გამოუყენებელმა პენალტმა "ტორპედო" გატეხა და "ლოკომოტივთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მერვე ტურში „ლოკომოტივმა“ გასვლაზე „ტორპედოს“ 3:1 სძლია.

მატჩი მართლაც საინტერესოდ გამოდგა, სტუმრები ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კირკიტაძემ დააწინაურა, მეორე ტაიმში მასპინძლებმა აქტიურად შეუტიეს და ტუიჩიბაევმა ანგარიში გაათანაბრა, 69-ე წუთზე კი „ლოკოს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზიდანმა ვერ გამოიყენა და ეს ამ შეხვედრაში გადამწყვეტი ეპიზოდი გახლდათ. ამის მერე ჰამზიჩის კარი შონიამ და შეცვლაზე შესულმა დარცმელიამ დალაშქრეს და „ლოკომოტივმა“ გაიმარჯვა.

„ლოკომოტივი“ 14 ქულით მესამე ადგილზეა, „ტორპედო“ კი 5 ქულით მეცხრეზე.

16 აპრილს „ლოკომოტივი“ თბილისის „დინამოს“ შეხვდება, ხოლო 17 აპრილს „ტორპედო“
წყალტუბოში „სამგურალს“ დაუპირისპირდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - ლოკომოტივი 1:3
გოლები: 0:1 კირკიტაძე (45+1), 1:1 ტუიჩიბაევი (58), 1:2 შონია (71), 1:3 დარცმელია (73)
გამოუყენებელი პენალტი: ზიდანი (69)

ტორპედო (5-3-2): ჰამზიჩი, ტაბატაძე (კ) (ინკუმი 85), მირცხულავა, ტუიჩიბაევი, ჩალაძე, ჩაკვეტაძე, მამასახლისი, ძარია (სალაკუ 74), ბუკასი (შარვაშიძე 81), რეკიში, ზიდანი

მწვრთნელი: აშვეთია

ლოკომოტივი (4-2-1-3): მამარდაშვილი, გაბაძე, კაშია, სანდოხაძე (ანდრონიკაშვილი 22) , ქველაძე, სამურკასოვი (დარცმელია 61), იმრანი, შონია (კ), კახაბრიშვილი (მჭედლიშვილი 74), კირკიტაძე (იაკობიძე (74), გავაშელიშვილი

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

მკითხველის კომენტარები / 5 /
სამტრედიას და ქუთაისს ერთნაირი პრობლემა აქვთ - კონკრეტულად მაგრად თავგზააბნეული მწვრთნელები რომელთაც ის ფეხბურთელები შეატენეს რომლებთანაც მუშაობა შეუძლებელია,რომელთაც არც კლასი აქვთ და არც პროფესიონალიზმი, მაგრად რომ მოინდომა 4-4 კაცს ვერ მონახავ ამ კლუბებში პროფესიონალებს.
ამ ორ კლუბს ერთად იმდენი ლეგიონერი ჰყავთ ( 16, სათითაოდ 8-8) რომ ერთ კლუბს კიდევ შეჰქმნიდნენ, ყველა უვარგისია ინკუმის და სამბუს გარდა.
კითხვა ბუნებრივი ისმის, ვის ან რისთვის სჭირდება ასეთი არაფრისმქნელი კლუბების არსებობა?იმათ ვინაც ბიუჯეტის ფულს ითვისებს?
თუ გასულ წელს სამტრედია გავარდნას გადაურჩა იმით რომ გადათამაშებაში არ მოხვდა, ახლა პირდაპირ გავარდება გადათამაშებასაც ვერ ეღირსება, ტორპედო კი გადათამაშებას ვერ ასცდება.
jango
12:47 12-04-2021
0
Უყურებდი ვიდეოს და ვფიქრობდი:გამოვა ეხლა kutaiseli, ამჯერად x და არაქართული შრიფტით დაწერს რომ მსოფლიო ფეხბურთის ხერხემალის დამარცხებაში დამნაშავეა ფეხბურთის ფედერაცია, რომან ფიფია,მსაჯები,პანდემია და რომ მთელი მსოფლიო დაინტერესებულია მსოფლიო ფეხბურთის სამჭედლოს დაშლით და რა ვიცი კიდე რას...
Ისე ლოკომოტივს დიქტორისთვის მაინც ეცლია გოლების გამოცხადება რა იქნებოდა
ბაბუაწვერა
06:48 12-04-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული