სომხური ინვესტიცია ქართულ ფეხბურთში? - დაველოდოთ გაოფიციალურებას...

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგაში მორიგი სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდა, გია ცეცაძემ "თელავი" ოფიციალურად დატოვა. გამოცდილ სპეციალისტს საქართველოში არაერთი კლუბი გაუწვრთნია და ახალგაზრდულ ნაკრებშიც უმუშავია.

Sportall.Ge

Goal.ge-ს ინფორმაციით, თელავური კლუბი სომეხმა ბიზნესმენმა შეიძინა და სამწვრთნელო ცვლილებაც ამას უკავშირდება. მთავარ მწვრთნელად ვარდან მინასიანი უნდა დაინიშნოს.

"თელავის" ხელმძღვანელობა ამ თემაზე საუბარს უახლოეს მომავალში შეგვპირდა და ჩვენც მათ ოფიციალურ კომენტარს დაველოდებით.

altეროვნული ლიგა. III ტური: 17 წლის სიგუამ ისევ გაიტანა - თბილისის "დინამო" ერთპიროვნულად გალიდერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 34 /
დასავლეთ საქართველოში არმენები არ არიან ბევრი, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოს არა მთიან რეგიონებში ეგენი 30% მაინც არიან. სიფათებზე აწერიათ ნამდვილად.
5
რამდენიმე წლის წინ გორის დილა დაშლას ებრაელებმა გადაარჩინეს, დღემდე ეგენი პატრონობენ გუნდს და მერე რა? გინდ სომეხი იყოს გინდ არაბი. აბა ქართველ მილიონერებს ფეხებზე კიდიათ სპორტის ბედი. ნათელში იყოს ილია კოკაიას სული. იშვიათ გამონაკლისებზე არ ვამბობ. აბა თუ შვეიცარიიდან და ამერიკიდან გინდათ ბიზნესმენი ჯერ ქვეყანა უნდა იყოს იმ დონეზე, რომ ისეთ ბიზნესმენს უღირდეს შემოსვლა,რომელიც ბაზელის დონის გუნდს გააკეთებს. დღევანდელი ქართული ფეხბურთი ნიჭიერ ბიჭებზე დგას,რომლებიც საკუთარი თავით ცდილობენ ვიღაცამ შეამჩნიოს. ან რატომ უნდა უნდოდეს მაგარ ბიზნესმენს ფულის ჩადება იქ,სადაც გუნდები საკვალიფიკაციოს 1 ეტაპს ვერ გადიან
Haaland
10:41 23-03-2023
2

სიახლეები პოპულარული