ბათუმში არჩასათვლელი ჩაითვალა - ლიდერთა სტატუს-კვო შენარჩუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ერთსა და იმავე დროს 3 მატჩი ჩატარდა - ლიდერებმა იმარჯვეს და სატურნირო ცხრილში არაფერი არ შეიცვალა. ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" 31-31 ქულა აქვთ.

ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „საბურთალო“ 4:1 დამარცხა
დებიუტში შინდაგორიძემ ძალიან შორიდან დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა, კარის ხაზს მიღმა დაეცა, თუმცა მსაჯებმა ვიდეოგამეორების გარეშე მომენტი ვერ დააფიქსირეს და გოლი ჩათვალეს. ტაიმის მიწურულს კი კოხრეიძემ მეურვეს საჰაერო დუელი მოუგო და დაახლოებით 12 მეტრიდან დალაშქრა კუპატაძის კარი.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს, სამი უპასუხო გოლი
გაიტანეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ მამუჩაშვილი იყო, რომელმაც თავის მიერ მოპოვებული პენალტი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბათუმი. „ბათუმი არენა“
დინამო (ბთ) - საბურთალო 4:1
გოლები: 1:0 შინდაგორიძე (6), 1:1 კოხრეიძე (42), 2:1 მამუჩაშვილი (57, პენ), 3:1 ფანცულაია (72), 4:1 მანჯგალაძე (78)

„თბილისის „დინამომ“ სახლში აუტსაიდერ „თელავს“ მინიმალური ანგარიშით სძლია
მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობა ფლობდნენ, მაგრამ გოლი მხოლოდ 65-ე წუთზე გაიტანეს - ჩოჩიშვილის კარი 18 წლის ხვადაგიანმა დალაშქრა.

თბილისი. „დინამო არენა“

დინამო (თბ) - თელავი 1:0
გოლი: ხვადაგიანი (65)

"ლოკომოტივმა" მოიგო და "საბურთალოს" დაეწია
„ლოკომოტივს“ საგურამოში „სამტრედიამ“ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ „ლოკომ“ იმარჯვა და მეტად საჭირო 3 ქულა მოიპოვა - ისევე როგორც "საბურთალოს" 21 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა.

საგურამო. „ლოკო - საგურამო“
ლოკომოტივი - სამტრედია 3:1
გოლები: 1:0 იმრანი (10), 1:1 კვირკვია (53), 2:1 იაკობიძე (66), 3:1 იმრანი (72)

მე-15 ტური

კვირა. 23 მაისი
ლოკომოტივი - დინამო (ბთ)
დილა - დინამო (თბ)

ორშაბათი. 24 მაისი
შუქურა - ტორპედო
თელავი - საბურთალო

სამშაბათი. 25 მაისი
სამტრედია - სამგურალი

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვპასუხობ ნაპასუხებს: ორივე შემთხვევა 1-1 ზე იყო, იმ დროს არჩათვლილი გოლი(სამართლიანად), სხვანაირად განავითარებდა მოვლენებს, მერე "ტრუხა" პენალტი და გაფუჭდა საბურთალო,იგრძნო რა მსაჯთა არასამართლიანობა. შესაძლოა მაინც სხვა აგარიში დამჯდარიყო, მაგრამ რატომ იძლევიან ლაპარაკის საბაბს? ერთხელაც ბათუმელთა არასასარგებლოდ ნამსაჯი მოხდეს და მერე ამოგიღიათ ხმა ბათუმლებს,პირველი მე ვიქნები გამლანძღველი, ახლა შეგერგოთ და გაიხარეთ.....
gela 67
23 მაისი 2021 18:35
0
ყრუაშვილი, ეს ვითომ ფიფას არბიტრი. ეს კაცი არის ყველაზე ცუდი მსაჯი კიკაჩეიშვილთან ერთად საქართველოს ჩემპიონატში.
ქობულეთიდან
18 მაისი 2021 16:44
0
საბურთალო უფრო მეტის ღირსია,უპრინციპო ადამიანები ხემძღვანელობენ და მექრთამეები ხეჩოიანიშვილის სახით...
loko
17 მაისი 2021 10:12
6
ბათუმმა სულ სახლში რო ითამაშოს არა?
წარმოიდგინეთ ეს თამაში მიხეილ მესხი 2ზე რა უბადრუკობა იქნებოდა.
ბათუმი,დინამო არენა,ლოკომოტივი,გორი,ტორპედო,პეტრიაშვილი არენა..ამათ უნდა დაემატოს ზუგდიდის სტადიონი და 1-2კიდე უნდა გაკეთდეს რო ნელ-ნელა ჩემპიონატს დავემგვანოთ.ფოთი არ მინახავს ჯერ.
სამტრედიაში სარბენ ბილიკებზე მაინც არავინ არ დარბის,ხო შეიძლება 9-10საფეხურიანი ტრიბუნები მიადგან ყველა მხრიდან თავისი განათებით,1-2 მილიონი ლარი თუ დაჯდება და ის სამარცხვინო რაიკომის მდივნის ლოჟა მოანგრიონ,მშვენიერი იქნებოდა..
Levani
17 მაისი 2021 00:17
1
ერთ-ერთი უმსგავსო და უსმარცხვინოესი მატჩი ბოლო წლების რაც მე მინახავს.
მსაჯებმა 3 გოლი გაუტანეს საბურთალოს.
ეს ბრიგადა სამუდამოდ უნდა დაისაჯოს და მოიკვეთოს მსაჯობიდან, ხოლო ბათუმის დინამომ კი თუკი იქ ვაჟკაცები არიან ტოპმენეჯმენტში, თვითონ უნდა მოითხოვოს მატჩის გადათამაშება თავისივე ან ფედერაციის ხარჯებით.
jango
16 მაისი 2021 21:26
2
კაი ერთი რაც შარშან ბათუმს გაუკეთეს ნურას უკაცრავათ რა მოვიგეთ დამსახურებულათ 3-1 და მორჩა
ალექს
22 მაისი 2021 03:52
2

სიახლეები პოპულარული