ქუთაისის "ტორპედო" გადარჩა - კლუბი იტალიელ ინვესტორს გადაეცა!

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" თავისი "ფეისბუქის" გვერდით მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.

"მაშ ასე, გვინდა გამცნოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ საგა, რომელიც "ტორპედოს" თავზე თითქმის ერთი წელია ტრიალებს, დასრულდა. "ტორპედოს" გულშემატკივრებისათვის ბოლო იმედი ფაბიო მანინის სახით გამართლდა!

როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა. ჩვენი წყარო გვიდასტურებს, რომ ქუთაისის მერიასა და იტალიელ ინვესტორს შორის შეთანხმება შედგა და კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს.

შეთანხმების დეტალები ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, "ტორპედო" დაახლოებით
8 თვეა კრიზისშია. კლუბიდან უკლებლივ ყველა ფეხბურთელი წავიდა (გარდა გრიგოლ დოლიძისა). ამ ხნის განმავლობაში უამრავი ვერსია გავრცელდა იმის შესახებ, როგორ დააღწევდა კლუბი კრიზისს თავს. საუბარი იყო როგორც ჩინელ ინვესტორებზე, რომლებთანაც ბოლო მომენტში ჩაიშალა შეთანხმება, ასევე კლუბის მფლობელობაში გადაცემა ფრანკფურტის "აინტრახტისთვის".

თუმცა, ყველა მოლაპარაკება რაღაც ეტაპზე წყდებოდა და "ტორპედოს" ამბები იქამდე მივიდა, რომ თუ ინვესტორი არ მივიდოდა 2020 წლის 27 იანვარს და არ გადაიხდიდა კლუბზე დაკისრებულ ვალს, რომელიც 2 მილიონს აჭარბებს, გუნდი გაცილებით დაბალ ლიგაში დაქვეითდებოდა.

და აი, დადგა ეს დღეც, დღე, როცა "ტორპედოსთვის" ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა და კლუბი შენარჩუნდა!", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო" Sportery.Ge-ს ექსკლუზიურ მასალაზე დაყრდნობით.

მკითხველის კომენტარები / 42 /
ბრუნდება მამრი მამონტი ქართული გუნდების პირადი კავალერი დაე კიდევ ბევრჯერ გაეხარებიოს ჩვენი გულები, ტორპედო არამხოლოდ ქუთაისის არამედ ის ერის სიამაყეა ყველაზე "ეშხიანი" სხვებისგან გამორჩეული კლუბი ქართულ ფეხბურთში, წინ ტორპედო შენ ქუთაისის დიდო გვირგვინო .
Adolfos Akrogenus
28 იანვარი 2020 11:05
8
ვულოცავ ქუთათურებს და ქართულ ფეხბურთს... ვუსამძიმრებ ფედერაციას.
ზუგდიდი
28 იანვარი 2020 10:43
17
გადარჩა ეგეც ბარსა არა მყავდეს. ჩემპიონთა ლიგას კიდეც მოიგებს. ხო გადაჩა,გემუდარებით წაიყვანეთ უკან ჩხეტიანი თავის ელვა,სეტყვა,მეხი და ჭექ ქუხილით. გთხოვთ.
გადარჩა
28 იანვარი 2020 10:40
12
ოჰ შენც არმყავდე რეალის ფანი, არაფერში არ გვჭირდებიან ეგენი აწი და გმერთმა ნუქნას როელიმე მომავალში ტორპედოში ვნახო
ajp
28 იანვარი 2020 13:00
3
მე მგონი კი არ იყიდა მაგ მანინიმ ტორპედო არამედ შეტენეს...
დ.ფ.
28 იანვარი 2020 10:36
6
ვულოცავ ქუთაისის ტორპედოს და ქუთაისელებს, აგრეთვე ყველას ვისაც ქართულ ფეხბურთზე გული შესტკივა. მადლობა, ამ ინფორმაციის გამავრცელებელს, მაგრამ ოფიციალური პირები, რატომ არ წერენ, განა არ იციან როგორი დიდი საზოგადოებრივი ინტერესია ამ საკითხისადმი?
გიზოგ
28 იანვარი 2020 10:28
3
გვარი აქვს ისეთი (moneyin) ჩადებს ფულს, კიდე კაი (moneyout) არ არის :)))
DAVE
28 იანვარი 2020 10:27
3
ვიცი, ვიცი. მალე დაწერთ, ისევ ტყუილი გამოდგაო.
zurab
28 იანვარი 2020 10:12
9
იწინასწარმეტყველე და ახდა :(
თფუი მერიას და ფედერაციას
28 იანვარი 2020 15:33
1
იმედია ჩაჩავასნაირი "მენეჯერი" არ აღმოჩნდება ბატონი ფაბიო.
ბიკენტი
28 იანვარი 2020 10:08
1
agsrulda chveni ocneba, gadagvircha mravaltanjuli torpedo, sul mjeroda ro gadavrchebodit da umagleschi vitamachebdit, gilocavt kvela kutaisels da kvela torpedos gulchematkivars, chven vart torpedo, da viknebit mudam.
KUTAISELI
28 იანვარი 2020 09:32
4
ფანკლუბის განცხადება? ღმერთმა ქნას ასე იყოს! იმედია საიტი ოფიციალურ ინფორმაციასაც დადებს. მთავარია, ვალები თუ დაფარა. წარმატებები ტორპედოს! ნამდვილად მთელ საფეხბურთო სამყაროს გაეხარდება.
alexandre
28 იანვარი 2020 09:25
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული