ამბიციურმა "სამგურალმა" მზადება დაიწყო

AutoSharing Option
წყალტუბოს ,"სამგურალმა" ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო. წყალტუბოელები ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით 26 მაისის სახელობის სტადიონზე შეიკრიბნენ და პირველი ვარჯიში გამართეს.

დღეიდდან გუნდი ორჯერად წვრთნებზე გადადის.

15 იანვარს ორმხრივი მატჩია დაგეგმილი, 22 იანვარს კი ,"დამგურალი" ამხანაგურ შეხვედრაში მარტვილის ,"მერანს" დაუპირისპირდება.

იანვრის ბოლოს მეორე საკონტროლო მატჩიც იგეგმება. 3 თებერვალს გუნდი ორკვირიან შეკრებაზე ანტალიაში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. (საკონტროლო მატჩების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ).

,"დღეს პირველი ვარჯიში ჩავატარეთ. გუნდში კარგი კონტიგენტია შეკრებილი. კლუბის ხელმძღვანელობას ამბიციური გეგმები აქვს,
მოსამზადებელ ეტაპს მაქსიმალურად გამოვიყენებთ და ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ" –აღნიშნა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ.

FC Samgurali Official
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული