"რატომ არ გადახვედი "ლივერპულში" გასულ ზაფხულს?" - საუბარი გაიშიფრა... რა უპასუხა მამარდაშვილმა ფერან ტორესის შეკითხვას [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 21-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" გასვლაზე "ბარსელონასთან" 1:7 განადგურდა. ქართველ მეკარესა და მთლიანად "ღამურებს" მიმდინარე სეზონში აშკარად ყველაზე მძიმე მატჩი ჰქონდათ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კატალონიელთა შემტევი ფერან ტორესი მამარდაშვილთან მივიდა და გამოელაპარაკა, მათი საუბარი კი ტუჩებით კითხვის ექსპერტებმა გაშიფრეს.

ირკვევა, რომ ტორესმა ქართველს ჰკითხა, თუ რატომ არ გადავიდა "ლივერპულში" გასულ ზაფხულს და იჯარით "ვალენსიაში" დარჩა, რაზეც გიორგი უპასუხა, რომ ეს ალისონის გამო გააკეთა და ასევე აღნიშნა, რომ ამ მატჩში რამდენიმე ბურთის აღება შეეძლო.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის "ლივერპულს" მომავალ
ზაფხულს შეუერთდება. 

altშესნის დასაფასებელი საქციელი - რა გააკეთა მამარდაშვილთან დაკავშირებით "ბარსელონას" მეკარემ "ვალენსიასთან" მატჩის შემდეგ [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 12 /
აბა მესის სუ მარაოსავით რო ქონდა ხელი აფარებული გიჟი კი არ იყო..)) არაფერი მომხდარა და უთქვამს..უბრალოდ მოიკითხეს ბიჭებმა ერთმანეთი...ერთის მჯერა რომ, 30 მილიონს ლივერპული ტყუილად არ და ვერ გადაიხდიდა მითუმეტეს კიპერში თუ მის გამოყენებას არ აპირებს...ესეთი ფეხბურთელები კი არიან გუნდებში 2.5-5 მილიონამდეც შეიძლება გადაიხადონ თუ გაქაჩას ვარიანტში თუ არა სახელიანი გუნდიდან მიდის და ასე თუ ისე იზღვევა ეგეთი ტრანსფერი,ხოლო 30 ეს სხვა ნორმაა ამაზე კლუბში რამოდენიმე ადამიანი პასუხს აგებს გულშემატკივრის პრესის წინაშე! ერთი სიტყვით თითქოს ბრმადაც მჯერა რომ გიო დადგება მაგ გუნდის კარში და ეს მანამდე თუ იქნება გუნდში ვირჯილი და კონატე ტრენტი და ადამიანური დაცვა სანამ ყავს მშვენიერი იქნებოდა)) თორე ვალენსიის თან მანდამაინც მცველებიი ზოგჯერ მგონია სხვა პროფესიის ხალხია თქო იმდენად შტერულად მოქმედებენ,სენტეტიენის არ იყოს დიდი ანგარიშებით რომ მიაყოლეს იმ პერიოდში...(ერთიცაა ბარსა ფრინავს)
მირო+
02:22 29-01-2025
0
მერე ალისონის კონტრაქტი 2.5 წელიში გადის და როგორც თქვა,წასვლას არ აპირებს და გახანგძლივებაზე ფიქრობს,ხოდა იბადება კითხვა,თუ ალისონის გამო არ წახვედი,გაისად რატომ მიდიხარ ჯიგარო? გამოდის რო პირობა მიიღო,ალისონს კი არ უნდა წასვლა,მარა მოვანდომებთო და რითი აპირებენ ამის გაკეთებას.თუ ფეხბურთელს აქვს კონტრაქტი და არ სურს წასვლა,როგორ უნდა გაუშვან ლივერპულიდან? სხვა კლუბი რო იყოს გასაგებია,მარა ლივერპულიდან ესე მარტივად ვერ მოიშორებ ფეხბურთელს,ამას ფანები არ გაპატიებენ.შეიძლება რაღაც მართლა არის შეთანხმება და ამიტომ სჯერა მამარდას,თუმცა მე არ ვიქნებოდი იმის იმედად რო ალისონს გაგდებენ. ეგ უფრო ცუდია,თუ ალისონს აგდებენ გუნდიდან,რა მამარდას ვეღარ გაგდებენ? უნდა წასულიყავი მაგ გუნდიდან,ლივერპულში ალისონთან ვარჯიში ჯობია,ვალენსიაში სასტარტოს.