ქუთაისის "ტორპედო" გადარჩა - კლუბი იტალიელ ინვესტორს გადაეცა!

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" თავისი "ფეისბუქის" გვერდით მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.

"მაშ ასე, გვინდა გამცნოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ საგა, რომელიც "ტორპედოს" თავზე თითქმის ერთი წელია ტრიალებს, დასრულდა. "ტორპედოს" გულშემატკივრებისათვის ბოლო იმედი ფაბიო მანინის სახით გამართლდა!

როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა. ჩვენი წყარო გვიდასტურებს, რომ ქუთაისის მერიასა და იტალიელ ინვესტორს შორის შეთანხმება შედგა და კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს.

შეთანხმების დეტალები ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, "ტორპედო" დაახლოებით
8 თვეა კრიზისშია. კლუბიდან უკლებლივ ყველა ფეხბურთელი წავიდა (გარდა გრიგოლ დოლიძისა). ამ ხნის განმავლობაში უამრავი ვერსია გავრცელდა იმის შესახებ, როგორ დააღწევდა კლუბი კრიზისს თავს. საუბარი იყო როგორც ჩინელ ინვესტორებზე, რომლებთანაც ბოლო მომენტში ჩაიშალა შეთანხმება, ასევე კლუბის მფლობელობაში გადაცემა ფრანკფურტის "აინტრახტისთვის".

თუმცა, ყველა მოლაპარაკება რაღაც ეტაპზე წყდებოდა და "ტორპედოს" ამბები იქამდე მივიდა, რომ თუ ინვესტორი არ მივიდოდა 2020 წლის 27 იანვარს და არ გადაიხდიდა კლუბზე დაკისრებულ ვალს, რომელიც 2 მილიონს აჭარბებს, გუნდი გაცილებით დაბალ ლიგაში დაქვეითდებოდა.

და აი, დადგა ეს დღეც, დღე, როცა "ტორპედოსთვის" ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა და კლუბი შენარჩუნდა!", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო" Sportery.Ge-ს ექსკლუზიურ მასალაზე დაყრდნობით.

მკითხველის კომენტარები / 42 /
ფანკლუბის განცხადება? ღმერთმა ქნას ასე იყოს! იმედია საიტი ოფიციალურ ინფორმაციასაც დადებს. მთავარია, ვალები თუ დაფარა. წარმატებები ტორპედოს! ნამდვილად მთელ საფეხბურთო სამყაროს გაეხარდება.
alexandre
28 იანვარი 2020 09:25
2
გადარჩა ეგეც ბარსა არა მყავდეს. ჩემპიონთა ლიგას კიდეც მოიგებს. ხო გადაჩა,გემუდარებით წაიყვანეთ უკან ჩხეტიანი თავის ელვა,სეტყვა,მეხი და ჭექ ქუხილით. გთხოვთ.
გადარჩა
28 იანვარი 2020 10:40
12
ოჰ შენც არმყავდე რეალის ფანი, არაფერში არ გვჭირდებიან ეგენი აწი და გმერთმა ნუქნას როელიმე მომავალში ტორპედოში ვნახო
ajp
28 იანვარი 2020 13:00
3
ვინაა „აგი“ და „აგია“ იგი...
G.l.
28 იანვარი 2020 06:34
3
შავი დროშა მგონი არ უნდა იყოს კარგი, ხომ არ შეცვლიდით? გოგი გვახარია არ მოგვიწონებდა
gio Jun
28 იანვარი 2020 12:38
1
მორიგი ბლეფი. სამ თვეში ნახავთ რა "ინვესტორიცაა"
ვაჟა ზაზაევიჩი
28 იანვარი 2020 11:10
3
ვულოცავ ქუთაისის ტორპედოს და ქუთაისელებს, აგრეთვე ყველას ვისაც ქართულ ფეხბურთზე გული შესტკივა. მადლობა, ამ ინფორმაციის გამავრცელებელს, მაგრამ ოფიციალური პირები, რატომ არ წერენ, განა არ იციან როგორი დიდი საზოგადოებრივი ინტერესია ამ საკითხისადმი?
გიზოგ
28 იანვარი 2020 10:28
3
ვიცი, ვიცი. მალე დაწერთ, ისევ ტყუილი გამოდგაო.
zurab
28 იანვარი 2020 10:12
9
იწინასწარმეტყველე და ახდა :(
თფუი მერიას და ფედერაციას
28 იანვარი 2020 15:33
1
უბრრალო,მართლა გამრჯე ხალხზე ბრძენი ვერცერთი ანაზღაურებადი ანალიტიკოსი,პოლიტოლოგი თუ სახელმწიფო მოხელენი, ამ "უბრალო ხალხის" მსახურნი, ვერას დროს, ახლოსაც ვერ მოვლენ. ვინ არიან, რა არიან? ეს ინვესტორები! დაისვა კითხვა ის კი არა ჩვენი ვაი ანალიტიკოსები დღემდე ვერ გარკვეულან ვის ინტერესებში "მოქმედებენ* და ვისი ფინსნსური ფრთაა ზეგავლენის შესაქმნელად, სხვა და სხვა ქვეყნებში ეგრრეთწოდებული ვითომ ოლიგარრქები აბრამოვიჩები,ვექსელბერგები, პროხოროვები, ალექპეროვები.... ჩელსების ,ბრუკლინ ნეთსების,არსენალების, გენტების და სხვა ძვირად ღირებული კლასტერების, გუნდების ,სტრუქტრიანად, ვითომ მფლობელები. და ვინ არის ნამვილი მფლობელი, ვისი საგარეო სამსახირები "მოღვაწეობენ" და ვის მიერ არიან დანიშნული ვითომ მწვრთნელები სლუცკები .... და სხვა " ფეხბურთის პროფესიონალები" ...და სხვის წისქვილზე რომ ასხავენ წყალს ,ჩვენი, ვითომ სელექცონერები - მენეჯერ- ბოზნესმენები,მათთვის გადმოგდებული მცირედის საფასურად და მათსავე სათაგურში თავამოსაყოფად შეგნებულად თუ შეუგნებლად. და ერთი და იგივე გუნდებში რომ მიდიან ქართველი ნიჭიერი ბიჭები, იშვიათი გამონაკლისებით. შემდგომში რიგით სპორტმენებად დაქვეითებულები.... ერთის სიტყვით ორიოდე ჭუჭყიანი კაპიკის შოვნიზა... ქვეყნის ინტერესბს ფეხქვეშ თელავენ ?ზოგზოგნი ..ხალხის სულ ერთ ადბილზე, ნუთუ მართლა არ გვესმის?.. ან ა გვესმის ან ...!ეე ჟურნალისტებო? ქართველნო ვინ ვართ და რა გვსურს ჩვენი მომავალი თაობებისთვის?....
კამფუსიდან
28 იანვარი 2020 13:18
6
ჩაჩავას და ბევრი სხვის შემხედვარე სიხარული ნაადრევად მიმაჩნია თუმცა რო დარჩა ეროვნულ ლიგაში მაინც კარგია ვნახოთ აღდგომა და ხვალეო
კაპიტანი
28 იანვარი 2020 12:39
3
აი უკვე 11:30-ია. ოფიციალური განცხადება სადაა? ფედერაციაში დარეკეთ? თვითონ ტორპედოს ოფიციალური წარმომადგენლების ან მერიის განცხადება სადაა? ბლეფი არ იყოს :(((
alexandre
28 იანვარი 2020 11:29
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული