თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მეორე მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" მეორე საკონტროლო მატჩში ბულგარეთის "არდასთან" 2:3 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ბულგარელებმა 1:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ 3:0 დაწინაურდნენ, ბოლოს კი საქართველოს ჩემპიონმა 2 გოლი გაიტანა - ახვლედიანმა და ბაბუნაძემ პენლტით. არადა, ჩვენი გუნდი დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა.

"დინამოს" სასტარტო შემადგენლობა: მიგინეიშვილი, ტრუბოჩკინი, სანდოხაძე, კობოური, იაშვილი, ნინუა, კუცია, ქარდავა, ბუღრიძე, ქიმაძე, კაპანაძე

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: აწყურელი, კალანდაძე, მექვაბიშვილი, ახვლედიანი, პაპავა, ბაბუნაძე, ჯანგიძე, მუჯირი, კუხიანიძე, ზარია, მოისწრაფიშვილი

კვასხვაძემ, ქავთარაძემ, კამარამ, დაფემ და მჭედლიძემ მცირე ტრავმის გამო შეხვედრაში
მონაწილეობა ვერ მიიღეს.

შეგახსენებთ, პირველი ამხანაგური მატჩი "დინამომ" რუმინულ "ვოლუნტართან" 1:3 წააგო, 30 იანვარს კი შეკრების ბოლო შეხვედრას კრაკოვის "ვისლასთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
მილანის ინტერის ნახევარმცველი სად არის?)))))
0
წაიყვანეთ ეგ თქვენი ჩხეტიანი რა მოგცეთ? წაიყვანეთ ძმაო და უკაროთ ტაში.კაცი გაგებაში არ არი მწვრთნელობის და ნახავთ მალე დარწმუნდებით ამაში.ამას აშვეთია ჯობია და ამაშიც დარწმუნდებით.
Jordan Beli
18:19 26-01-2020
1

სიახლეები პოპულარული