თბილისის „დინამო“ კაცნაკლულ „სამგურალთან“ დამარცხდა, „თელავმა“ 90+4-ე წუთზე იმარჯვა, "ლოკომოტივი" სამეულში შევიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 23 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-19 ტურის 3 მატჩი გაიმართა.

„თელავმა“ ციცქიშვილის მიერ 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა „სამტრედია“.

რუსთავი. “ტექნიკური ცენტრი“
თელავი - სამტრედია 2:1
გოლები: 1:0 ბაშელეიშვილი, 1:1 ილურიძე (58), 2:1 ციცქიშვილი (90+4)

თბილისის „დინამოს“ გალიდერების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ საკუთარ მოედანზე მოულოდნელად 1:2 დამარცხდა „სამგურალთან“, რომელიც 67-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - სამგურალი 1:2
გოლები: 0:1 ლექვთაძე (1), 0:2 ფონიავა (17), 1:2 გაბედავა (60, პენ)
გაძევება: გილმორი (სამგურალი - 67)

„ლოკომოტივმა“ „საბურთალოს“
2:1 სძლია და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა - მესამეზე გადავიდა.

თბილისი. მიხეილ მესხი“

საბურთალო - ლოკომოტივი 1:2
გოლები: 0:1 სიხარულიძე (45+1), 0:2 გოჩოლეიშვილი (46), 1:2 მჭედლიშვილი (89)

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვეცაძე მწვრთნელია და არა ფოკუხნიკი, ის ბიუჯეყი რაც "სამტრედიას" აქვს შეუხლებელია შედეგზე ფიქრი. იქნებ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ბ-ნი კალაძე ჩაერიოს და მინიმალური ფინანსურ ი თანადგომა აღმოუჩინოს კლუბს.
რატი
09:19 25-06-2021
0
მოაშორეთ ეს კაცი სამტრედიას, მთლად დააქცია და მოანადგურა კლუბი ამ ხუციშვილმა, საიდან მოვიდა, ვინ მოიყვანა, რა უფლება აქვს ამ კლუბზე საერთოდ?
კაკო
14:00 24-06-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული