ვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"დიდი ხნის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს. მოხარულები ვართ თბილისში ყოფნით, ხვალ კი ძლიერი მეტოქეს ვხვდებით. ჩრდილოეთ მაკედონიას ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, ჩვენი მიზანი კი გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება იქნება.

ვაკო გვილია ხვალინდელი თამაშისთვის მზად არის. ტრავმა არ ჰქონია, თუმცა პრობლემა ჰქონდა. ვარჯიშობდა, დაისვენა კიდეც და ხვალინდელი შეხვედრისთვის მწყობრში იქნება.

ჩვენთვის კაშია და ყაზაიშვილი უმნიშველოვანესი ფეხბურთელები არიან. კაშო გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ძირითად
შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ბოლო მატჩში არც ვაკოს დაუწყია შეხვედრა საწყისი წუთებიდან, თუმცა მისი დონის შესახებ ყველამ ვიცით. "სან ხოსესთან" მოლაპარაკებები გვქონდა და პირობა მოგვცეს, რომ ბელარუსის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის საქართველოში ჩამოსვლას ორივე მოახერხებს.

2 წლის წინანდელი ჩაკვეტაძის ხილვა ყველას სურს. მძიმე ტრავმა მიიღო, კორონავირუსის პანდემიამ დაბრუნებაში ხელი შეუშალა. გასულ მატჩში საკუთარი კლასი მაინც აჩვენა. შრომა უნდა განაგრძოს, ვარჯიში და თამაშებთან ერთად ფორმაშიც შევა. ასეთი ტრავმის შემდეგ ყველაფერი ლოგიკურად მიდის.

რაც შეეხება ხვიჩას, უდიდესი ტალანტია. ჩვენ შანსი ბევრ ახალგაზრდას მივეცით: არაბიძეს, ხარაბაძეს. ყოველთვის კარგად ვერ გამოიყურებოდნენ, თუმცა ხვიჩა კარგი ბიჭია, ტოპ დონის მწვრთნელის (სლუცკი) ხელშია, უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ჩვენთვის. თუმცა, კარიერას ახლა იწყებს, კარგი დრიბლინგი აქვს, მაგრამ ბევრი ქართველი ფეხბურთელის მსგავსად, ძალიან უყვარს ბურთი, არადა, ზოგჯერ 1-2 შეხებით თამაშია საჭირო. იმედია, პროგრესს განაგრძობს.

ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. ამიტომ ჯერ ბელარუსთან გასამართ მატჩზე არ ვისაუბრებ. ოთხივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ყველას სურს. ვიცი, რომ მიუხედავად ცარიელი ტრიბუნებისა, მილიონობით ქართველი ჩვენ გვერდით იქნება. ბელარუსსაც კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ეს შეხვედრა 1 თვეში იქნება. იმედი მაქვს, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ჩრდილოეთ მაკედონიას კოსოვოსთან აქვს სათამაშო. გარკვეული არაფერია, ამიტომ ახლა ამ შეხვედრას მომავალი დაპირისპირებისთვის მოსამზადებელ მატჩად ვერ განვიხილავთ.

ამდენი ხანი ფეხბურთის გარეშე ვიყავი. ლამის გავგიჟდი მუშაობის, ვარჯიშის, ფეხბურთისა და ბიჭების გარეშე... ბელარუსებს ჩემპიონატი არ შეუწყვეტიათ, თუმცა იმედი მაქვს, ნაკრებში ჩამოსული ყველა ფეხბურთელი ფორმაში იქნება. ჩვენ ვიცით საკუთარი დონე, ასევე, მოწინააღმდეგეების (ბელარუსი, კოსოვო, ჩრდ. მაკედონია) ღირსებები, თუმცა ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ქართველი ხალხი უნდა გავახაროთ.

ყველას მარცხნივ უნდა თამაში: ხვიჩას, თორნიკეს, ზურიკოს, ჩაკვეს. მარტო შენგელიაა მხოლოდ მარჯვნივ თამაშზე თანახმა (იცინის).

ოქრის მძიმე ტრავმა ჰქონდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ტრავმამ ხელი ძალიან შეუშალა. მას განსაკუთრებულად უყვარს ნაკრები, ქვეყანა, ვარჯიშებზე 200%-ით იხარჯება. ვნახოთ, ხვალ რა იქნება. შეიძლება ოქრისა და ჩაკვეს შორის ერთ-ერთმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემა გვაქვს. როცა ჩამოვედი, მაშინ მჭედლიძე გვყავდა, ახლა სხვა რეალობა გვაქვს."

მკითხველის კომენტარები / 72 /
65 წუთის შემდეგ მეტოქის დაღლილ მცველებს ააწიოკებს შეცვლაზე შემოსული სწრაფი ლობჟანიძე და დავითაშვილი
მინდია
07 სექტემბერი 2020 23:13
1
ლორია
მალი კვირკველია ხოჭოლავა კაკაბაძე
კანკავა კვეკვესკირი გვილია
ჩაკვეტაძე დავითაშვილი კვარაცხელია
იმენა გავხევთ, დავითაშვილი წინ სწრაფია ფეხზე კარგად დგას ტექნარია, კვარა მარჯვნივ ჩაკვე მარცხნივ. მალი მარჯვენა კაკაბაძემარცხენა. მალი სწრაფია. კაფუს პონტში დარბის საკაიფოდ
კლოპი
07 სექტემბერი 2020 23:10
9
ლორია, დაცვა მარჯვნიდან: კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა გრიგალავა. საყრდენები: კანკავა, კვეკვესკირი. შუახაზი მარჯვნიდან: კვარაცხელია,გვილია,ჩაკვეტაძე. ცენტრფორვარდი ალბათ ქვილითაია. ვინც უარესად ითამაშებს შეიცვალოს და გამოვიდეს დავითაშვილი, ლობჟანიძე, ოქრიაშვილი (ან შენგელია თუ მარჯვენა ფლანგმა ვერ იმუშავა) კვარაცხელია მარცხნივ კი ჯობია, მაგრამ მარჯვნიდანაც კარგად უტევს ჩაკვეტაძისგან განსხვავებით. გვილია კი თავდამსხმელის უკან ცენტრში. ერთ გოლზე გაჩერება არ შეიძლება, სახიფათოა.
მინდია
07 სექტემბერი 2020 22:07
8
არაა გამორიცხული, რომ იმან, ვინც პირველი თამაში ჩააგდო, ხვალ ბევრად უკეთ წარმოჩინდეს. ვნახოთ, ეს თამაში ბევრ რამეს გასცემს პასუხს, ახლა გამოჩნდება ვაისი კლასი. იმედია მოვიგებთ.
07 სექტემბერი 2020 22:07
2
არ შეიძლება ჟურნალისტებმა გაარკვიოთ სადაა მჭედლიძე, აპირებს რამეს თუ ჩამოკიდა ბუცები... ვაისმაც აღნიშნა რამდენს ნიშნავს ნაკრებისთვის, თუ ფორმაშია. ასევე ანანიძეზე რა ხდება, მე როგორც ვიცი როტორთან ერთად ვარჯიშიც არ დაუწყია...
რაც შეეხება ბელორუსთან თამაშს, თუ ტრამვები არ იქნა ეს შემადგენლობაა ოპტიმალური :
ლორია - კაკაბა , კვირკველია, ხოჭოლავა, ტაბიძე - კანკავა, კიტე - ჩაკვე - კვარა , ქვილითაია( კაჭარავა) , დავითაშვილი.
შეცვლაზე - გვილია , ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, შენგელია. ვაისისთვის 3 თამაშის სამყოფი ცვლილება დავწერე
iolasha
07 სექტემბერი 2020 21:42
10
ანანიძეს ტრავმა რომც არ ჰქონდეს, აქ არ ჯობია არცერთს.ტაბიძე ესტონეთამდე დაშავდა და არ იქნება, მჭედლიძეს რაც შეეხება, მთელი ცხოვრება ტრავმებს ებრძვის, დინამოში იყო და იქიდანაც წავიდა
????
08 სექტემბერი 2020 00:42
1
ლორია კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა გრიგალავა
კვეკვესკირი კანკავა
