თბილისის "ლოკომოტივი", ფაქტობრივად, დაიშალა - სამწუხარო განცხადება

AutoSharing Option
გიორგი ჭიაბრიშვილის "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ თბილისური კლუბი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ არსებული შემადგენლობით კლუბი, ფაქტობრივად, დაშლილია:

"მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, "ლოკომოტივი" იძულებული გახდა, უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში.

ვწუხვართ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით.

აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც გამოიწვია შექმნილი გარემოება.

ჩვენ ვადასტურებთ, რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა სტრუქტურით მოხდება თანხების განაწილება კლუბებზე.

აღნიშნული მოცემულობები ართულებს
პასუხისმგებლობის აღებას ფეხბურთელების და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ.

თბილისის "ლოკომოტივი" თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა."

altჭიაბრიშვილისა და "ლოკომოტივის" გზები გაიყარა

მკითხველის კომენტარები / 14 /
რა შუაშია ბიჯო დინამო მოსკოვზე მოგება? დინამო მოსკოვი კი არ არის ოკუპანტი-ფეხბურის გუნდია სადაც სხვათაშორის ჩვენი ლუკა გაგნიძე ირიცხება.
რა შუაშია ეს ურა პატრიოტიზმი..
ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ჯერ-ჯერობით ევროტურნირებზე დინამო-ვისლა იყო და მოვიგეთ კიდეც,კიდე უფრო მნიშვნელოვანი ბილბაო-დინამო იყო და იქ ცოტა დაგვაკლდა.
გულშემატკივარს-ვეთანხმები,სწორედ რომ აი დარდი. სათამაშო ბიზნესი საერთოდ ასაკრძალია ყველანაერი ფორმით- საერთოდ ბიზნესიც არ არის-ხალხს გვეთამაშებიან და გვყვლიფავენ.შენ თუ არ თამაშობ რა გარანტია გაქვს რო შენი შვილი არ გაეხვევა მგ მახეში და ოჯახს დაგიქცევს.ან შენი ძმაკაცი რო ცხოვრებას დაინგრევს და ბოლოს თავს მოიკლავს-ასე რამდენს მოუვიდა..თემა აკონტროლე თავი არ არის გარანტია,მე ვაკონტროლებ,მაგრამ ირგვლივ ბევრი ადამიანი გვყავს ვისი უბედურებაც ჩვენც გაგვაუბედურებს.
არ მაინტერესებს ასეთი გუნდი,ნაწილი თანხის ბიუჯეტიდან უნდა ვუხადოთ და მეორე ნაწილი ხალხის გატყავებით ნაშოვნი ფულიდან.
არ იქნება და ნუ იქნება-არც ბებიაჩემზე მიცემული პენსია მინდა რომელსაც მერე ჩემს დეიდაშვილს მოუგებენ.დახურონ და გააჯ..ნ-
ამ თამაშის,გეი კლუბების და ნარკოტიკების პროპაგანდისტებმა.
მოსკოვის დინამო კი არა ხვალ ტანკებით რო მოგადგებიან მეომრები რო არ გვეყოლება-იმიტო რო ჟორამ და შალიკომ ცოლების მოსაყვანი რაც საშუალება ჰქონდათ გემბლინგს შესტენეს და ოჯახები რო არ იქმნება და ბავშვები არ იბადება ქვეყანაში და უბედურება ტრიალებს- თბილისის ლოკომოტივის ლოგოთი დახვდით წინ ტანკებს.
მაგრამ თქვენ ის ხალხი ხართ ვინც საოკუპაციო ხაზთან მიხვალთ და საჯდომს აჩვენებთ მტერს.
Levani
28 დეკემბერი 2021 21:31
8
ახლა ყველა სათამაშო ბიზნესის რეგულაციას დააბრალებს. არადა, გუნდს საკუთარი ბაზა და აკადემია გქონდეს, და ამასთან დაიშალო, მოხერხება უნდა. აკადემია კარგად რომ მუშაობდეს, მარტო აღზრდილების ტრანსფერებით უნდა ხერხდებოდეს გუნდის შენახვა. ჭიაბრიშვილამდეც ქონდა ლოკომოტივს ფინანსური პრობლემები, ხელფასების 70 პროცენტით რომ შეამცირეს და ამის გამო მწვრთნელი რომ წავიდა. მენეჯმენტმა თავისთავს უფრო უნდა დააბრალოს, ვიდრე გარეთ იშვერდეს ხელს.
პელიდი
28 დეკემბერი 2021 21:11
0
გუნდმა რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში მოიგო ყველაზე პრინციპული თამაში ევრო ტურნირებზე, დაამარცხა დინამო მოსკოვი.. და ღირსება აღუდგინა ქართულ ფეხბურთს და გაახარა მთელი ერი, და ამ გამარჯვებით თქვა მთელი ერის სათქმელი. გულსატკენი, საწყენი და ერის სირცხვილია, რომ ეს გუნდი სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ ქრება საფეხბურთო რადარებიდან. დიდი იმედი მაქვს რომ იმ ისტორიული გამარჯვების გამო არ ისჯება ლოკომოტივი, რომელმაც სამარცხვინო მარცხი აგემა დინამო მოსკოვს.. ქართულ მიწაზე. დიდი მადლობა ლოკომოტივს და გიორგი ჭიაბრიშვილს იმ სიხარულისთვის რაც ქართველ ესრს მოუტანეს იმ ისტორიულ და პრინციპულ მაჩში გამარჯვებით.
ირაკლი
28 დეკემბერი 2021 20:18
32
თბილისში ამდენი გუნდი არაა საჭირო, მაინც არ დადიან ფეხბურთზე. რეგიონებს მიაწექით
სიმართლე
28 დეკემბერი 2021 22:59
3
არა გრცხვენიათ ამდენი ხანია სულ დაფინანსებას ითხოვთ ვერანაირად ვერ განვითარდით ბურთის დევნა ეზარებათ ვარჯიში ეზარებათ ტექნიკაზე გამძლეობაზე სისწრაფეზე მუშაობა ეზარებათ ვერც ფეხბურთელებს ზრდით რომ უცხოურ გუნდებს ტაციაობა ქონდეთ იმენა მარტო ფულს ითხოვენ მერე წავლენ ბარში და კოქტეილის წრუპვაზე და ჭორაობაზე ენას იფხანენ იმდენიც არ გესმით სათამაშო ბიზნესი საიდან გაფინანსებთ აბა.თუ რამის თავი გაქვთ წადით ევროპის გუნდებში ითამაშეთ სად რომელი გუნდი გადაიხდის თქვენში ფულს მგონი დამლაგებლებადაც არ აიგვანენ
ესროლე ქვა
29 დეკემბერი 2021 03:21
0
Saxelmwipo tu momcems puls da sponsoric meyola mec viqnebi prezidenti ,egeni ras aketeb marto ylapaven
Oto
28 დეკემბერი 2021 21:44
0
რატო ვერ ამზადებთ ფეხბურთელებს რო გაყიდოთ და მოგებაც დაგრჩეთ სხვა ქვენებში თუ ამზადებენ თქვენც მოიწვიეთ კარგი მწვრთნელები
შოკირებული გულშემატკივარი
28 დეკემბერი 2021 21:15
1
აი დარდი...
გულშემატკივარი
28 დეკემბერი 2021 20:01
28
ეგ კი არა,ქარხანა დაიშალა,ნახევარი თბილისი მუშაობდა მანდ))რა ლოკომოტივი,რეებს ლაპარაკობთ
საღი აზრი
29 დეკემბერი 2021 05:08
0
მოსკოვის დინამომდე ტორპედოს მოუგო მოსკოვში დინამომ ტალახში იგივე ნაკრებმა თბილისში რუსებთან მოგება არიყო პრინციპული და ისტორიული? აპა წაგვეგო. სათამაშო ბიზნესიდან მაყუთი მოგვაკლდაო და რა დინამო მოსკოვი საერთოდ რაშვაშია ამ თემასთან.
Zaza
28 დეკემბერი 2021 21:28
2

სიახლეები პოპულარული