უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგიული განვითარების გეგმის მონიტორინგის ფარგლებში, ფეხბურთის ფედერაციაში ორდღიანი ვიზიტით უეფას დელეგაცია იმყოფებოდა.

გაიმართა შეხვედრები ყველა დეპარტამენტთან მიზნების გადახედვის, რისკების ანალიზის, სამოქმედო გეგმაზე მუშაობისა და შესრულებული და მიმდინარე მიზნების მონიტორინგის მიზნით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, უეფასთან თანამშრომლობით, 4-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა გასული წლის სექტემბერში წარადგინა. სტრატეგიული გეგმარების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და მოიცვა ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება.

დოკუმენტში ასახულია კონკრეტული მიზანი, ღირებულებები, ნაბიჯები და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი საქართველოში. ამ პროცესში გათვალისწინებულ იქნა კოლეგა
ფედერაციების და უეფას საუკეთესო გამოცდილება, გასული ხუთი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება და პროცესში წარმოქმნილი ახალი გამოწვევების ანალიზი.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
უუუჰ, დავმშვიდდი.
ჰაჰა
00:09 09-02-2023
1

სიახლეები პოპულარული