ჩისკომ პირველი ვარჯიში ჩაატარა - ესპანელი "დინამოში" სეზონის ბოლომდე დარჩება

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/pg/DINAMOTB
თბილისის "დინამოს" ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" დაიდო ფოტომასალა, რომელზეც ასახულია ჩისკო მუნიოსის მიერ ჩატარებული პირველი ვარჯიში საქართველოს ჩემპიონის რიგებში მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შემდეგ.

"ჩისკო მუნიოსი თბილისშია და ვარჯიშიც გამართა. იგი სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს შეასრულებს. მასთან ერთად ესპანელები - მწვრთნელი რობერტო კუესტა და ფიზმომზადების მწვრთნელი ხორხე აბელა იმუშავებენ." - ვკითხულობთ "დინამოს" განცხადებაში.

ჩისკო "დინამოს" რიგებში, როგორც ფეხბურთელი, 2011-14 წლებში თამაშობდა. 2019 წელს გუნდს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში დაუბრუნდა, რეალურად კი მთავარი მწვრთნელი იყო, საჭირო ლიცენზიის არქონის გამო იწოდებოდა ასისტენტად. ჩისკოსთან
ერთად "დინამო" საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბავშვებს მიხედეთ აკადემიაში ბავშვებს
soccer
03 სექტემბერი 2020 12:42
0
რამდწნი პოსტი დავწერე რამფენიც არ გამომიქვეყნეს, თუ ამ კომენტარს კითხულობ ბტ ფიფია, მადლობა იმისთვის დინამოს ნორმალური პირობებიბ რო შეუქმენით! მაგრამ ეს არ კმარა ამხრლა გუნდისთვის საქართველოს ჩემპიონობა საკმარისი არაა, დასახეთ გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა შედეგზე ორიენტირებული!
კობა
01 სექტემბერი 2020 16:18
0
ამ ჩისკოსაც საერთოდ არ ქონია თავმოყვარეობა, ან ფიფიამ ამის გრეხები იცის რაღაც:) რამდენჯერ გაგდეს და ისევ დაუძახეს დაბრუნდა:)
გოგა
01 სექტემბერი 2020 10:35
1
პრო-ლიცენზიას ელოდება სამწვრთვნელო კარიერა დიინამოში დაიწყო და მერე უშველის თავს
გიორგი კაჭკაჭიშვილი
03 სექტემბერი 2020 12:40
0
წარმატებები ჩისკოს! ფიფია ბატონო სეზონის ბოლომდე კი არა 3 წლიანი გარანტიით მინიომუმ დაიტოვე ეს კაცი და თუ არ ექნა შედეგი მერე გაუშვი!
gio
31 აგვისტო 2020 18:30
0
მწვრთნელიც შეცვლა არ შველის საქმეს!!! როგორი ცუდი შედეგებიც აქვს დინამოს ფიფიას ხელში ეგეთი არ ქონია არასდროს ისტორიაში ხალხი უკვე წლებია ლაპარაკობს, რომ ამ კაცს არასწორი მიმართულებით მიჰყავს გუნდი 10 წლის მანძილზე დინამომ 15 მწვრთნელი და 16 სპორტული დირექტირი შეცვალა,მაგრამ შედეგი 0 აქედან გამომდინარე პრეზიდენტშია პრბლემა თუ პრეზიდენტი არ გამოყოფს ინდებ თანხას რამდენიც საჭიროა გუნში კარგი ფეხბურთელების მოსაყვანათ მწვრთნელი რას უშველის ან სპორტული დირექტორი სპორტული დირექტორი ცდილობს არსებული თაბხების ფარგლებში მოიყვანოს ვიღაც.
თუ ფიფიას არ აქვს საშუალება ამის მაშინ გადაბაროს დინამო იმ ხალხს ვინც თანხებსაც ჩადებს და გეგმას და პროგრამასაც დადებს კლუბის განვითარებას და დინამო ისეთი სახელის მატარებელი გუნდია პატრონი ყოველთვის გამოუჩნდება.
ზაზა
31 აგვისტო 2020 17:07
1
სეზონის ბოლომდე რა ამბავია, ზამთრამდე ჩამოგეყვანათ და მერე სეზონის ბოლომდე კიდევ ახალი მწვრთნელი მოგეყვანათ ისიც ნახევარი სეზონით?! ვაი თქვენ პატრონს სხვის შეცდომებზე კი არა ამდენი წელია საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერს სწავლობთ !!!
?!
31 აგვისტო 2020 16:14
0

სიახლეები პოპულარული