"საჭმლის ფულიც აღარ გვქონდა და სახლებში წავედით" - "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უარი თქვეს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" სიტუაცია ბოლო 2 სეზონია სრულიად არეულია და სამწუხაროდ, ვერა და ვერ დალაგდა.

გუნდი, რომელსაც მიმდინარე ეროვნული ლიგის ბოლო ტურებში საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა, ისევ დაშლის პირასაა - ფეხბურთელებმა საწვრთნელ პროცესზე უარი თქვეს და სახლებში დაბრუნდნენ.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ფაბიო მანინოს კლუბში მოსვლის შემდეგ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ჯერ ფეხბურთელებს ხელფასები გაუნახევრა და შემდეგ ამ განახევრებულსაც კი არ უხდიდა სრულად და თავის დროზე.

აღსანიშნავია, რომ იტალიელმა ინვესტორმა გუნდის წევრებს შეკვეცილ ხელფასებზე დათანხმება ამ პირობით აიძულა: თუ არ დათანხმდებით, არც
ძველ ხელფასებს გადაგიხდითო...

მოთამაშეებს არასრული ხელფასები კვირების დაგვიანებით ერიცხებოდათ, ფაბიო კი სულ იტყუებოდა: დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ. წყაროს ცნობით, საუბარიც კი არასდროს ყოფილა პრემიების შესახებ - არც მოგებაზე, არც დადებით შედეგზე...

ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ კლუბის ბაზაზე საკვების ფულიც აღარ იყო და ფეხბურთელებმა სახლებში წასვლა გადაწყვიტეს.

როგორც წყარო აცხადებს, მოთამაშეები დავალიანების სრულად დაფარვამდე გუნდში დაბრუნებას არ აპირებენ და ყველა ფეხბურთელი ერთ პოზიციაზეა.


