არაბიძე ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა - ქართულმა კლუბმა მის სანაცვლოდ 200 000 ევრო გადაიხადა და "ნასიონალიდან" გამოისყიდა

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას დაიცავს.

ჩვენი სანდო წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი იმერულ კლუბთან დღეს 2-წლიან კოტრაქტს გააფორმებს.

Sportall.ge-სთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ "ნასიონალი" არაბიძის გამოსასყიდ თანხად 400 000 ევროს ითხოვდა.

საბოლოოდ, პორტუგალიელები ქუთაისელებს 200 000 ევროზე შეუთანხმდნენ, ოღონდ ფეხბურთელის შემდეგი ტრანსფერიდან პროცენტებს მიიღებენ.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ არაბიძე თურქეთში გაფრინდება და გუნდს მოსამზადებელ შეკრებაზე შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 17 /
სამტრედიაში გამოჩნდა რომ არაბიძეს საშუალოზე უეკთესი საფეხბურთო ტალანტი აქვს მაგრამ უფრო მეტი ტალანტი აქვს თავისი მწარე და გაბერილი ხასიათით, ის ხშირად ვერ ხედავს პარტნიორებს და მხოლოდ საკუთარ აზრებს მიჰყვება.ასეთი ფეხბურთელი ჯერ უნდა დაიწმინოდს საკუთარი ნარცისიზმისაგან და მერე მიუშვა ფრთიხლად გუნდში მეორე ტაიმის ბოლო 20 წუთებში.
გივი
11:04 25-01-2022
1
კარგი ამბავია, გიორგი დიდი ტალანტია, ოღონდ მოძრაობა და საფეხბურთო აზროვნება ისწავლოს. თუ ცეცაძე ამას მოახერხებს, მართლაც შეუძლია ჩემპიონობისათვის ბრძოლა.
თენგაბი
22:18 24-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული