25 ივლისს, ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში "ლოკომოტივისა" და "თელავის" მატჩი 1:1 დასრულდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები გაბაძემ დააწინაურა, შეცვლაზე შესულმა რუხაძემ კი 81-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით დალაშქრა მამარდაშვილის კარი და შეხვედრა ლოგიკური ფრით დასრულდა.
"თელავი" 10 ქულით მეხუთე ადგილზეა, "ლოკომოტივი" კი 9 ქულით მეექვსეზე.
31 ივლისს "თელავი" "მერანს" უმასპინძლებს, ხოლო "ლოკომოტივი" 1-ელ აგვისტოს "ტორპედოს".
თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - თელავი 1:1
გოლები: 1:0 გაბაძე (61), 1:1 რუხაძე (81, პენ)
ლოკომოტივი (3-5-2): მამარდაშვილი, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, ჯინჯოლავა (გავაშელიშვილი 60), უბილავა (კ), დარცმელია, შონია, სამურკასოვი, კირკიტაძე, სიხარულიძე (მჭედლიშვილი 78), არველაძე (კაპანაძე 70)
მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი
თელავი (3-4-2-1): სანიკიძე, თოლორდავა (კ), ბერიაშვილი, ჩუკვურა, ძოწენიძე, ჩაბრაძე, ვარშანიძე, ნ. ბაშელეიშვილი (სამუშია 75), მოსიაშვილი (მოისწრაფიშვილი 69), კოხრეიძე, კვასოვი (რუხაძე 46)
მწვრთნელი: გოცირიძე