ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა გეგუჩაძემ „სივასპორთან“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ რიგი წამყვანი ფეხბურთელები დასვენების მიზნით არ დააყენა სასტარტოში, მიუხედავად ამისა, მისი გუნდი სრულ უპირატესობას ფლობდა და მე-16 წუთზე წინაც გავიდა, როდესაც ნავალოვსკის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში გიორგაძემ ჩაჭრა. ამის შემდეგ ფლამარიონს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. მასპინძლები რამდენიმეჯერ მეკარე ქურდაძემ გადაარჩინა, შემდეგ კი მოულოდნელად ანგარიში გათანაბრდა - ამჯერად ავტოგოლი მარგველაშვილმა გაიტანა. სამწუხაროდ, 44-ე წუთზე ფლამარიონმა ტრავმა მიღო და შეცვალეს.
შესვენების შემდეგ გეგუჩაძე იძულებული შეიქნა ცვლილებები განეხორციელებინა და მოედანზე ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი შეუშვა. თამაშის სურათი არ შეიცვალა და 81-ე წუთზე მამუჩაშვილმა შორიდან ლამაზი დარტყმით გოლი გაიტანა, ხოლო კომპენსირებულ დროში შინდაგორიძე გიორგაძეს გასცდა და მისი პასით ნიქაბაძემ საბოლოო ანგარიში დაფიქსირა.
მოკლედ, "სივასპორთან" შეხვედრამდე ბათუმის "დინამომ" გაიმარჯვა და ლიდერობა დაიბრუნა.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სამტრედია 3:1
გოლები: 0:1 გიორგაძე (16, საკ. კარში), 1:1 მარგველაშვილი (28, საკ. კარში), 2:1 მამუჩაშვილი (81), 3:1 ნიქაბაძე (90+5)
დინამო (ბთ) (4-1-2-3): ალავიძე (კ), ნავალოვსკი, მარგველაშვილი, გაგოშიძე, ჩაბრაძე (მამუჩაშვილი 46), ტეიდი (ალთუნაშვილი 46), გაფრინდაშვილი, ჯიღაური (აზაროვი 46), მანჯგალაძე, ფლამარიონი (შინდაგორიძე 44), ფანცულაია (ნიქაბაძე 53)
მწვრთნელი: გეგუჩაძე
სამტრედია (3-4-1-2): ქურდაძე, გიორგაძე, მჭედლიშვილი, ასათიანი, ახალაძე (კვირკვია 79), გადრანი, ენდელაძე, პავიშიჩი (მესიაჩენკო 63), არაბიძე (კ), ილურიძე (ლომთაძე 59), პრელჩეცი (შენგელია 79)
მწვრთნელი: ცეცაძე