ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

14 აგვისტოდან ეროვნული ლიგა შეჩერდება

AutoSharing Option
14 აგვისტოდან ეროვნული ლიგა შეჩერდება, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა:

"ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენციის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესაბამისად, 14 აგვისტოდან სფფ-ის ეგიდით გასამართი ყველა ჩემპიონატი დროებით შეჩერდება. დადგენილების თანახმად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგა 4 სექტემბრიდან განახლდება. ტურნირების განახლებული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

13 აგვისტოს დაგეგმილი კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მატჩები შეუფერხებლად გაიმართება".