გია ცეცაძე: "სამტრედიაში" ფეხბურთელები უცხოეთიდანაც მოდიან, ქართველებსაც ველოდებით

AutoSharing Option
"სამტრედიას" ახალმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ კლუბის საიტთან გუნდის პრობლემებსა და ამოცანებზე ისაუბრა:

"პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ვარჯიში გვიან დავიწყეთ, ფეხბურთელები მოდიან და ემზადებიან კონდიციების ამაღლებისთვის. სიტუაცია ასეთია - გუნდს თავისი მოსამზადებელი პერიოდი აქვს და ეს ეტაპები უნდა გავიაროთ. ჩემპიონატი როცა დაიწყება, უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ კვლავ მოსამზადებელ პერიოდს გავდივართ. ალბათ, მაქსიმუმ 5-6 კვირა დაგვჭირდება, რათა ფორმაში შევიდეთ.

სეზონი როცა დაიწყება, რეალობა ის არის, რომ კარგ ფორმაში ვერ შევხვდებით. ფეხბურთელები უცხოეთიდანაც მოდიან, ქართველებსაც ველოდებით. ვნახავთ, როგორ ფორმაში იქნებიან. რომ გითხრათ, იდეალურ ფორმაში
შევხვდებით-მეთქი, მოგატყუებთ, რადგან ამას ყველა ხედავს.

მიზანი რეალურად უნდა დავისახოთ და ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გუნდი ეროვნულ ლიგაში დარჩეს. ეს წელი ასე იქნება და დანარჩენი მერე უკვე გამომდინარე იქიდან იქნება, თუ როგორი იქნება ჩვენი სამუშაო პროცესი.

ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობით კმაკოფილი არ ვარ. არის 3-4 ფეხბურთელი, ვისაც ვთვლი, რომ მზადაა დაიწყოს თამაში უმაღლესი ლიგისთვის. დანარჩენები ფორმის აღდგენის პროცესში არიან.

აქ იმიტომ ვარ, რომ სამტრედიელი გულშემატკივარი მიყვარს. ყველაზე კარგად, სადაც მიგრძვნია თავი, ეს სამტრედია იყო. ყველასთან ვიტყვი, რომ აქ არ ვიღლები; პირიქით, ვგრძნობ იმას, რომ რამდენი საათიც უნდა ვიმუშაო, ამ გუნდში დაღლას ვერ ვგრძნობ. გულშემატკივარი ძალიან მიყვარს და ვაფასებ მათ დამოკიდებულებას. პირადი გრძნობებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ სამტრედიაში ყოველთვის ვგრძნობ დაფასებას, სიყვარულს და ეს არსად არასოდეს მიგრძვნია. სადაც გრძნობ, რომ მათ უყვარხარ, იქ უნდა იყო და სწორედ ამიტომ ვარ აქ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალია სამტრედია არასახარბიელო მდგომარეობაშია, მაგრამ მანამდე ძალიან უიმედოდ ვიყავი ეხლა კი იმედი გამიჩნდა მიხარია, რომ ბატონი გია ცეცაძე სამტრედიას ჩაუდგა სათავეში მე მისი მჯერა. ყველა სამტრედიის გულშემატკივარი მხარს უჭერს ბატონ გიას ჩვენ მისი იმედი გვაქვს და წარმატება მინდა უსურვო
გიორგი
21:09 12-02-2021
2
გია,შენთვის ნაცნობი და მისაღები არც კლუბში დარჩენილთაგანაა ვინმე და არც ჩამომსვლელ 2 კაპიკიან ფეხბრუთელ ლეგიონერთაგან.
თუ შენ კარგა ხანს და პირადად არ იცნობ ფეხბურთელს ისე რთულია მათგან გუნდის დაყენება, ეს შენი კონკრეტული თვისებაა, ამან გაამართლა ნაკრებში და სამტრედიაში 2015-17 წლებში, მაგრამ ახლა რას აპირებ?ღირდა კი ამად შენი მოსვლა ასეთ კლუბში? მჭედლიშვილი,სანდოხაძე და შერგელაშვილი, მანჯგალაძე მოგყავს?
არ განმეორდება 2017-ის ისტორია უცბად წასვლით?
jango
13:33 12-02-2021
9

სიახლეები პოპულარული