ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"საბურთალოს" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს

AutoSharing Option
"საბურთალოს" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს, - იტყობინება დედაქალაქური კლუბის საიტი:

"საბურთალოს მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე გახდა. ახალგაზრდა სპეციალისტმა თანამდებობაზე თემურ შალამბერიძე შეცვალა.

ლევანი ბოლოს თბილისის ლოკომოტივს წვრთნიდა, იქამდე კი საბურთალოს ასაკობრივ გუნდში წარმატებით მუშაობდა.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თემურ შალამბერიძემ საბურთალოს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

თემურ შალამბერიძემ გუნდთან ერთად, მიმდინარე წლის დასაწყისში, სუპერთასი მოიპოვა.

ჩვენი კლუბი მადლობას უხდის თემურს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს!".