ეროვნული ლიგა. VII ტური. უგოლო ფრე იმერეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული  ლიგის მეშვიდე ტურში იმერული დერბი შედგა. ჩემპიონატის აუტსაიდერებმა, "სამტრედიამ” და "ტორპედომ", უგოლო ფრე ითამაშეს.

გუნდებმა ბევრი სახიფათო მომენტი და თვალსასეირო სანახაობა ნამდვილად ვერ შემოგვთავაზეს. ფრე ლოგიკური შედეგი იყო, თუმცა შეხვედრაში საკამათო ეპიზოდებიც იყო.  თამაშგარე მდგომარეობის მოტივით, "სამტრედიელების" გოლი არ ჩაითვალა. არსებული ვიდეოგამეორებით რთულია, გადაჭრით რაიმე ამტკიცო. ამის შემდეგ მაასპინძელთა მხრიდან  პენალტზე აპელირებაც იყო. ბოლო წუთებში სამტრედიელები მეტად აქტიურობდნენ, თუმცა მეტოქის კართან რეალური ხიფათი მაინც  ვერ შექმნეს. უკანასკნელ წუთებში ჯერ მასპინძლებმა  ვერ მოაწოდეს კუთხური ხეირიანად, შემდეგ არც ვაჟა ტაბატაძის კუთხურს მოჰყოლია რაიმე შედეგი და გიორგი ყრუაშვილის საფინალო სასტვენის ხმაც
იქვე გაისმა.

"ტორპედო" და "სამტრედია", შესაბამისად, მე-8 და მე-9 ადგილებს იკავებენ, უკანასკნელ  საფეხურზე კი წყალტუბოს "სამგურალია", რომელიც ხვალ, 7 აპრილს, თბილისის “ლოკომოტივს" ესტუმრება. რაც შეეხება ამ გუნდების  მომდევნო ტურს, "სამტრედია" 11 აპრილს თბილისის "დინამოს" ესტუმრება, ამავე დღეს კი "ტორპედო" "ლოკომოტივს" მიიღებს.

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ტორპედო 0-0

სამტრედია:  კულუა, გიორგაძე, სამბუ, ერაძე, იოსელიანი (კ) (იბრაჰიმი, 90+2), მესიაჩენკო (რობაქიძე, 86), ცეცხლაძე, კვირკვია, ჯიქია (კობახიძე, 46), რუხაძე (ილურიძე, 64), ჟუნიორი (ლომთაძე, 86)

მწვრთნელი: ცეცაძე

ტორპედო:  ჰამზიჩი, ტაბატაძე (კ), მირცხულავა, ჩაკვეტაძე, ნადარაია, ჩალაძე (ტუიჩიბაევი, 84), რეკიში (ზარია, 79), მამასახლისი, ბუკასი, შარვაშიძე (კვერნაძე, 46), ზიდანი

მწვრთნელი: აშვეთია

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან ცუდი გუნდია სამტრედია,უნდა გავარდეს აუცილებლად,ხელს გვიშლის..
საგურამო ლოკო
01:22 07-04-2021
3
უმსგავსო და სამარცხვინო მსაჯობა სამტრედიაში ყრუაშვილის თუ ყურაშვილის ხელმძღვანელობით, ეს იყო 1000%-ით მოპარული და ქუთაისლების სასარგებლოდ წართმეული მატჩი. გოლიც სუფთა იყო და პენალტიც.
ამ მსაჯმა საერთოდ დაანებოს თავი მსაჯობას სჯობს.
jango
22:38 06-04-2021
3

სიახლეები პოპულარული