ლამაზი გოლები და უხვგოლიანი ფრე "დინამო არენაზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-4 ტური, რომლის 2 შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო, "გაგრასა" და "თელავის" დაპირისპირებით დასრულდა. მატჩი "დინამო არენაზე" შედგა, სადაც წინა დღეს თბილისის "დინამომ" გორის "დილას" ვერ უმასპინძლა.

ორივე გუნდი ჩემპიონატს საკმაოდ კარგად მომზადებული შეხვდა და მშვენიერი სტარტიც აქვთ. მატჩი აქტიურად დაიწყო და უკვე მე-10 წუთზე ორი გოლი ვიხილეთ. მე-7 წუთზე თეიმურაზ შონიამ გაგრელები საჯარიმოს ხაზიდან უძლიერესი დარტყმით დააწინაურა. ზუსტად 3 წუთში გურამ გოშთელიანმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა დამატებაზე ყველას ფირუზ მარაქველიძემ დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.

პირველი ტაიმის ბოლოს შონიას ლამაზი
გოლი გადაიფარა - გიორგი კვერნაძე მცველებს ეფექტურად გაუმკლავდა, მოწინააღმდეგის მეკარე უშანსოდ დატოვა და ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა. თელაველებმა თერთმეტმეტრიანით გაათანაბრეს - 65-ე წუთზე ვასილ ხოსიტაშვილმა ტურში მესამე ფრე დააფიქსირა. შეგახსენებთ, მე-4 ტურამდე საყაიმო ანგარიშით არცერთი შეხვედრა არ დასრულებულა.

ამჟამად ამ 2 გუნდს 7-7 ქულა აქვს, ისევე, როგორც ბათუმის "დინამოს" და "საბურთალოს".

15.03.22 თბილისი. "დინამო არენა"

"გაგრა" - "თელავი" 2:2

გოლები: 1:0 შონია (7), 1:1 მარაქველიძე (10), 1:2 კვერნაძე (43), 2:2 ხოსიტაშვილი (65, პენ)

გამოუყენებელი პენალტი: გოშთელიანი (10)

მომდევნო ტურში, 20 მარტს, "გაგრა" "სამგურალს" ესტუმრება, თელავი კი "ტორპედოს" უმასპინძლებს.

altსოსიაშვილის პირველი ქულა - "სამგურალმა" ანგარიში ვერ შეინარჩუნა [VIDEO]


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
რო არა მოგონილი პენალტი გაგრა მოიგებდა ამ თამაშ კარგი იყო შეცვლები და ორ თავდამსხმელები გადაწყობა ცოტა იღბალი და თამაშს მოიგებდა გაგრა თელავსა ქონდა რეალური მომენტები
ბაჩო
14:00 16-03-2022
0

სიახლეები პოპულარული