარე ტურნირი აღნიშნულ ასაკობრივ გუნდებს შორის რეგიონალურ ნაკრებებს შორის მიმდინარეობდა.
6 თვის განმავლობაში მიმდინარე ტურნირი აღნიშნულ ასაკობრივ გუნდებს შორის რეგიონალურ ნაკრებებს შორის მიმდინარეობდა.
ფუტსალი
ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატი საქართველოში, რომლის ტექნიკურ მხარდაჭერასაც ფონდი უზრუნველყოფს.
ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატი საქართველოში, რომლის ტექნიკურ მხარდაჭერასაც ფონდი უზრუნველყოფს.
ქვიშის (პლაჟის) ფეხბურთი
ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში.
ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში.
საფეხბურთო კლუბების ტექნიკური მხარდაჭერა
ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში მონაწილე 20-ვე გუნდს პოლარის სისტემა და 2018 წლის ლიცენზია სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცათ.
"ინტერისა" და "იუვენტუსის" კემპი
თითოკვირიან კემპში, რომელშიც სხვადასხვა ასაკის 200-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილება, ფონდის მხრიდან ტექნიკური მხარდაჭერის სახით დაფინანსდა.
თითოკვირიან კემპში, რომელშიც სხვადასხვა ასაკის 200-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილება, ფონდის მხრიდან ტექნიკური მხარდაჭერის სახით დაფინანსდა.
გულშემატკივართა მხარდაჭერის პროექტი
თანხა განსაზღვრული და განკუთვნილი იყო ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების გულშემატკივრებისთვის, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ, კლუბის გასვლით მატჩზე თან გაჰყოლოდნენ კლუბს.
ყველა პროექტს დადებითად ვაფასებთ და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში საგანმანათლებლო ნაწილში დაფინანსება გაიზრდება, რადგან ქართულ ფეხბურთს ყველაზე მეტად სწორედ მცოდნე და პროფესიონალი კადრები სჭირდება.