
საგამოცდო მოდულში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ფირცხალაიშვილმა. თეორიული და პრაქტიკული სესიის წარმატებით ჩატარების შემდეგ მათ უეფას PRO ლიცენზია მიენიჭათ.
მწვრთნელების PRO ლიცენზიები სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა ზამთარაძემ და მწვრთნელთა განათლების ხელმძღვანელმა ვასილ მაისურაძემ გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ კურსზე სწავლება როგორც პრაქტიკულ,
ისე თეორიულ სამუშაოებს მოიცავდა და 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. Pro ლიცენზია მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურია და უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან შესაბამისობაშია.
GFF.GE