თბილისის "ლოკომოტივი", ფაქტობრივად, დაიშალა - სამწუხარო განცხადება

AutoSharing Option
გიორგი ჭიაბრიშვილის "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ თბილისური კლუბი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ არსებული შემადგენლობით კლუბი, ფაქტობრივად, დაშლილია:

"მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, "ლოკომოტივი" იძულებული გახდა, უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში.

ვწუხვართ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით.

აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც გამოიწვია შექმნილი გარემოება.

ჩვენ ვადასტურებთ, რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა სტრუქტურით მოხდება თანხების განაწილება კლუბებზე.

აღნიშნული მოცემულობები ართულებს
პასუხისმგებლობის აღებას ფეხბურთელების და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ.

თბილისის "ლოკომოტივი" თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა."

altჭიაბრიშვილისა და "ლოკომოტივის" გზები გაიყარა

მკითხველის კომენტარები / 14 /
თუ ფეხბურთელის მომზადება შეგიძლიათ რატო არ ამზადებთ და თუ არ შეგიძლიათ რატო სპეციალისტს არ იწვევთ დავიჯერო 1 მწვრთნელი არ მოგეპოვებათ ცოტა ამტანობა რო ასწავლოს და ცოტა კიდე ბურთი და თუ 1 არ გყავთ ჩამოიყვანეთ ვინმე და მწვრთნელები მაინც მოგიმზადონ
შოკირებული გულშემატკივარი
12:20 29-12-2021
0
ერთი მაცოდინა, ვის რად უნდა ასეთი ძალად ჩატარებული უსახური ეროვნული ჩემპიონატი. ფეხბურთი სანახაობაა და არა ვალდებულება. მერე სადაა სანახაობა საქართველოს ჩემპიონატში? საერთოდ კაპიკს არ უნდა უხდიდეს სახელმწიფო ამ ძალით სპორტსმენებს, 3 გუნდი დარჩება? ჰოდა ჩაატარონ სამოყვარულო 3 გუნდიანი ჩემპიონატი. ზუსტად ისევე შერცხვებიან შემდგომში ევროსარბიელზე როგორც 10 ან 16 გუნდიანი ჩემპიონატიდან გასული. მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით და ფინანსების გახერხვის მიზნით არსებული ჩემპიონატი, წლიდან წლამდე რომ რეგრესი აქვს. ზუსტად ჩვენს ფედერაციაზეა ნათვქამი, "სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ, სამ ბილეტი პრადაიოტ"
ირაკლი
11:22 29-12-2021
5

სიახლეები პოპულარული