"ბავშვობის მეგობარს ფინანსურად ვეხმარებოდი და იცით, რა მითხრა?" - ვიქტორ ოსიმენი

AutoSharing Option
"ნაპოლიდან" "გალათასარაიში" განათხოვრებულმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"ჩემს ბავშვობის ერთ-ერთ მეგობარს თანხას ვუგზავნიდი, მან კი ერთ დღესაც მითხრა, რომ ბიზნესის დაწყება სურდა და დახმარების თანხა გამეზარდა. მე მას 5 000 ევრო გავუგზავნე, იცით, რა მითხრა? "გაზეთებში წავიკითხე, რომ ყოველ კვირას მილიონ ევროს შოულობ და ველოდებოდი, რომ დაახლოებით 50 000 ევროს გამომიგზავნიდი, რათა ბიზნესი დამეწყოო".

ძალიან გავბრაზდი. მინდოდა გაგზავნილი თანხა უკან დამებრუნებინა მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ფული, რომლითაც მას ვეხმარებოდი, ნიგერიაში უამრავი რამის ყიდვა შეგიძლიათ, 5 000 ევროდ ევროპაში
მხოლოდ ფეხსაცმელს შეიძენთ, თუმცა ნიგერიაში სიღარიბეა და ამ თანხად ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. როდესაც ნიგერიიდან ევროპაში მოვდიოდი, ერთი დოლარითაც კი არავინ დამხმარებია. ქუჩაში ვიდექი და წყალს ვყიდდი.

ხალხმა უნდა ისწავლოს და დააფასოს ის, რასაც საჩუქრად მიიღებენ", - განაცხადა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, ნიგერიელი ფორვარდი სეზონის დასრულების შემდეგ "პარტენოპეიში" დაბრუნდება, დიდი ალბათობით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი აფრიკელის სხვა ევროპულ კლუბში გაყიდვას შეეცდება.

alt"მანჩესტერ იუნაიტედი" "ნაპოლის" ოსიმენის სანაცვლოდ ფეხბურთელს და ფულს სთავაზობს - დე ლაურენტისის პასუხი ცნობილია

altოსიმენის დუბლი ზედიზედ მეორე მატჩში და თანაგუნდელისთვის მიძღვნილი გოლი [VIDEO]

alt"იბრაჰიმოვიჩი ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობს და მზადაა "ნაპოლის" ლეაო დაუთმოს, ყველაფერი "კვარაზეა" დამოკიდებული" - იტალიელი ჟურნალისტის სენსაციური ინფორმაცია

მკითხველის კომენტარები / 29 /
სოციალიზმი არის საჭირო კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს თორემ ჯამაგირი არ ეყოფა კაცს ესაა ფსიქოლოგია იმ დალოცვილ ერთს რომ უნდა 50 000 იქნებ სხვასაც უნდა რამდენი ეყოლება ოსიმენს მაგისნაირი ...ამიტომ ფულია თხოვნა სირცხვილია ხელფასი დამინიშნეო ეგრე გამოდის
გიო
11:10 27-11-2024
1
იმ საწყალს ანკესი უთხოვია რომ მისთვის თევზი მეტი არ ეთხოვა. უნდა მიეცა ერთხელ დიდი თანხა.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული