2022 წლის საფეხბურთო სეზონი 20 თებერვალს სუპერთასის მატჩით დაიწყება - საქართველოს ჩემპიონი ბათუმის "დინამო" საქართველოს თასის მფლობელ თბილისის "საბურთალოს" დაუპირისპირდება. სუპერთასის ჩატარების ადგილი და დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ეროვნული ლიგის გათამაშება სტარტს 25 თებერვალს აიღებს, ეროვნული ლიგა 2 კი 28 თებერვალს დაიწყება.
2022 წლის ლიგა 3-ის და ლიგა 4-ის პირველი ტური 4 აპრილს შედგება და ორივე ლიგაში 16-16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები ერთმანეთს 2 წრედ დაუპირისპირდებიან.
ეროვნული ლიგა
თბილისის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და
თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
ამბიციურმა "სამგურალმა" მზადება დაიწყო
თბილისის "დინამოს" 2 ფეხბურთელი "საბურთალოში" - ტრანსფერები