Sputnik.by-ს ცნობით, 35 წლის უკრაინელმა მეკარემ, დენის შელიხოვმა, მდინარე ტისა გადაცურა და ქვეყნიდან გაიქცა.
შელიხოვმა თქვა, რომ ბელარუსული "სლავია-მოზირი" დაუკავშირდა, რომლის მწვრთნელებსაც მინსკის "ლუჩში" თამაშის პერიოდიდან იცნობდა, თავიანთ გუნდში თამაში შესთავაზეს, რაზეც სიამოვნებით დათანხმდა, უკრაინიდან გაქცევა კარგად დაგეგმა, ჯერ უნგრეთში ჩავიდა, შემდეგ კი - დანიშნულების ადგილზე.
ბელარუსულმა კლუბმა მას ერთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
შელიხოვი ხერსონშია დაბადებული, უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში ერთხელ ითამაშა, 1999 წელს "საბურთალოში" ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ბოლოს კი სუმის "ვიკტორიას" ღირსებას იცავდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.