ალისონი ისეთი დონის მეკარეა რო მისი გაგდება არ იქნება იოლი,წელი რაღატო დაკარგა. თასებზე მიიღებდა შანსს და კელეჰერს გადაწევდა უკან,მერე წავიდოდა ის ალისონი და იქნებოდა სასტარტოში. მიუხედავად იმისა რო მაგრად მინდა ლივერპულის სასტარტოს მეკარე იყოს მამარდა,არ მგონია რო ლივერპულის ხელმძღვანელობა დებილები იყვნენ და მამარდას საქმეში ნახვის გარეშე გაუშვან ალისონი. ალისონის დონის მეკარე ლივერპულს არ ყოლია გრობელარიის მერე და ასე ადვილად არავინ შეელევა. ის წარმატება რაც ლივერპულს აქვს პირდაპირ კავშირშია ალისონთან და ის გუნდის ლიდერია.ლივერპულის ქომაგი ვარ და ვიცი კარგად,რამდენი რამე დაიკარგა მხოლოდ იმის გამო რო წესიერი მეკარე არ იდგა კარში. რეინა,მინოლე და კარიუსი ყველას უფრო ახსოვს,თუმცა დევიდ სიმენიც კი იდგა ლივერპულის კარში და ფრიდელი კიდევ,ერთმანეთზე უარესი მეკარეები.ალისონი მოვიდა და გუნდმა სიმშვიდე იგრძნო,ამიტომაც წამოვიდა ტიტულები. ის მოგებული ლიგა,რომელიც ყველას ბარსასთან ქამბექის გამო ახსოვს,ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ნაპოლის ეთამაშებოდა ლივერპული.მხოლოდ მოგება უნდოდა და 1-0 იგებდა,ბოლო წუთებზე მილიკს ისეთი აუღო ალისონმა რო გუნდი გაიყვანა 1/8 ფინალში. ასეთი მეკარეები ამ მომენტში იშვიათია და მისი გაშვება არ იქნება კარგი ლივერპულისთვის. ამიტომ მამარდამ მეტი უნდა იმუშავოს თავის თავზე,ფეხით თამაში დახვეწოს უნდა და ბოლო მცველივით თამაში უნდა ისწავლოს,თუმცა ამ ვალენსიაში ეს წარმოუდგენელი მგონია.თუ ამის სწავლა უნდოდა,ყველა ვარიანტში უნდა წასულიყო ლივერპულში ახლავე.შეიძლება ბევრმა არ იცის,ალისონი მეკარეების მწვრთნელის დამხმარეც არის კლუბში და ის განიხილავს სხვა მეკარეების თამაშს. ისიც სათქმელია,პირადად მისთვის მოიყვანეს კლაუდიო ტაფარელი. ასეთი კადრის გაშვება თუ მას არ სურს წასვლა,ლივერპულს როგორც გუნდს დაანგრევს და ეს მამარდასთვის კარგი არ იქნება. ჯობია რო ის ორი წელი ალისონთან იყოს კონკურენციაში და თასებზე ითამაშოს,ვიდრე ლივერპულში ბარდაგი დახვდეს. ეს ჩემი როგორც ლივერპულის ქომაგის აზრია,ჰაერიდან მოტანილი კი არა,ინფრომაციაზე დამყარებული აზრია. წარმატებები მამარდას,იმედია ბოლო 7 გოლის გაშვება იყო მის კარიერაში. ეს ბარსა უცნაური გუნდია,თუ თამაში წაუვიდა ნებისმიერს ბევრ გოლს გაუტანენ. ვუყურე თამაშს და მამარდას ერთი შეცდომა მახსენდება,არ უნდა გამოსულიყო კარიდან და გოლი არ გავიდოდა დიდი ალბათობით. თუმცა კარს იცავს 11 კაცი და უტევს ამდენივე კაცი,თანამედროვე ფეხბურთში ასეა. როცა ნდობა არ გაქვს მცველების და გუნდის,მერე უშვებ შეცდომებს და იმაზე მეტს ცდილობ,ვიდრე შეგიძლია. ლივერპულში ეგრე არ იქნება,ამაში დარწმუნებული ვარ. ისე ალისონმაც გაუშვა 7 გოლი ასტონვილასგან,ხდება ხოლმე ასე. ერთი ყველა დარტყმულს კარში აჯენს,ხოლო მეორე 100% მომენტს მაზავს. ფეხბურთია და განსაკუთრებულად ცუდი არაფერი მომხდარა. წარმატებები მამარდას,ლივერპულს და ჩვენს ნაკრებს.
იასონას უდარი
19:20 28-01-2025
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული