"შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა" - რა ითქვა "ბაშაქშეჰირთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
დღეს, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "იბერია 1999" "ბაშაქშეჰირს" უმასპინძლებს. შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისური გუნდის მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ და ფეხბურთელმა გიორგი კოხრეიძემ ისაუბრეს.

ლევან კორღალიძე: "ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება. თანამედროვე ფეხბურთში მინდორზე ფავორიტები არ არიან. ვინც უფრო მეტს მოინდომებს, გამარჯვებაც მას დარჩება. მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ დამერწმუნეთ, არც ჩვენ გვყავს ნაკლები ფეხბურთელები.

შევეცდებით, რომ ინიციატივა მეტოქეს არ დავუთმოთ. ჩვენ აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.
ჩვენთვის გულშემატკივარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი
მთავარი მოტივაცია მათი გახარებაა. ჩვენ რაღაც იმედი გავაჩინეთ ქართულ საკლუბო ფეხბურთში და მჯერა, რომ საქართველოში ევროთასების სეზონი კიდევ გაგრძელდება".

გიორგი კოხრეიძე: "მოგების ემოციებმა დაღლილობა სრულად გაანეიტრალა. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და ვეცდებით, რომ იბერიას ძლიერი მხარეები ვაჩვენოთ ქართველ გულშემატკივარს. იბერია ერთადერთი კლუბია ევროთასებზე და გულშემატკივარს ვთხოვ, რომ ხვალ ტრიბუნებზე მოვიდნენ.

საქართველოს ნაკრების შედეგმა ევროპის ჩემპიონატზე დიდი მოტივაცია და მაგალითი მოგვცა. დავიჯერეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა".

მომზადებულია "იბერია 1999"-ის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა ხელი შეგიწყოთ მაგრამ....ეჰჰ რო ეგრე არაა პირველივე წუთებზე არ წავიდეს სტადიონიდან ხალხიი როგორც ყველა ქართულ გუნდებს ჩვევიათ იმედი მაქვს ვცდები მაგრამ სამწუხაროდ მივეჩვიეთ უკვე ამ ყველაფერს.
სიმართლე
01:27 08-08-2024
0

სიახლეები პოპულარული