დიდი ტრაგედია კოპა ლიბერტადორესის მატჩის შემდეგ - "ნასიონალის" ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაყვანიდან ოთხი დღის მერე გარდაიცვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ურუგვაის კლუბმა "ნასიონალმა" სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და გვაუწყა, რომ გუნდის 27 წლის მცველი ხუან იზკიერდო გარდაიცვალა.

ის 23 აგვისტოს "სან პაულოსთან" კოპა ლიბერტადორესის გასვლით შეხვედრაში მატჩის ბოლოსკენ მოედანზე დაეცა და გონი დაკარგა, რის შემდეგაც სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

4 დღის შემდეგ კი, სამწუხაროდ, ფეხბურთელს არითმიის გამო გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

"ნასიონალმა" ამ დიდ ტრაგედიაზე ღრმა მწუხარება გამოთქვა და განცხადებაში კლუბმა აღნიშნა, რომ იზკიერდო მათ გულებში სამუდამოდ დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
უამრავი თამაშია,მომდევნო 4 თვეში 6 სანაკრებო და 8 ევროტურნირის თამაში უნდა ჩაატარონ ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებმა,დაუმატეთ დაახლოებით ამდენივე(უფრო მეტიც)ეროვნული ჩემპიონატის თამაში,პლუს თასების თამაშები.ამას მოყვება რაღაც აბსურდული სუპერთასები არაბეთში.მერე ივნისში სანაკრებო ფანჯარა,ერთა ლიგის ფინალები და ამ ყველაფერს დამატებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.ყველაფერი ფულისთვის კეთდება,ფეხბურთელები რობოტი ზომბები გონიათ.ამ ყველაფერს როგორ უძლებენ საოცარია,ამდენი მოგზაურობა,ამდენი თამაში,ვარჯიში...კი ორგანიზმი ეჩვევა ამ ყველაფერს მაგრამ გული სადამდე გაძლებს.საგუჟეთია ნამდვილი თანამედროვე ფეხბურთი.5 შეცვლა კი არა,საერთოდ ულიმიტო უნდა იყოს ცვლილებები.და კლუბში მინიმუმ 30 ფეხბურთელი...
Master
20:03 28-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული