თბილისის "დინამომ" გამორჩეული ფლანგელი შეიძინა

AutoSharing Option
თორნიკე კირკიტაძე კარიერას "დინამო თბილისში" გააგრძელებს. ფეხბურთელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. კირკიტაძე "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია. სხვადასხვა ასაკობრივ გუნდთან ერთად ფლანგელს ერთი ოფიციალური შეხვედრა "დინამოს" პირველ გუნდშიც აქვს გამართული.

თორნიკე კირკიტაძის ბოლო კლუბი თბილისის "ლოკომოტივი" გახლდათ. მის ანგარიშზე 68 შეხვედრაში გატანილი ცხრა გოლი და ოცი საგოლე გადაცემაა. 2020 წელს მარჯვენაფლანგელმა "ლოკომოტივთან" ერთად უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და სამივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. სხვადასხვა დროს კირკიტაძე ასევე საჩხერის "ჩიხურას" და "რუსთავის" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება
თორნიკე კირკიტაძის სანაკრებო კარიერას, 2016 წელს იგი ორჯერ მიიწვიეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში.

Fc Dinamo Tbilisi
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვერქაჩუნაა ეგ ჩვენი რეხვიაშვილი. აგერ ვნახავთ მალე.
სანი
12 იანვარი 2022 18:46
0
ეს კარგი ტრანსფერია ნამდვილად.წარმატებები.(ბელორუსში აღარ დარჩა ეტყობა ფეხბურთელი)
კახა ქ.
10 იანვარი 2022 09:25
1
ერთადერთი რამ რაც თბილისის დინამოსკენ უკან მომატრიალებს ესაა ფიფიას წასვლა. სანამ იქაა წავიდნენ მაგათი, არასდროს არ ვუყურებ და არც მაინტერესებს!
კაპიტან გარდენბურგი
09 იანვარი 2022 22:54
3
ეგრე რა, ძლივს ნორმალური მოთამაშე აიყვანეს, თორემ ბელორუსიის ფარმ-კლუბი გახდა ლამის
გია
09 იანვარი 2022 17:49
5
დილას მწვრთნელიც გადმოგეყვანათ და გექნებოდათ შედეგები ..
დათო-რუსთავი
09 იანვარი 2022 17:03
4

სიახლეები პოპულარული