მკითხველის კომენტარები / 28 /
ქონების კონფისკაცია.იყო საბჭოთა კანონმდებლობაში ასეთი მუხლი და იმათ უდგებოდა,ვინც ძალიან დიდი თანხა მიითვისა.დამოუკიდებელ საქართველოს იმდენი ქურდი სჭამს,რომ ეს მუხლი აუცილებლად აღსადგენია,თუმცა ვინ აღადგენს,ვინაა თავის მტერი?არადა ვინც ტორპედო ასეთ დღეში ჩააგდო,არ არიან ღირსები,მათი ქონება გაიყიდოს და ეს დავალიანებები,ამ ფულით გაისტუმრონ?მაშინ ბევრი დაფიქრდებოდა, ქურდობის მიზანშეწონილობაზე.
სოსო
30 ოქტომბერი 2020 12:26
2
აბა, ქუთაისლებო, სადაა თქვენი ფაბიო მანინო? ასჯერ დავწერე აქ აფერისტებს რატომ უჯერებთ თქო და აჰა.
სადღეგრძელოებს რომ სვამდით "ფაბიოს გოუმარჯოს სიმონ"-ო, აჰა უყარეთ ეხლა კაკალი და უპაჭუნეთ თვალი.
მოკითხვა ქუთაისს თბილისიდან
30 ოქტომბერი 2020 12:33
21
და შენ რა გიხარია???
sormona
30 ოქტომბერი 2020 13:42
2
შენ თუ მართლა თბილისელი იყო, რა შუაშია აქ ნიშნისმოგებით საუბარი, ადამიანი ყოველთვის იმედს ებღაუჭება და ეს "ინვესტორიც" ამად ესახებოდათ, მაგრამ როგორც ყოველთვის ხალხი გადააგდეს, იმედი მაქვს ქუთაისლები ყველაფერს მოაგვარებენ და გუნდს გადაარჩენენ
ემიგრანტი ქაქუცა
30 ოქტომბერი 2020 13:35
2
ყველა გამოხმაურება
მე რო წელებზე ფეხს ვიდგამ და ვმუშაობ, ჩემი ხელფასიდან საშემოსავლოს რო ვიხდი, იმით რატო უდნა ფინანსდებოდეს ეს გუნდები? რო პროსტა ბურთი აგორაონ და გაიხარონ ბიჭებმა? თუ რატო? ერთი მიზეზი გაქვთ? რამე შედეგი დაუდიათ ოდესმე? კომერციულად მომგებიანები არიან? თუ რატო უნდა იყოს სახელმწიფოს (ანუ ჩემი, თქვენი და ყველას) კისერზე ჩამოკიდებული ქართული ფეხბურთი. ვალდებულებაა რო პროფესიონალური ლიგა გვქონდეს? ფეხბურთია ეს? სირცხვილი არ არი.
ირაკლი ჟორჟოლიანი
30 ოქტომბერი 2020 18:02
5
ვის რა უნდა მოეთხოვოს? ერთი მარჯვნივ გაიხედეთ ამ გვერდზე და ნახეთ "ეროვნული ლიგა 2020"-ის ცხრილი. მეორე და მნიშვნელოვანი. მანინოსთან ინტერვიუ აქაც იდო და ლელოშიც. რა მაინტერესებს, როდესაც ჟურნალისტი მიდის ინტერვიუს ასაღებად წინასწარ არ ეკონტაქტდება ფეხბურთელებს? რა სიტუაციაა გუნდში არ უნდა იცოდეს? გამოდის, რომ ყველა წყნარადაა, ის მშვიდად არის, წყნარ დღევანდელობას გვიხატავს, ნათელ მომავალს. გამოდის კი, რომ ყველაფერი ტყუილია? შემდეგ! რამდენი ხანია რაც წინა მფლობელი ვითომ და წავიდა გუნდიდან. ისიც მართალია ყველაფერში - თავის ინტერვიუებში ასე ამბობდა. ჩატარდა აუდიტი? შეამოწმა ვინმემ ძველი ბუღალტერია? წელიწადზე მეტი გავიდა! მისი აღარც გვარი მახსოვს და არც სახელი. ტორპედოს ფულებით (ძირითადად "გათეთრებული" ფულებით) გულაობს სადღაც და კიდია ტორპედოც და მთელი დუნიაც და არც არაფრის არ ეშინია. სანამ ქვეყანაში არ გასამართლდება 1991-92 წლების პუტჩი და მისი მონაწილეები, სანამ არ გასამრთლდება ნაცმოძრაობა, არაფერი გვეშველება. თუმცა რა გასამართლებაზეა ლაპარაკი, როცა დიდუბის მეტროსთან ქართველებს ავტომატიდან მსროლელი დღეს ნაცების სიაში პირველი ნომერია... უშველე უფალო საქართველოს, ქართველებს. და ტორპედოსაც... თუ შეგიძლიათ, დაბეჭდეთ! იქნებ ვინმემ წაიკითხოს და მართლა ეშველოს ჩვენ ქვეყანას.
alexandre
30 ოქტომბერი 2020 13:48
15
ვინც გენერალური სპონსორი დაგუგლა და სიცილით არ გაიგუდა ყველამ იცოდა რომ აფერისტი იყო
ზორბეგი
30 ოქტომბერი 2020 13:27
1
ვინც თავი შეიწუხა და მოძებნა ინფორმაცია იმან იცის რა ტრუხაცაა მანინო. სახეზეც ეტყობა
გიორგი გორგაძე
30 ოქტომბერი 2020 16:47
0
გერმანელები თუ ავსტრიელები,რომ იყვნენ ჩამოსული ისინი მოიშორეს ალბათ,რომელიღაც ცნობილი კლუბიდან იყო წარმომადგენელი,სერიოზული ხალხი ჰაერზე ფულს არ დებენ,ჰოდა მოსთხოვეს ალბათ რაღაც სისულელე და წავიდნენ,მოკლეთ კურუფცია ყველგან,არ მაინტერესებს პოლიტიკა,მაგრამ აბა რა არის,შეჭამა კაცმა ფული და არაფერი,რა თქმა უნდა მერიაშიც მიიტანდა ჰოდა გადაუხადეთ ბიჭებს ხელფასები,ჯიბიდან გადაუხადეთ არაკაცებო,ან გააკოტრეთ ოფიციალურად და მორჩა რას ერჩით ამ ხალხს,ერთი თქვენ არ მოგცენ ხელფასი და რას იზამდით ვნახავდით,ქუთაისს უნდა ჰყავდეს გუნდი და კარგი სტადიონიც,არ ვარ ქუთაისელი,ბათუმელი.ვარ გული შემტკივა უბრალოდ,ტორპედო იყო სამჭედლო ქართული.ფეხბურთის და რას დაამსგავსეთ რა ფეხბურთელები იზრდებოდნენ ქუთაისში დღეს რა ხდება რა ხდება და ყვლიფავენ ყველაფერს.
გოჩა
30 ოქტომბერი 2020 12:59
1
ეს მანინი არის თუ ვინც არის თავიდანვე ეტყობოდა რა აფერისტიც იყო.
ტოტტი
30 ოქტომბერი 2020 12:13
1
ეხხ ძალიან ცუდი ამბავია, სამწუხაროდ თავიდანვე ცუდი სუნი ასდიოდა ამ ამბავს, ხმამაღლა არ დამიწერია, ამიკლებდნენ შურიანი ხარო ან კარგის დანახვა არ გინდაო, ვიღაც შეურაწყობასაც მომაყენებდა, არადა თუ კარგად დააკვირდებოდით რას იძახდნენ და რას გვპირდებოდნენ, მოაზროვნე ადამიანი უნდა მიხვედრილიყო, რომ ბლეფთან გვქონდა საქმე, უბრალოდ უამრავი გულშემატკივარი გააჩუმეს დროებით. ვიღაც იტყვის ურემი რომ გადაბრუნდება მერე ადვილია ლაპარაკიო, კი ბატონო მართალია, მაგრამ სულ არ თქმას მერე ხმის ამოღება მაინც ჯობია. ქუთაისს იმხელა რესურსი და გამოცდილება აქვს, აუცილებლად დაგვიბრუნდება კარგი გუნდით და კიდევ ბევრ კარგ ფეხბურთელს გაუზრდის საქართველოს, მთავარია ისეთი ხალხი დაასაქმოთ ვისაც ფებურთი უყვარს და არა ფული!
გიორგი
30 ოქტომბერი 2020 13:09
1
საქართველოს დღესდღეობით არ აქვს იმის საშუალება, რომ უმაღლესი ლიგა ჰყავდეს და ევროსარბიელზე გავიდეს. ქვეყანა, სადაც ფეხბურთში წელიწადში იმდენი ფული იხარჯება რამდენიც ევროპის ერთი საშუალო გუნდის ბიუჯატია, წარმატების პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ მაღალ დონეზე უნდა განვავითაროთ ბავშვთა ფეხბურთი და ძირითადი ყურადღება და ფული ასაკობრივ ნაკრებებში უნდა ჩავდოთ. ტალანტიური ახალგაზრდები კი ევროპაში გავყიდოთ, სადაც მაღალი კლასის ფეხბურთელებად ჩამოყალიბდებიან და მათგან დაკომპლექტდება ქვეყნის ნაკრები. რაც შეეხება კლუბურ ფეხბურთს აქ შეიძლება ორი ლიგა გვქონდეს და ის ბიჭები ითამაშებენ, რომლებიც ტალანტები არიან, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ იყიდა. ვფიქრობთ იმ ფულით რასაც ქვეყანა ფეხბურთში დებს, მეტის გაკეთება არ შეიძლება.
ჟორა გაბრიჭიძე
30 ოქტომბერი 2020 12:25
12
ჩემო ირაკლი.
ვალდებულება კი არა კანონით უნდა იყოს განსაზღვრული (თუკი საჭიროებაზე მისდგა საუბარი)რომ 1-2-3 ლიგის კლუბები განეკუთვნებიან "მხოლოდ პროფესიონალური ლიგის სტატუსს" შესაბამისად პროფესიონალური ლიგის სტატუსის მატარებელი შეიძლება იყოს "არამომგებიანი სააქციო საზოგადოებები" რომელთაც აქციონერთა დიდი ოდენობა აფინანსებს ( მინიმუმ 1000 აქციონერი) კომერციული სააქციო საზოგადოებები და კომერციული ფირმები, არავითარი ააიპ და სახელმწიფო შპს აქ არ უნდა არსებობდეს.
სახელმწიფომ რეზულტატების წახალისების გარდა არცერთ სხვა რაიმე დაფინანსებას არ უნდა მიჰბაძოს ამ პროფესიონალურ ლიგებში.სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ბავშვთა აკადემიები,მათი ინფრასტრუქტურა და ის რაც ზრუნვას განეკუთვნება.
გამოაცხადონ რომ მომავალი წლიდან უმაღლეს ლიგაში იქნება იმდენი კლუბი, რამდენიც გარანტირებულად წარადგენს მინიმუმ 3 მილიონი ლარის ბიუჯეტს და მისი შესრულების მექანიზმებს, მეორე ლიგაში 2 მილიონის ბიუჯეტი, ხოლო მესამეში კი 1.5 მილიონის ბიუჯეტი. ჰოდა ყველა იქ მოხვდება სადაც ფული ეყოფა. შემოიღონ ფინანსური მაჩვენებლებით მონაცვლეობის პრინციპი, რომ თუკლი ეს ორი კლუბის ნება იქნება ადგილები გაცვალონ 1-3 ლიგას შორის,ან 1-2 ლიგას შორის. ასეთები იქნება 1-2 წელიწადი და ისიც ერთეულები, მაგრამ სამაგიეროდ ფულიანები დალაგდებიან მათი შესაძლებლობების მიხედვით, მერე კი ერთმანეთს გაეჯიბრებიან.
სხვა გზა არ არსებობს. იქნება 7 კლუბი უმაღლესი ლიგისათვის? იყოს 7, იქნება 17? იყოს 17, ასე უფრო ადვილად ჩამოყალიბდება სისტემა ვიდრე ბიუჯეტის ფულით კერძო კომერციული კომპანიების ფინანსირებით.
რაც შეხება სამოყვარულო ფეხბურთს, ის უნდა იყოს 1 ლიგით, 20 კლუბით და 300 000 დაფინანსებით წელიწადში თითო კლუბზე. ეს რეგიონებში ცხოვრებას გამოაცოცხლებს და ამით ღირს ამ ფულის ხარჯვა, მათ შორისაც გამოჩდებიან ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდები.
jango
30 ოქტომბერი 2020 18:42
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული