"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 8 დეკემბერს, ეროვნული ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩები მარტვილსა და ქობულეთში გაიმართა.

მარტვილში ადგილობრივმა "მერანმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა. ეროვნულ ლიგაში აღზევების მსურველებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს - მე-13 წუთზე მალელმა ფორვარდმა შეიკნე სილამ მცველები ჩამოიცილა, საჯარიმოში შევიდა, მეკარისგან შორეულ კუთხეში დაარტყა და ანგარიში გახსნა. 

33-ე წუთზე სილამ კვლავ იაქტიურა, დაცვის ხაზის შეცდომით ისევ ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გავიდა. შოვნაძემ ფორვარდი წესების დარღვევით შეაჩერა. თერთმეტმეტრიანი კიჭი მელიავამ დაარტყა - "ტორპედოს" კიპერმა თავისი დანიშნულება შეასრულა და საკმაოდ რთული დარტყმული მოიგერია, თუმცა დამატებაზე მელიავამ
ყველას აჯობა - 2:0.

გია ცეცაძემ მეორე ნახევარი ორმაგი ცვლილებით დაიწყო - მოედანზე ლევან წოწონავა და სამუელ ინკუმი შემოვიდნენ. მარტვილელებმა აქცენტი უფრო მეტად საკუთარი კარის უსაფრთხოებასა და ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთეს. ამავდროულად, მათ რამდენჯერმე მწვავე კონტრშეტევაც შემოგვთავაზეს. სილა ისევ საფრთხეს წარმოადგენდა - შემტევისგან ერთხელ ძალიან ეფექტური თამაში ვიხილეთ.

შეხვედრის ბოლოს, მიდუმის ჩაწოდების შემდეგ, ახვლედიანი ბურთს კარში გზავნიდა, თუმცა მეკარე გიორგი ბეგაშვილმა ამ მატჩში მშვენიერი რეაქცია კიდევ ერთხელ გამოავლინა. საბოლოოდ, ქუთაისელებმა სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს და განმეორებითი შეხვედრის წინ რთული მისია აკისრიათ. 



08.12. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა


"მერანი" - "ტორპედო"


გოლები: 1:0 სილა (13), 2:0 მელიავა (34)

გამოუყენებელი პენალტი: მელიავა (34)

ქობულეთში კი მასპინძელი "შუქურა" "გაგრას" დაუხვდა. შეხვედრა სტუმრებისთვის კატასტროფულად დაიწყო - ორწუთიან მონაკვეთში ლაშა თოთაძე 2-ჯერ გააფრთხილეს და შესაბამისად, მოედანი დაატოვებინეს. 

რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა შეხვედრას გარკვეული დაღი დაასვა. მატჩი დაძაბული გამოდგა, თუმცა მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ მოახერხეს. 



08.12.21 ქობულეთი. ჩელე არენა.

"შუქურა" - "გაგრა" 0:0

გაძევება: თოთაძე (20)

განმეორებითი შეხვედრები 12 დეკემბერს შედგება.



მკითხველის კომენტარები / 13 /
ბრავო "მერანს! საკვირველია ქვეყნის მეორე ქალაქის, დიდი ტრადიციების საფეხბურთო კლუბს, თავკაცად ე.წ. მწვრთნელად ცეცაძეს რო აყენებ, ეს შეურაწყოფაა ქალაქის და გულშემატკივრის, ერთი კლუბი ცოტახნის წინ დააქვეითა,არც კი დაასრულა ჩემპიონატი, გუნდი მიატოვა, იმედით ვიყავით "ტორპედოს" ახალი მფლობელის მიმართ, მაგრამ ჩანს "სამტრედიის"ბედს გაიზიარებენ,ოდნავ თუ მაინც ერკვევით, დაინახავდით რომ, საკმაოდ კარგი შემადგენლობას, ისეთი ტაქტიკით და დავალებით ათამაშებდა, რომ მოხდა ის რაც მოხდა, აქაც იგივე შედარებით ძლიერი შემადგენლობით მეტოქეზე, განადგურდა. მისი ქცევა და მენტალობა ეს ცალკე საუბრის თემაა.
რეზო
08 დეკემბერი 2021 16:35
1
ვულოცავთ მარტვილელებს და თანავუგრძნობ ქუთაისელებს, იმიტომ კი არა რომ დამარცხდნენ, არამედ იმიტომ რომ მსგავს სუბიექტს ჩააბარეს ლეგენდარული კლუბი გასაწვრთნელად, გულშემატკივარი იტყვის თავისას და ბ-ნი კერესელიძე ვიმედოვნებთ დაემშვიდობება იმერული ფეხბურთის მესაფლავეს.
კოტე
08 დეკემბერი 2021 19:12
1
პარლამენტის თავჯდომარის დაპირების კიდევ გჯერათ ქუთაისლებო? ლიგა 3030 იქნება. მანამდე ჭე ლიგაშია ტორპედოს ადგილი , როგორც მთლიანად საქართველოსი ...
დათო სიმართლე
08 დეკემბერი 2021 19:30
13
ესეც ცეცაძე. ამის გაკეთებული საქმე ვნახო ერთი

sormona
08 დეკემბერი 2021 16:29
0
გამახსენდა პარლამენტის თავჯდომარის დაპირება მალე ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთო ტორპედოს !! ეს კლუბი ქართული ოცნების მართველობის სახეა !! რადღეში ჩააგდეს ეს დიდი ისტორიის კლუბი რჵმელიც სავარაუდოდ მეორე ლიგაში გავარდა ....ვიზიარებ ყველას ამ კლუბის ქომაგის გულისტკივილს ყველაფერი ჩვენი ბრალია სახში ჯდომით ქვეყანა არშენდება
შალვა
08 დეკემბერი 2021 16:24
11
"ტორპედოსაც" ეგრე მიატოვებს შუა გზაზე, სადაც კალაძეებს ეგ გაუბედა, რო გუნდი გასავარდნ ზონაში მიატოვა, სხვას რას უნდა ელოდე? ბ-ნი კერესელიძე ჩანს კარგი მენეჯერი თავის საქმეში, მაგრამ ამ მართლაც ისტორიულ კლუბს, მსგავსი მწვრთნელი და პიროვნება არ უნდა აკადრო.ახ.ნაკრების მწვრთნელი საერთოშორისო მატჩზე მსაჯს პირდაპირ შეაფურთხეს, მისგან რა უნდა ისწავლო ან რა უნდა გაიზიარონ. მართლაც რომ "ფურთხის ღირსნი ვართ".
სანი
08 დეკემბერი 2021 18:01
1
რას ატყობთ ეხლა, 10 გუნდიანმა ჩემპიონატმა გამართლა? მე მგონია,რო არა და უარესი შწდეგები გვაქ ევროსარბიელზე, 16 გუნდიანი ჩემპიონატი 2 წრედ ჩატარება ბევრად აჯობებს, პლიუს თასის თამაშები და კიდევ, რო იყოს მეორე ვინმეს სახელობის თასი ფორმალურად, ვისაც უნდა დუბლებით ითამაშებს, აზრი არაქვს რამდენ გუნდიანი იქნება ჩემპიონატი, დონე მაინც ეცემა, სამაგიეროდ რეგიონებში ცოტა გამოიცოცხლებს და მაყურებელიც მეტი იქნება, ფოთში ზუგდიდში ზესტაფონში და ბევრ ქალაქში 5000 კაცი სულ დაესწრება
გოგა
08 დეკემბერი 2021 17:14
7
ვულოცავ მთელს მარტვილის და სამეგრელოს! ცოდვის კითხვა იყო,სამეგრელოს ერთი გუნდი არ მყოლოდა უმაღლეს ლიგაში,წინ კიდევ ერთი თამაშია,თუმცა დარწმუნებული ვარ,ყველაფერს კარგად ჩაამთავრებს გუნდი!მალე, ფოთის "კოლხეთი 1913" და ზუგდიდის "დინამოც" გვენახოს უმაღლესში! ქუთაისს კი ვუსურვებ ყველაფერ კარგს!
ლექსი აზნაური არზნევ მუსკია
09 დეკემბერი 2021 10:25
1
თოთაძემ დააღალატიანა გაგრა თორემ 4-0 მოიგებდნენ,გაუმართლა შუქურას დღეს, თუმცა განმეორებით მატჩში შანსები დაბალი აქვს შუქურას.
ცუდია ელიგაში უმაყურებლო კლუბები, მაგრამ, მოუწევს შუქურას და ალბათ ტორპედოსაც მეორე ლიგის ჩიმპიონის სტატუსისათვის ბრძოლა მომავალ წელს.
Jango
08 დეკემბერი 2021 18:04
1
გულწრფელად ვულოცავ დიდ მეგრელი ხალხს! დამსახურებული გამარჯვება, ჯერ კიდევ შარშან აშკარად "გაკეთებული" ორი თამაშით "მარტვილის დაიჩაგრა, "სამგურალი" რატო ვამჯობინეთ ცოტა არ მესმის, მაგრამ რაც იყო იყო. რაც შეეხება "ტორპედოს", ტიპი რომელიც ყოფილი ხელბურთელია, უდიდესი ტრადიციების მქონე კლუბს ჩაუდგა სათავეში, ეს პროექტი იმთავითვე განწირული იყო, "სამტრედიაში უკან გადრანი და ასათა გყავდეს, წინ ლომთა და არაბა, მოახერხა გუნდის ჩაძირვა, აქაც, ქუთაისს აშკარად გამოცდილი და მებრძოლი ბიჭები ყავს და ყოვლად გაუგებარი ტაქტიკით დაღუპა "ტორპედო".
niko
09 დეკემბერი 2021 12:20
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული