ვაისი: გვილია მზადაა, შეიძლება ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი სასტარტოში არ დავაყენო - გავგიჟდი ბიჭების გარეშე

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"დიდი ხნის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს. მოხარულები ვართ თბილისში ყოფნით, ხვალ კი ძლიერი მეტოქეს ვხვდებით. ჩრდილოეთ მაკედონიას ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, ჩვენი მიზანი კი გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება იქნება.

ვაკო გვილია ხვალინდელი თამაშისთვის მზად არის. ტრავმა არ ჰქონია, თუმცა პრობლემა ჰქონდა. ვარჯიშობდა, დაისვენა კიდეც და ხვალინდელი შეხვედრისთვის მწყობრში იქნება.

ჩვენთვის კაშია და ყაზაიშვილი უმნიშველოვანესი ფეხბურთელები არიან. კაშო გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ძირითად
შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ბოლო მატჩში არც ვაკოს დაუწყია შეხვედრა საწყისი წუთებიდან, თუმცა მისი დონის შესახებ ყველამ ვიცით. "სან ხოსესთან" მოლაპარაკებები გვქონდა და პირობა მოგვცეს, რომ ბელარუსის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის საქართველოში ჩამოსვლას ორივე მოახერხებს.

2 წლის წინანდელი ჩაკვეტაძის ხილვა ყველას სურს. მძიმე ტრავმა მიიღო, კორონავირუსის პანდემიამ დაბრუნებაში ხელი შეუშალა. გასულ მატჩში საკუთარი კლასი მაინც აჩვენა. შრომა უნდა განაგრძოს, ვარჯიში და თამაშებთან ერთად ფორმაშიც შევა. ასეთი ტრავმის შემდეგ ყველაფერი ლოგიკურად მიდის.

რაც შეეხება ხვიჩას, უდიდესი ტალანტია. ჩვენ შანსი ბევრ ახალგაზრდას მივეცით: არაბიძეს, ხარაბაძეს. ყოველთვის კარგად ვერ გამოიყურებოდნენ, თუმცა ხვიჩა კარგი ბიჭია, ტოპ დონის მწვრთნელის (სლუცკი) ხელშია, უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ჩვენთვის. თუმცა, კარიერას ახლა იწყებს, კარგი დრიბლინგი აქვს, მაგრამ ბევრი ქართველი ფეხბურთელის მსგავსად, ძალიან უყვარს ბურთი, არადა, ზოგჯერ 1-2 შეხებით თამაშია საჭირო. იმედია, პროგრესს განაგრძობს.

ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. ამიტომ ჯერ ბელარუსთან გასამართ მატჩზე არ ვისაუბრებ. ოთხივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ყველას სურს. ვიცი, რომ მიუხედავად ცარიელი ტრიბუნებისა, მილიონობით ქართველი ჩვენ გვერდით იქნება. ბელარუსსაც კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ეს შეხვედრა 1 თვეში იქნება. იმედი მაქვს, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ჩრდილოეთ მაკედონიას კოსოვოსთან აქვს სათამაშო. გარკვეული არაფერია, ამიტომ ახლა ამ შეხვედრას მომავალი დაპირისპირებისთვის მოსამზადებელ მატჩად ვერ განვიხილავთ.

ამდენი ხანი ფეხბურთის გარეშე ვიყავი. ლამის გავგიჟდი მუშაობის, ვარჯიშის, ფეხბურთისა და ბიჭების გარეშე... ბელარუსებს ჩემპიონატი არ შეუწყვეტიათ, თუმცა იმედი მაქვს, ნაკრებში ჩამოსული ყველა ფეხბურთელი ფორმაში იქნება. ჩვენ ვიცით საკუთარი დონე, ასევე, მოწინააღმდეგეების (ბელარუსი, კოსოვო, ჩრდ. მაკედონია) ღირსებები, თუმცა ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ქართველი ხალხი უნდა გავახაროთ.

ყველას მარცხნივ უნდა თამაში: ხვიჩას, თორნიკეს, ზურიკოს, ჩაკვეს. მარტო შენგელიაა მხოლოდ მარჯვნივ თამაშზე თანახმა (იცინის).

ოქრის მძიმე ტრავმა ჰქონდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ტრავმამ ხელი ძალიან შეუშალა. მას განსაკუთრებულად უყვარს ნაკრები, ქვეყანა, ვარჯიშებზე 200%-ით იხარჯება. ვნახოთ, ხვალ რა იქნება. შეიძლება ოქრისა და ჩაკვეს შორის ერთ-ერთმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს.

ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემა გვაქვს. როცა ჩამოვედი, მაშინ მჭედლიძე გვყავდა, ახლა სხვა რეალობა გვაქვს."

მკითხველის კომენტარები / 72 /
ოქრიაშვილის სკამზე დასმა ეხლა სრულიად გაუმართლებელი იქნება. კაცმა ერთ წამში შეიძლება გადაწყვიტოს თამაში. ჩაკვეტაძე როგორც არ უნდა მომწონდეს, შეიძლება მართლა 1 ტაიმს ყიფნის ჯერ. მთავარია მარცხენა და მარჯვენა ფლანგზე ვინმე ტექნიკური იყოს. ლობჟანიძე ფლანგზე კარგი იქნება. ასე არ შეიძლება? ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, გრიგალავა, კანკავა, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, გვილია, ლობჟანიძე, ქვილითაია
გადასარევი გიორგი
07 სექტემბერი 2020 19:19
5
მჭედლიძე როგორც მაშინ გყავდა ისე ეხლაც გყავს... სადღაც....
ისე თავდასხმაში მართლა ცუდადაა საქმე
ზორბეგი
07 სექტემბერი 2020 19:16
0
მე მგონი, კაშია კარგა ხანია პენსიაზეა გასაშვები.
gurulo
07 სექტემბერი 2020 19:00
5
ორჯერ სრულად ვუყურე ჩვენების თამაშს და მიკვირს რატომ ამდენი ნეგატივი გულშემატკივრების მხრიდან. პირველი თამაში ამდენი ხნის უთამაშებლობის შემდეგ, თან სტუმრად. მოვიგეთ ისე რომ არცერთი მომენტი არ შევაქმნევინეთ მასპინძლებს. ბოლოს როდის გვქონდა ასეთი სიტუაცია? მახსენდება ფარერებთან გასვლაზე. იმედია მაკედონიასთან უკეთ ვითამაშებთ და მოვიგებთ კიდეც. ადვილი შესაძლებელია, ამათთან ოქტომბერში ისევ მოგვიწიოს თამაში, უკვე "ოქროს მატჩში". ვისურვოთ წარმატებები!
merabi-1960
07 სექტემბერი 2020 18:54
1
როგორც ვერიკო ანჯაფარიძემ ითხოვა სცენიდანო,ისე ზოგ-ზოგებმა სტადიონიდანო)))
მიხო
07 სექტემბერი 2020 18:48
1
გვილია აუცილებლად ძირითადში,კაცის მოტყუება იცის და კარშიც კარგად ურტყამს. ტრაგედია არა თუ ოქროს დასვამს სკამზე.
გოგა
07 სექტემბერი 2020 18:37
1
კიტეიშვილის შესახებ რატომ არ ჰკითხეს ჟურნალისტებმა რამე?? მჭედლიძეზე სწორად თქვა ვაისმა.იმის მიუხედავად,რომ თითქმის სულ ტრამვები ჰქონდა და ვერ მოახერხა მაქსიმუმის ჩვენება,ქვილითაია-კაჭარავას ერთად აღებულს ჯობდა კლასით და მონაცემებით,გინდ უთამაშებელი ყოფილიყო.
გიორგი ბათუმი 97
07 სექტემბერი 2020 18:27
5
გვილიას დაბრუნება კარგია. თუ გრიგალავაც გამოჯანმრთელდა, პრაქტიკულად იდეალური შემადგენლობა იქნება. კიტე აკლია და ქვილითაიას კარგი ფორმა.
კარგია
07 სექტემბერი 2020 18:19
1
კანკავა და კვეკვესკირს ცენტრში აჯობებს კიტეიშვილი და გვილიას ტანდემი,ესენი უფრო მობილურები და კრეატიულები არიან. ოქრის კი აშკარად აჯობებს სისწრაფეში საბა ლობჟანიძე და დავითაშვილი. დავითაშვილმა ასე თუ გააგრძელა 1 წელსი მაგარი იქნება!
kaxa
07 სექტემბერი 2020 18:16
6
ხოდა ვინც ფორმაშია მარცხნივაც ის ათამაშე შე დალოცვილო.დდ
zaza
07 სექტემბერი 2020 18:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული