სფფ განცხადებას ავრცელებს - ყველა საფეხბურთო შეჯიბრი შეჩერდა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ეროვნული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადება გავრცელდა:

"მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის", "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2"-ის, ლიგა 3-ის, ასევე, ასაკობრივი ჩემპიონატების 1-ელ აპრილამდე შეჩერების თაობაზე.

ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა." - ვკითხულობთ განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ლოგოზე ბურთის ნაცვლად მახათი რომ დაახატოთ არა? სადაა გულშემატკივარი სტადიონზე, თუ კუმ ფეხი გამოყო მეც ნახირ- ნახირო.
გივი
11 მარტი 2020 13:16
4
:D :D :D :D :D :D :D
უცნობი
11 მარტი 2020 14:22
1
ესენი კიდე რას პანიკობენ მაყურებელი სადაა ჩვენს სტადიონებზე.ტოტალიზატორში გადავა ყველა სტადიონზე თუარ მივა :)) ეგრე თუა დაკეტეთ ბარები და ყველაფერი რა მნიშვნელობააქ სად გადაგედება.არწავიდა სკოლაში მაგრამ მაკდონალდში წავიდა
beqa
11 მარტი 2020 13:12
3
ხალხი მაინც არ დადის სტადიონზე და რა აზრი აქვს ჩემპიონატის მატჩების გადადებას?
შაკო
11 მარტი 2020 13:11
0
უმაყურებლოდ ჩატარებას ჯობია გადადონ 26 მარტის მატჩი. თან ის წნეხიც გადაივლის ცოტათი რომელიც ფეხბურთელებს აქვთ, თან ჩვენი ფეხბურთელები უკეთეს ფორმაში შევლენ და თან უკეთესად გვეცოდინება რომელი როგორ თამაშობს საკუთარ კლუბში, უფრო მეტ თამაშებს ჩააატარებენ და უფრო დალაგებული იქნებიან.
roma bejanidze
11 მარტი 2020 13:07
2
ან ფორმაში ჩადგებიან, ანაც ტრავმებს მიიღებენ, ასე ვერ იტყვი წინასწარ
dat
11 მარტი 2020 13:59
0
უმაყურებლოდ ჩატარებას გადადება ჯობია. ყველა ვარიანტში.
ღმერთმა ქნას ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს!
Biankonneri
11 მარტი 2020 13:05
1
ჯერჯერობით 26 მაარტის თამაშზე არაფერი არ გდუწყვეტიათ.იმედია შენელდება პროცესი და თაამააში ჩატარდება მაყურებლით
Buxrika
11 მარტი 2020 12:59
0
მეტი არა ჩემი მტერი აქ რამე შეჩერდეს!
გუჯა
11 მარტი 2020 16:02
1
ასე მგონია, რომ ჩვენ გვაწყობს მატჩების გადადება იმიტომ, რომ ყველა ის ფეხბურთელი, ვისი იმედიც გვაქვს, ვერ ასწრებენ ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომას, ჩაკვე, ოქრი, ვინ იცის ანანიძეც, კაკაბაძე... და ბევრი სხვაც, ჩვენ წესით უნდა გვაწყობდეს გადადება. წინ საქართველოვ.
ბმბ
11 მარტი 2020 12:50
2
ბედიც ესეთი უნდა: საუკუნეში ერთხელ ხდება ასეთი ეპიდემიები და მაინცდამაინც მაშინ დაემთხვა - როდესაც ევროპაზე გასვლის საუკეთესო შანსი გვაქვს და საკუთარ მოედანზე უნდა ვითამაშოთ
rasa
11 მარტი 2020 12:43
0
Georgian Football Federation - თუ თვლაები ტყუილად არ გაქვს, ლოგოზეც ეგ წერია :))
გოგა ლაშხი
11 მარტი 2020 12:40
7
ქართულად რომ მიაწერონ რა მოხდება!? სფფ- ქართულიც იყოს და GFF-ინგლისურიც!
გამგე
11 მარტი 2020 13:03
0
არვიცი ეს კარგია თუ ცუდი... გამოდის ბელორუსთან თამაშსაც გადადებენ და ეგ უკვე ძალიან ცუდია.. მაგას ჯობია უმაყურებლოდ ჩაატარონ და ტელევიზიით მაინც ვნახოთ... იმდენი ხანი ველოდით ამ დღეს ხალხი
ზუზუ
11 მარტი 2020 12:36
16

სიახლეები პოპულარული