"ტორპედოს" პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს

AutoSharing Option
"ტორპედოს" პრეზიდენტმა ფაბიო მანინომ კლუბის საიტზე განცხადება გაავრცელა:

"ძვირფასო ტორპედოს გულშემატკივრებო, ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და ვეცნობი ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს კლუბში არსებულ სიტუაციასთან არასწორია.

მიუხედავად მთელ მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისა, გასული თვის ჩათვლით, კლუბის ყველა ფეხბურთელმა და თანამშრომელმა მიიღო ხელფასი. ჩემპიონატის ახალი ფორმატიდან გამომდინარე, ყველა კლუბის შემოსავალი შეიცვალა (მაგალითად, მატჩების ნაკლები რაოდენობა). დაწესდა სხვა შეზღუდვებიც, რამაც თითოეული კლუბის გეგმები შეცვალა. საქართველომ ბევრი რეისი გააუქმა და უცხოელებისთვის მხოლოდ ჩარტერული რეისები ხორციელდება ევროპის ორი ქალაქიდან. ჩვენი პოტენციური სპონსორები კონტრაქტს ვერ
აფორმებენ. ამიტომ წელს ტორპედო მხოლოდ ინვესტორის დაფინანსებით ცხოვრობს.

არსებული პირობებიდან გამომდინარე, ფეხბურთელებთან ხელფასის შემცირებაზე შევთანხმდით. მხოლოდ ერთმა უცხოელმა ფეხბურთელმა განაცხადა უარი ანაზღაურების შემცირებაზე და მას სრულ ხელფასს ვურიცხავდით, თუმცა დღევანდელ დღემდე მას არც ხელფასზე უთქვამს უარი, არც უჩივლია. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ბედნიერი და კმაყოფილი იყო იმით, რომ ტორპედოდან ფულს იღებდა.

ლაშა კასრაძემ მითხრა, რომ ტორპედოს დატოვება იმის გამო გადაწყვიტა, რომ რუმინეთიდან და კოსოვოდან კარგი შემოთავაზება აქვს. მითხრა, რომ მას იქ სამჯერ მეტ ხელფასს დაჰპირდნენ. ხელი არ შევუშალე - ვესაუბრე ჩვენს მწვრთნელებს და მისი გაშვება ვთხოვე. მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა, მაგრამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტა გადავწყვიტე, რადგან ტორპედოსთვის უკეთესი იქნებოდა მისი პოზიციის შევსება ანდრო გიორგაძით, რომელიც უფრო ახალგაზრდაა და მოტივირებულიცაა ტორპედოში ჩარიცხვით.

რაც შეეხება ივან ბობკოს, ჩვენ გვსურდა მისი შენარჩუნება და მის მოთხოვნას ხელფასთან დაკავშირებით დავეთანხმეთ, მაგრამ მან სამშობლოში გამგზავრება ისე გადაწყვიტა, ჩვენ არ შეგვითანხმდა. ამით მან კონტრაქტი დაარღვია და ტორპედოს ინტერესებს კომპეტენტურ ორგანოში დავიცავთ.

ასევე მინდა აგიხსნათ, რატომ არ ვიმყოფები საქართველოში. ეს გამოწვეულია იმით, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოს მიმართულებით რეისები გაუქმებულია. კორონავირუსით გამოწვეული რეგულაციების გამო კარანტინის გავლის გარეშე არ მაქვს უფლება სხვა ქვეყანაში გამგზავრების. არსებული წესების თანახმად, კარანტინში გამგზავრებამდეც უნდა ვიყო და შემდეგ - დაბრუნების დროსაც. ვიყიდე ბილეთები სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, მაგრამ ამ ქვეყნებშიც შეზღუდვებია და საქართველოსთან საზღვრები ჩაკეტილია. ვადასტურებ ჩემს ინტერესს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და ადგილობრივი ხელისუფლება ელის ხელმოწერას ხელშეკრულებაზე".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ქუთათურებო მესმის თქვენი გულისტკივილი, სანამ ჩაჩავას არ მოთხოვთ არაფეტი გამოვა, ეგ ყველაზე კარგად თქვენ იცით, სად "ტორპედო" სად ჩაჩავა?(ერეკლე), ესთი ნაგლობა აქაც კი არ ხდება!
ზეზვა
17:03 24-09-2020
0
es cerili arc me da ar umravlesobas ar gonia italielis dacerili, es upro kutaisis meriis an mtavrobis mopikrebulia ro ikneb archevnebamde xalxi gaacheron da mere kutaissac daivickebs mtavroba da torpedosac rogorc koveltvis, kvelam icis tu rasac nichnavs torpedo titoeuli kutaiselistvis, imdenat mnichvnelovania ro cheizleba arvhevnebic moigos, chven erti gundi gvkavs, chegvarchinet nu cdilobt gaakrot sapegburto ojaxidan, rogorc es charchan gindodat, nu gvebrzvit tore damarcxdebit.
5

სიახლეები პოპულარული