21:05 13-03-2022
ბათუმში "დინამოსა" და "საბურთალოს" დაძაბული მატჩი ფრედ დასრულდა [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. 24-ე წუთზე ანანიძემ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და შეცვალეს. ცოტა ხანში სტუმრებმა მეკარე კუპატაძის შეცდომით ისარგებლეს და სიხარულიძემ დააწინაურა. 37-ე წუთზე ფლამარიონიმ ანგარიში გაათანაბრა. 69-ე წუთზე შ. ნონიკაშვილმა „საბურთალო“ წინ გაიყვანა. შეცვლაზე შესულმა ბიძინაშვილმა მალევე გაათანაბრა ანგარიში. მან 3 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. დარჩენილ დროში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მესამე გოლი ვერ გაიტანეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
18 მარტს ბათუმის „დინამო“ გასვლაზე „ლოკომოტივს“ შეხვდება, ხოლო „საბურთალო“ 19 მარტს თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - საბურთალო 2:2
გოლები: 0:1 სიხარულიძე (26), 1:1 ფლამარიონი (37), 1:2 შ. ნონიკაშვილი (65), 2:2 ბიძინაშვილი (76)
დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, ჩაბრაძე (გაფრინდაშვილი 61), კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, ფალავანდიშვილი (ტეიდი 46), ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, ფლამარიონი (ბიძინაშვილი 74), ანანიძე (ზარია 24), ფანცულაია (ლობჯანიძე 61)
საბურთალო (4-2-3-1): გოშაძე, ლაცაბიძე, ჯგერენაია, კაკუბავა (კ), გოჩოლეიშვილი, ქარდავა, შ. ნონიკაშვილი, გულიაშვილი (იაშვილი 90+3), ლ. ნონიკაშვილი (ქავთარაძე 75), ტაბატაძე (შინდაგორიძე 75), სიხარულიძე (მიოჩი 88)
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
მიადგება და შეტევას აძლიერებს ყოველ ღია ტრანსფერზე, და კი ვხედათ ცვლილებებსაც თამაშის განმავლობაში ფლამარიონი და ფანცულაია იცვლება ხოლმე ბიძინაშვილი ლობჟანიძე, გაფრინდაშვილი სად წაიყვანოს არ იცის,კიდევ კარგი ჯანოს ტრამვა აქვს ხშირად და მამუჩაშვილს მალე კარში დააყენებს..
უბრალოდ შემადგენლობა იგებს და არა ტაკტიკა და პრაგმატიზმი.
დღეს სტადიონზე სვარკას ამუშავებდა გეგუჩაძე..
ვიძახოდ ეხლა ჩემპიონატი არ გვივარგა და ფეხბურთელებიო!!