ქუთაისის "ტორპედო" გადარჩა - კლუბი იტალიელ ინვესტორს გადაეცა!

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" თავისი "ფეისბუქის" გვერდით მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.

"მაშ ასე, გვინდა გამცნოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ საგა, რომელიც "ტორპედოს" თავზე თითქმის ერთი წელია ტრიალებს, დასრულდა. "ტორპედოს" გულშემატკივრებისათვის ბოლო იმედი ფაბიო მანინის სახით გამართლდა!

როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა. ჩვენი წყარო გვიდასტურებს, რომ ქუთაისის მერიასა და იტალიელ ინვესტორს შორის შეთანხმება შედგა და კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს.

შეთანხმების დეტალები ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, "ტორპედო" დაახლოებით
8 თვეა კრიზისშია. კლუბიდან უკლებლივ ყველა ფეხბურთელი წავიდა (გარდა გრიგოლ დოლიძისა). ამ ხნის განმავლობაში უამრავი ვერსია გავრცელდა იმის შესახებ, როგორ დააღწევდა კლუბი კრიზისს თავს. საუბარი იყო როგორც ჩინელ ინვესტორებზე, რომლებთანაც ბოლო მომენტში ჩაიშალა შეთანხმება, ასევე კლუბის მფლობელობაში გადაცემა ფრანკფურტის "აინტრახტისთვის".

თუმცა, ყველა მოლაპარაკება რაღაც ეტაპზე წყდებოდა და "ტორპედოს" ამბები იქამდე მივიდა, რომ თუ ინვესტორი არ მივიდოდა 2020 წლის 27 იანვარს და არ გადაიხდიდა კლუბზე დაკისრებულ ვალს, რომელიც 2 მილიონს აჭარბებს, გუნდი გაცილებით დაბალ ლიგაში დაქვეითდებოდა.

და აი, დადგა ეს დღეც, დღე, როცა "ტორპედოსთვის" ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა და კლუბი შენარჩუნდა!", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო" Sportery.Ge-ს ექსკლუზიურ მასალაზე დაყრდნობით.

მკითხველის კომენტარები / 42 /
ვინაა აგი ფაბიო მანინი? რას წარმოადგენს? ქუთეისელი მაფიოზი იტალიელმა მაფიოზმა ჩაანაცვლა? ჯერ მაგის გაკეთებული საქმე ვნახოთ და მერე შემოვკრათ დაფდაფებს!
ლუკაია კვაჭი
28 იანვარი 2020 03:32
16
იმედია წარმატებებს მოიტანს
Dato . mogeladze
28 იანვარი 2020 04:20
2
ეს შავი დროშა რაღაა, მეკობრეები არიან თუ ფეხბურთელები.
ლევანი
28 იანვარი 2020 09:23
3
ეს შავი დროშა ბიძია შავი გაგების ხალხი რომ იყო ტორპედოში ადრე, იმათ პატივსაცემად შეღებეს. ის ხალხი ბიძია შავ ტანსაცმელს იცვემდა, შავი მანქანებით გადაადგილდებოდა და შავ საქმეებს აკეთებდა. ქე ამბობდნენ, არ გათეთრდების ყორანიო. ანდა, აბა ყვავებს ვინ დაიჭერს კარგო, გალიაში ბულბულები ზიანო. ჰოდა, აგერ გაათეთრეს ფული და გაქრნენ მაისის თოვლივით. ქე დაუტოვეს ქუთეისელებს შავი დროშა. აიღეთ ახლა აგი შავი დროშა და გაიკეთეთ ერთ ადგილასო, დეიბარეს მაგ შავმა ხალხმა.
ლუკაია კვაჭი
28 იანვარი 2020 11:30
6
გადარჩაო და ეს სამგლოვიარო შავი დროშა კი გამოგიფენიათ.დდდ თუ მეკობრეებმა ჩაიბარა გუნდი? დდდდდდ
Ttt
28 იანვარი 2020 11:29
4
ნუთუ ჟურნალისტებს არ შეეძლოთ ამდენი ხანი მასზე მოეპოვებინათ ინფორმაცია და ეთქვათ ჩვენთვის თუ ვინ არის ეს ბიზნესმენი ?
რა ვიცი , გუგლმა ყველაფერი იცისო და რაღა ფაბიო მანინიზე არის სიმწირე .
მიხაელ
28 იანვარი 2020 11:16
2
ბრუნდება მამრი მამონტი ქართული გუნდების პირადი კავალერი დაე კიდევ ბევრჯერ გაეხარებიოს ჩვენი გულები, ტორპედო არამხოლოდ ქუთაისის არამედ ის ერის სიამაყეა ყველაზე "ეშხიანი" სხვებისგან გამორჩეული კლუბი ქართულ ფეხბურთში, წინ ტორპედო შენ ქუთაისის დიდო გვირგვინო .
Adolfos Akrogenus
28 იანვარი 2020 11:05
8
იმედია ჩაჩავასნაირი "მენეჯერი" არ აღმოჩნდება ბატონი ფაბიო.
ბიკენტი
28 იანვარი 2020 10:08
1
ძლივს კარგი ამბავი გავიგე.

ეგ პიროვნება ცუდი იქნება თუ კარგი იმაზე უარესი ნამდვილად ვერ იქნება რაც დღეს არის ტორპედოში, ამიტომ პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ არის აი იმედი კი გაჩნდა
ზვიადი
28 იანვარი 2020 09:10
2
საწყენი და გასაბრაზებელი ისაა რომ ასეთი იდიოტები ვგონივართ და თან ვართ კიდევაც) ვინ იტალიელი საიდან გაიგო რომ ტორპედო არსებობს, პროსტა ბომჟი იტალიიდან რომ ჩამოიყვანა გაპარსო და გაზმანო სრულიად ერი მიიღებს როგორც მესიას)
Solo
28 იანვარი 2020 08:49
5
ქუთაისის ტორპედო ყოველთვის იყო თბილისის დინამოს, მასასადამე ქართული ფეხბურთის და აქედან გამომდინარე საბჭოთა ნაკრების ერთერთი დამსახურებული სამჭედლო, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს გუნდი არა თუ გადარჩეს, არამედ განვითარდეს და გაძლიერდეს. თბილისის დინამოს №1 უხერხულ მეტოქესთან მოსკოვის დინამოსთან (რომელიც იყო საბჭოთა კავშირის 11 გზის ჩემპიონი, რომელთანაც თბილისის დინამოს ჰქონდა -24 უარყოფითი შედეგი) ქუთაისის ტორპედოს ჰქონდა მხოლოდ -3 უარყოფითი შედეგი. ეს ისე უბრალოდ საფეხბურთო ისტორიიდან. წარმატებები მინდა ვუსურვო ქუთათურებს.
ს17
28 იანვარი 2020 11:28
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული