თბილისის "დინამომ" პასიურ "საბურთალოს" უპრობლემოდ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში თბილისის "დინამომ" "საბურთალო" 4:0 დაამარცხა.

ბათუმში წაგების შემდეგ თბილისის „დინამო“ მოედანზე მეტად მოტივირებული გავიდა, პირველივე ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანა და მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტა. დუბლი მარუშიჩმა შეასრულა და 7 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. „საბურთალო“ კი უჩვეულოდ პასიური იყო და არაფერი გამოსდიოდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, შეცვლაზე შესულმა გაბედავამ კომპენსირებულ დროში ლამაზი გოლი გაიტანა და თბილისის "დინამომ" მიმდინარე სეზონში "საბურთალოს" მეორედ სძლია.

ამ გამარჯვების შემდეგ თბილისის „დინამო“ ქულების რაოდენობით ლიდერ ბათუმის „დინამოს“ დაეწია და
16 მაისს „თელავს“ უმასპინძლებს, ხოლო „საბურთალო“ იმავე დღეს ბათუმში ადგილობრივ „დინამოს“ დაუპირისპირდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საბურთალო - დინამო (თბ) 0:4
გოლები: 0:1 მარუშიჩი (12), 0:2 ახვლედიანი (18), 0:3 მარუშიჩი (45, პენ), 0:4 გაბედავა (90+1)

საბურთალო (4-2-3-1): გოშაძე, მალი, ლაცაბიძე, ჯგერენაია, მუდრაკი (ცნობილაძე 46), შ. ნონიკაშვილი (კაკუბავა 46), ი. ტაბტაძე, ტერა (ლ. ნონიკაშვილი 76), მანდრიჩენკო, კოხრეიძე (კ) (გოჩოლეიშვილი 62), თ. ტაბატაძე (შულაია 62)

მწვრთნელი: შუბითიძე

დინამო (თბ) (3-2-3-2): კვასხვაძე, კობოური, მონხილი, სპორკსლედე, ხვადაგიანი (ბენიო 80), ხარაბაძე (იაშვილი 46), პაპავა (კ), კუცია (ქარდავა 64), მექვაბიშვილი, ახვლედიანი (გაბედავა 85), მარუშიჩი (მორჩილაძე 80)

მწვრთნელი: ნემსაძე

მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ არ იყო ანანანიძე? არც კომენტატორს არ უთქვამს,არც ჟურნალისტები არ წერთ!
gia jashi
10:27 13-05-2021
0

სიახლეები პოპულარული