ქუთაისის "ტორპედო" გადარჩა - კლუბი იტალიელ ინვესტორს გადაეცა!

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" თავისი "ფეისბუქის" გვერდით მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.

"მაშ ასე, გვინდა გამცნოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ საგა, რომელიც "ტორპედოს" თავზე თითქმის ერთი წელია ტრიალებს, დასრულდა. "ტორპედოს" გულშემატკივრებისათვის ბოლო იმედი ფაბიო მანინის სახით გამართლდა!

როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა. ჩვენი წყარო გვიდასტურებს, რომ ქუთაისის მერიასა და იტალიელ ინვესტორს შორის შეთანხმება შედგა და კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს.

შეთანხმების დეტალები ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, "ტორპედო" დაახლოებით
8 თვეა კრიზისშია. კლუბიდან უკლებლივ ყველა ფეხბურთელი წავიდა (გარდა გრიგოლ დოლიძისა). ამ ხნის განმავლობაში უამრავი ვერსია გავრცელდა იმის შესახებ, როგორ დააღწევდა კლუბი კრიზისს თავს. საუბარი იყო როგორც ჩინელ ინვესტორებზე, რომლებთანაც ბოლო მომენტში ჩაიშალა შეთანხმება, ასევე კლუბის მფლობელობაში გადაცემა ფრანკფურტის "აინტრახტისთვის".

თუმცა, ყველა მოლაპარაკება რაღაც ეტაპზე წყდებოდა და "ტორპედოს" ამბები იქამდე მივიდა, რომ თუ ინვესტორი არ მივიდოდა 2020 წლის 27 იანვარს და არ გადაიხდიდა კლუბზე დაკისრებულ ვალს, რომელიც 2 მილიონს აჭარბებს, გუნდი გაცილებით დაბალ ლიგაში დაქვეითდებოდა.

და აი, დადგა ეს დღეც, დღე, როცა "ტორპედოსთვის" ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა და კლუბი შენარჩუნდა!", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო" Sportery.Ge-ს ექსკლუზიურ მასალაზე დაყრდნობით.

მკითხველის კომენტარები / 42 /
შავი დროშა მგონი არ უნდა იყოს კარგი, ხომ არ შეცვლიდით? გოგი გვახარია არ მოგვიწონებდა
gio Jun
28 იანვარი 2020 12:38
1
კარგი ამბავია ნამდვილად,მაგრამ უფრო მეტი ცნობები კარგი იქნებოდა ინვესტორზე. რავიცი 1 წელში ისევ ბანკროტად არ გამოაცხადოს კლუბი. რაც კარგი იქნება მით უკეთესი და ქუთათურები იმსახურებენ კარგ გუნდს.ტორპედოს გარეშე ეროვნული ჩემპიონატი იგივეა,რაც დირიჟორი ჯოხის გარეშე. ამიტომ ინფორმაცია მოიძიეთ იმ ინვესტორზე,რამე არ გვაჭამონ ისევე. არ იფიქროთ,რომ ამ გუნდის ფანი ვარ,მე პირადად საბურთალოს ვქომაგობ,მაგრამ ძლიერი კონკურენციის მომხრე ვარ. წარმატებები ქუთაისს
ზედა მეზობელი
28 იანვარი 2020 12:26
3
მთქმელს გამგონიო.განგაშსატეხი!არაპროფესოინალიზმი სუფევს ქვეყნის მაგვარობაში თქვენს ხელში, უქნარა გულგრილო დილეტანტენო ქვეყანა, ქვეყნის მაგვარობას დაამსგავსეთ.ჟურნალისტიკის არარაობაზთ ვიწყებ უქნარობის , არაფრის კეთების გარჩევა... .მოჯექით უბრალო , დოვლათის შემქმნელ,გამრჯე ხალხის კისრებზე,რაღაცა ფიქსირებული ყოველ კვირეული თანხით უზრუნველყოფილები ვითომ, ხალხისვე გადასახადების მეშვეობით ანაზღურებად ადგილებზე , და ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრის გარეშე, მექანიკურად აგროვებთ ,აბდა უბდა ინფორფაციას მსოფლიოს სხვადასხვა ინფორმაციულ საიტებიდან- სადაც ხელი მიგიწვდებათ -სასურველია მუქთად, დროის მხრივ ყოველთვის დაგვინებით და ანალიზის გარეშე,მკითხველის,მაყურებლის....ქართველი ხალხის ინტერესების იგნორიტებით...ეს ჟურნალისტიკაა ვითომ ქვეყანაში, იგივეა ინჟინერიაში,მედიცინაში,თავდაცბაში,სპორტში ....ყველაფერში !გარჯა არ გსურთ, ვერ ქაჩავთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში არსებულ დღევანდელ დონეს ხალხის ურთიერთ მხარდაჭერისა...უსწავლელობა.სუფევს, მსწავლელთა არ არსებობის გამო ქვეყნის პაროდიად დამსგავსების ზწრაფვით, უგუნურობითა ჩუენითავე! მიზეზი ელემენტალურია...თევზი თავიდან ყროლდება...ნებაყოფლობით ვიმეორებთ საბჭოთა იმპერიის დროს დაპყრობილის ელიტის ხრწნის მეშვეობით დამპყრობის მიერ ,ორცხობილათი და შოლტით, ქვეყნის დეგრადირების ფამაქცეველ გზას. მაშინ დამპყრობი გვაიძულებდა გაქრობას, ფიზიკური ძალით გვსპობდა , ეხლა ნებაყოფლობით ვადგავართ გადაშენებას კნუტის გარეშე და ხმიადის ამარა შერჩენილები? გადაგვარების ,განადგურების გზა ავირჩიეთ? ჩვენივე ხელით.... ნუთუ? ....
ოქსფორდიდან
28 იანვარი 2020 11:56
4
damchviddit bogma torpedos mtrebo, komentarebchic chans ramdens ar gauxarda torpedos kargi ambavi, genacvale zugdidelo komentarchi, chavi drochac chvenia, torpedoc chvenia, da tu gvegirsa umagleschi tamachi, gpirdebit torpedos mocinaagmdegebs jojoxets mogickobt stadionze.
KUTAISELI
28 იანვარი 2020 11:48
11
შენ დალაგებული ხარ? რა დღეში ხარ, რა უბედურებაა? ყველას ტკივა ტორპედო, რა ვერ გაიგე? შენნაირი ვაი გულშემატკივრების ბრალია აქამდე რომ მივიდა ტორპედო, მხოლოდ თბილისისკენ და ფედერაციისკენ იშვერთ ხელს, ტორპედო თქვენ არ გადარდებთ. იქნებ ისევ დაიწყოთ სტადიონზე ქვების სროლა, რომ დისკვალიფიკაცია აკიდოთ გუნდს. და არ გაბედო პასუხის გაცემა, რატომ? იმიტომ რომ მე მიყვარს ტორპედო, ვგულშემატკივრობ 1961 წლიდან და შენნაირი ქუთაისლების გაცნობას ვერაფრით ვერ ვახერხებ. ყველა უარზეა ხელი მოაწეროს შენ სიტყვებს. ეტყობა უბრალოდ ტროლი ხარ. და გიხარია ტორპედოს ცუდი.
alexandre
28 იანვარი 2020 13:55
1
გადარჩაო და ეს სამგლოვიარო შავი დროშა კი გამოგიფენიათ.დდდ თუ მეკობრეებმა ჩაიბარა გუნდი? დდდდდდ
Ttt
28 იანვარი 2020 11:29
4
აი უკვე 11:30-ია. ოფიციალური განცხადება სადაა? ფედერაციაში დარეკეთ? თვითონ ტორპედოს ოფიციალური წარმომადგენლების ან მერიის განცხადება სადაა? ბლეფი არ იყოს :(((
alexandre
28 იანვარი 2020 11:29
1
ქუთაისის ტორპედო ყოველთვის იყო თბილისის დინამოს, მასასადამე ქართული ფეხბურთის და აქედან გამომდინარე საბჭოთა ნაკრების ერთერთი დამსახურებული სამჭედლო, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს გუნდი არა თუ გადარჩეს, არამედ განვითარდეს და გაძლიერდეს. თბილისის დინამოს №1 უხერხულ მეტოქესთან მოსკოვის დინამოსთან (რომელიც იყო საბჭოთა კავშირის 11 გზის ჩემპიონი, რომელთანაც თბილისის დინამოს ჰქონდა -24 უარყოფითი შედეგი) ქუთაისის ტორპედოს ჰქონდა მხოლოდ -3 უარყოფითი შედეგი. ეს ისე უბრალოდ საფეხბურთო ისტორიიდან. წარმატებები მინდა ვუსურვო ქუთათურებს.
ს17
28 იანვარი 2020 11:28
3
ნუთუ ჟურნალისტებს არ შეეძლოთ ამდენი ხანი მასზე მოეპოვებინათ ინფორმაცია და ეთქვათ ჩვენთვის თუ ვინ არის ეს ბიზნესმენი ?
რა ვიცი , გუგლმა ყველაფერი იცისო და რაღა ფაბიო მანინიზე არის სიმწირე .
მიხაელ
28 იანვარი 2020 11:16
2
გილოცავთ მთელ ქუთაისს და მტლიანად საქართველოს საფეხბურთო ოჯახს
ქუთაიში ფეხბურტის დაღუპვა კატასტროფა იქნებოდა
ისევ ქუთაისის მერიამ იბრძოლა მგონი თორე ფედერაცია ბინოკლით Aკვირდებოდა ტორპედოს ჩაძირვას ალბათ
Samtredia
28 იანვარი 2020 11:15
11
მორიგი ბლეფი. სამ თვეში ნახავთ რა "ინვესტორიცაა"
ვაჟა ზაზაევიჩი
28 იანვარი 2020 11:10
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული