"თელავს" ახალი მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი ჰყავს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "თელავს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - გუნდს 41 წლის გიორგი მიქაძე გაწვრთნის.

გიორგი მიქაძე 1980 წლის 21 მარტს დაიბადა თბილისში და ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ (თამაშობდა თბილისის "დინამოში", "ლოკომოტივში", "ზესტაფონში" და კიდევ არაერთ ქართულ კლუბში) სამწვრთნელო საქმიანობა 2013 წლიდან დაიწყო - "ზესტაფონი", მარტვილის "მერანი", საქართველოს 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებები, "სამტრედია"... ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, სადაც მიქაძეს აქამდე უმუშავია.

სიახლეა სამწვრთნელო შტაბშიც - ბესიკ აბულაძე, რომელიც გუნდს რევაზ გოცირიძის წასვლის შემდეგ დროებით წვრთნიდა, მიქაძის პირველი თანაშემწე იქნება, ხოლო
მეორე ასისტენტად ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, 39 წლის სერგი ორბელაძე იმუშავებს, მეკარეების მწვრთნელი კი 44 წლის ლევან აბაშიძე იქნება.


წყარო: ს.კ. "თელავის" პრესსამსახური

alt"ტორპედომ" გასვლაზე "თელავი" გაანადგურა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული