"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/fc.saburtalotb

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ჭანტურიამ თბილისის "საბურთალო" დატოვა და აღნშნული გადაწყვეტილება თბილისურ კლუბში დაგვიდასტურეს.

"საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" და გიორგი ჭანტურია ერთმანეთს დაემშვიდობნენ. კლუბმა გადაწყვეტილება ესპანური შეკრების შემდეგ მიიღო.

საბურთალო გიორგის მომავალში წარმატებებს უსურვებს,"- წერია კლუბის განცხადებაში.

გიორგი ჭანტურიას "საბურთალოში" მიყვანის ინიციატორი გიორგი ცეცაძე იყო, რომელმაც კლუბი 3 დღის წინ დატოვა. გავრცელებული ჭორების მიხედვით, გიორგი ჭანტურიამ გუნდის 10-ნომრიანი მაისური მოითხოვა, გიორგი ცეცაძეს კი მარგველაშვილის ნაცვლად კაპიტნად სხვა მოთამაშის დანიშვნა სურდა. ამ ყველაფერმა გუნდში დაძაბულობა შეიტანა და
რეაქციამაც არ დააყოვნა.

მკითხველის კომენტარები / 53 /
ეგენი ჭანტურიასთან და ცეცაძესთან კი არა მთელ ერთან არიან მტყუვნები,მარტო სომხებთან არიან ალალ მართლები. იმ თამაშის მერე ხეჩიკაშვილს რა უნდა დაუჯეროს ჭკვიანმა კაცმა... ან კოხრეიძეს შეტევის დროს რო უკანა პასი ეხერხება ეგ ხო ყავს ხეჩეს ათიანი:)
დავით
16 თებერვალი 2020 20:13
13
ჭანტურია რა ხვითოცაა ყველასათვის ცნობილია, მარა მწვრთნელსაც, რომ უნდა ჰქონდეს კაპიტნის დანიშვნის და თუნდაც ნომრების განაწილების უფლება ესეც ფაქტია.
Mmm
16 თებერვალი 2020 17:12
15
კაი და რა დამსახურებისთვის უნდა წაართვა კოხრეიძეს ნომერი რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი კლუბის გაჩემპიონებითვის და რა დამსახურებისთვის უნდა მისცე ახალ გადმოსულს, მითუმეტეს მწვრთნელიც 2 დღის მოსულია!
fsiuuuu
16 თებერვალი 2020 18:42
1
ჭანტურია როცა პირველად გამოჩნდა კარგად მახსოვს ეგ პერიოდი 2011 წელი იყო ვიტესში და მართლა კარგად დაიწყოო მისი კარიერა და საქართველოშიც ატყდა მთელი ამბები ქართული ფეხბურთს იმედი ქართველი მესი ქართველი რონალდო და მაშინ იყო ეს ბიჭი სულ 18-19 წლის და აშკარად თავში აუვარდა ზედმეტი ქება-დიდება და ზედმეტო პიარი და რეკლამა ამის მერე გავიდა 8-9 წელი ამ ბიჭმა მოიარა 6-7 სხვადასხვა გუნდი და ჩემპიონატი ვერსად ვერაფერი გააკეთა და ჩამოვიდა საქართველოში აქაც აი ეს მოხდა პირადული არაფერი მაგრამ აშკარად იმაზე ბევრად მაღალი წარმოდგენა აქვს თავის თავზე ვიდრე საჭიროა და პრობლემური და კომფლიქტური ფეხბურთელია ასე რომ არ იყოს სადმე დაიმკვიდრებდა ადგილს პრობლემური და კომფლიქტური ფეხბურთელი არავის უნდა კლუბში და არც ნაკრებში თუ ის არ არის განსაკუთრებულად მაღალი დონის შემსრულებელი და ფიგურა გუნდისთვის ჭანტურიას კიდევ ჩემი აზრით დღეს დღეისობით ამ საქართველოს ჩემპიონატშიც კი ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჯობია ნაკრების ფეხბურთელებზე აღარ არის საუბარი.
გიორგი
18 თებერვალი 2020 02:25
0
გოგუას და ჯანაშიას მსგავსი ხასიათი ქონდათ, მაგრამ შედეგი მაინც დადეს. ეს რაღაცა უჯიშო გამოდგა.
sg
22 თებერვალი 2020 10:32
0
წნორის მილანშიც არ ვათამაშებდი.
გიორგი ნაკაშიძე
18 თებერვალი 2020 02:12
1
დანკარას რეალში გადავა :)
გიორგი
18 თებერვალი 2020 02:11
0
https://youtu.be/0BHXhb3wQgE
David
16 თებერვალი 2020 19:26
0
კოხრეიძე, ჭანტურია და ცეცაძე რა შუაშია ზოგადათ ვთქვი მწვრთნელი უნდა წყვეტდეს ვინ უნდა იყოს კაპიტანი, ვინ რა პოზიციაზე უნდა იყოს და ა.შ.
fsiuuuu-ს
16 თებერვალი 2020 20:09
5
No comment...!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Vasil
16 თებერვალი 2020 20:09
0
51 კომენტარი დევს. სულ ამ ბიჭის ლანძღვა გინებით. მეც არ დავაკელი, მაგრამ ძალიან კორექტულად, თან წარმატებები ვუსურვე, თან, ჩემი გადმოსახედიდან, მომავლისთვის ჭკუა დავარიგე. იმის იმედით, რომ იქნებ შეიცვალოს და საკუთარ თავს გამოადგეს მაინც. არ დაბეჭდეთ! აი ისმის კითხვა - რატომ? ალბათ, ვისზეც არის დამოკიდებული დაბეჭდვა ან არა "ნამეტნავად" ვერ იტანს ჭანტურიას და იმიტომ. რის ადმინისტრაცია თუ მოდერატორები ხართ? რა უბედურებაა?
alexandre
21 თებერვალი 2020 10:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული