30-ე წუთზე „დინამო“ ქავთარაძის გოლით დაწინაურდა, მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეიცვალა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე თბილისის „დინამო“ ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 4 ქულით ჩამორჩება. 31 ოქტომბერს თბილისის „დინამო“ „თელავს“, ხოლო ბათუმის „დინამო“ 1-ელ ნოემბერს „საბურთალოს“ უმასპინძლებს, რომელიც 50 ქულით მეოთხე ადგილზეა.