სფფ განცხადებას ავრცელებს - ყველა საფეხბურთო შეჯიბრი შეჩერდა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ეროვნული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადება გავრცელდა:

"მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის", "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2"-ის, ლიგა 3-ის, ასევე, ასაკობრივი ჩემპიონატების 1-ელ აპრილამდე შეჩერების თაობაზე.

ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა." - ვკითხულობთ განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ლოგოზე ბურთის ნაცვლად მახათი რომ დაახატოთ არა? სადაა გულშემატკივარი სტადიონზე, თუ კუმ ფეხი გამოყო მეც ნახირ- ნახირო.
გივი
11 მარტი 2020 13:16
4
:D :D :D :D :D :D :D
უცნობი
11 მარტი 2020 14:22
1
ესენი კიდე რას პანიკობენ მაყურებელი სადაა ჩვენს სტადიონებზე.ტოტალიზატორში გადავა ყველა სტადიონზე თუარ მივა :)) ეგრე თუა დაკეტეთ ბარები და ყველაფერი რა მნიშვნელობააქ სად გადაგედება.არწავიდა სკოლაში მაგრამ მაკდონალდში წავიდა
beqa
11 მარტი 2020 13:12
3
ხალხი მაინც არ დადის სტადიონზე და რა აზრი აქვს ჩემპიონატის მატჩების გადადებას?
შაკო
11 მარტი 2020 13:11
0
ბედიც ესეთი უნდა: საუკუნეში ერთხელ ხდება ასეთი ეპიდემიები და მაინცდამაინც მაშინ დაემთხვა - როდესაც ევროპაზე გასვლის საუკეთესო შანსი გვაქვს და საკუთარ მოედანზე უნდა ვითამაშოთ
rasa
11 მარტი 2020 12:43
0
მე პირადად, საქართველო ბელორუსის მატჩის უმაყურებლოდ ჩატარებას, ერთი თვით გადადება მირჩევნია.
შოთა
11 მარტი 2020 14:19
1
ასე მგონია, რომ ჩვენ გვაწყობს მატჩების გადადება იმიტომ, რომ ყველა ის ფეხბურთელი, ვისი იმედიც გვაქვს, ვერ ასწრებენ ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომას, ჩაკვე, ოქრი, ვინ იცის ანანიძეც, კაკაბაძე... და ბევრი სხვაც, ჩვენ წესით უნდა გვაწყობდეს გადადება. წინ საქართველოვ.
ბმბ
11 მარტი 2020 12:50
2
ავტობუსების მოძრაობაც აკრძალეთ,იქ უფრო ბევრი ხალხია ვიდრე სტადიონებზე
ბათუმის ფანი
11 მარტი 2020 15:02
0
სამარცხვინო ფედერაციაა. ვინმე დადის თამაშებზე საფრთხე რომ შეექმნას ?
საერთოდ ვისთვის ან რისთვის ტარდება ჩემპიონატი დღემდე ვერ ვხვდები. თავს იკლავენ ფედერაციის პრეზიდენტობაზე, მენეჯმენტში მოხვედრისთვის რომ დიდი და მსუყე ლუკმა შეხვდეთ-სულ ესაა ჩვენი ფეხბურთი. გაუქმდეს ჩემპიონატიც და ფედერაციაც.
ზაზა
11 მარტი 2020 14:06
8
აუჰ რა გამაცინს სადაა მაყურებელი ჩვენთან? სამტრედიაში და თელავში ასევე ბათუმის გარდა.
kuxe
11 მარტი 2020 13:47
0
უმაყურებლოდ ჩატარებას გადადება ჯობია. ყველა ვარიანტში.
ღმერთმა ქნას ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს!
Biankonneri
11 მარტი 2020 13:05
1

სიახლეები პოპულარული