ოქრიაშვილი გვილია კვარაცხელია
კაჭარავა სათამაშო ფორმიდან გამომდინარე ესე მგონია მეორე ტაიმში: ჩაკვე.ქვილითაია
beqa
07 სექტემბერი 2020 21:32
6
და ალალად რომ ვიკითხოთ, რა საჭიროა ეს გამოკვეთილი ცენტრფორვარდი?!.. რომ გვყავდეს შოთის (უფრო ადრე რამაზ შენგელია) დონის შემსრულებელი, კი ბატონო, ვინ ოხერი, მაგრამ დღეის მონაცემებით ჩვენი ნაკრებისთვის ზედმეტ ფუფუნებად მიმაჩნია გამუდმებით მეტოქის ნახევარზე ბურთის მოლოდინში დაყუდებული თავდამსხმელი, რომელმაც, შესაძლოა, მთელი თამაში უშანსოდ ჩაამთავროს (გააჩნია, რა დონის მეტოქეს ვეთამაშებით) და თუ შანსი მაინც მიეცა, ისე დაარტყამს, როგორც მოთელვაზე გამოსული და გაუხურებელი მებუფეტე... და ამ დროს შემტევი ნახევარმცველების საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს, რომლებსაც თავადვე შეუძლიათ ბურთის მოპოვებაც, ხიფათის შექმნაც და ნებისმიერ (ჩვენს) თავდამსხმელზე უკეთ გოლის გატანაც... და თუ დავაკვირდებით, ვაისი უკვე იძულებული ხდება, ერთი ან ორი (იქნებ სამი და ოთხიც) მათგანი სათადარიგოებში გაამწესოს მხოლოდ იმიტომ, რომ გამოკვეთილი თავდამსხმელის გარეშე თამაში არ დააბრალონ... მოგვწონს, თუ არა, თანამედროვე ფეხბურთი სულ უფრო ემსგავსება თანამედროვე კალათბურთს, როცა ფორვარდის მოპოვებულ ქულებს ჩალის ფასი აქვს, თუ დაცვაშიც სათანადოდ არ ირჯება... ფეხბურთის შემთხვევაში კი იმ თავდამსხმელის ფასი ხდება კაპიკის ტოლფასი, რომელიც თავად ვერ შოულობს მომენტს და მხოლოდ იმის მოლოდინშია, რომ ცხონებული დათო ყიფიანი გაცოცხლდება და თავზე ან ფეხზე დაასვამს ბურთს მეტოქის საჯარიმოში... ეს ჩემი პირადი აზრია და თავს არავის ვახვევ, უბრალოდ მგონია, რომ ცდად ნამდვილად უნდა ღირდეს, თუნდაც რომელიმე ნაკლებად მნიშვნელოვან შეხვედრაში...
მ.ტ.
07 სექტემბერი 2020 21:29
2
შენ გაიხარე რა კარგად დაწერე.
ირაკლიუსი
07 სექტემბერი 2020 23:17
0
მჭედლიძე სად არის ვინ იცის? სადმე გადავიდა თუ თავი დაანება საერთოდ?
zena
07 სექტემბერი 2020 21:20
5
ონლაინშია....
დდდდდდ
07 სექტემბერი 2020 21:47
1
ბიჯო კაცი არა ხარ, გვითხარი კიტეიშვილი გვეღადავება, შტურმი, თუ შენ! ნაკრებში კაცი გამოიძახე და არაფერს ამბობ, ამხანაგურში რატომ ითამაშა!?
მწრთვნელი
07 სექტემბერი 2020 21:18
4
ჯაბა კანკავა არის ძალიან დიდი ძალა ნაკრებში,არ ვიცი საიდან აქვს ამდენი ენერგია,ბურთს ვინც მიიღებს ყველასთან მირბის,საინტერესოა თითო თამაშში რამდენ კილომეტრს ფარავს , უმაღლესი დონის პროფესიონალია , ძალიან მწყდება გული რომ უკეთეს ლიგაში და უკეთეს გუნდში არბთამაშობს, ნებისმიერი ტოპ ლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა
Akaki
07 სექტემბერი 2020 20:48
4
იყო კანკავა ტოპ ლიგაში და რა მერე? მარტო სირბილი და ძიძგილაობაა არაა ტოპობა!
გაბო
08 სექტემბერი 2020 09:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული